დღეს და ხვალ, 29-30 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ოთხი ქართული ფილმის ჩვენებას აწყობს, რომელთაგანაც ერთ-ერთს სპეციალურად მოწვეული ჟიური გამოავლენს.
გამარჯვებულ ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ოსკარის 2018 წლის უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში საქართველოს სახელით წარადგენს.
გამარჯვებულ ფილმს ჟიური ფარული კენჭისყრით გამოავლენს.
ჟიურის წევრები:
1. კახი კანდელაკი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
3. კოტე ჯანდიერი სცენარისტი
4. ოთარ შამათავა რეჟისორი-პროდიუსერი
5. ია სუხიტაშვილი მსახიობი
6. არჩილ ახვლედიანი ოპერატორი
7. გიორგი ოვაშვილი რეჟისორი
8. ქეთი ტრაპაიძე კინომცოდნე
9. ზურაბ მაღალაშვილი კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი