ქეთი დოლიძე კულტურის მინისტრს პირად შურისძიებაში ადანაშაულებს. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მისი ბრალდებები უსაფუძვლოა.
დოლიძეს მხარდაჭერას ხელოვნების სფეროს უამრავი წარმომადგენელი უცხადებს და ისინიც შურისძიებაზე საუბრობენ.
აი, როგორ ეხმაურებიან მსახიობები და რეჟისორები ქეთი დოლიძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
ნატა მურვანიძე:
ნანა ხურითი: გული დამწყდა...ვუყურე ქეთი დოლიძის სატელევიზო ჩართვას...ფაქტობრივად" ის "სისტემა ,ისევ მუშაობს,"ის "მეთოდები...მიდგომები,სტილი ...რაც ჩემთვის მიუღებელი იყო და ბევრისთვის...დასანანია,რომ ამ გაუგებრობაში,ალბათ ჩემთვის "გაუგებრობაში"აღმოჩნდნენ ის ადამიანები,ვინც მეძვირფასებოდა.მეთოდია ჩემთვის მიუღებელი,თორემ შეუცვლელი არავინაა...,თუმცა ეს ფრაზაც ჩემი აზრით საკამათოა...პ.ს.ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაუხმაურებია კულტურის სანინისტროს,თუმცა ყველაფერი გადაწყვეტილიაო....რა თქმა უნდა ,უშუალოდ თეატრის საქმეა,არჩევანი გააკეთოს ამ თუ იმ კანდიდატზე,მაგრამ არის,არსებობს სიტყვა "მაგრამ"..."როგორ"... და "ვინ"...
ანრი ბიბინეიშვილი: 2007 წლიდან 2012 წლამდე,
სტუდენტობიდან თეატრში ოფიციალურად მისვლამდე, ბევრი დამთრგუნველი და ტკივილით ჭარბი დღე-ღამე გავიარე. მას მერეც არაერთი მსგავსი ყოფილა, თუმცა ეს ამ თემასთან არაფერ შუაშია. სწორედ 2012 წელს ქეთი დოლიძის თანხმობით აღმოვჩნდი მე და არა ერთი სხვა ახალგაზრდა, თუმანიშვილის თეატრის დასის მსახიობთა რიგებში. ამ წლების განმავლობაში, არაერთხელ მოუცია ქ/ბ ქეთის შენიშვნა და არაერთხელ მწყენია მისგან. ასევე არაერთხელ გადამიმეტებია, როგორც მსახიობს, როგორც უმცროსს და მოვქცეულვარ თავხედურად, მაგრამ ყველაფერი დავიწყებას ეძლეოდა, ძლიერი შემოქმედებითი მოზღვავების და ოჯახად წოდებული თეატრის პატივისცემის გამო.....ამიტომ მავანთათვის განვმარტავ და ამით საბოლოოდ ვაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ აზრს: მე, ქალბატონ ქეთი დოლიძეს ვგულშემატკივრობ და მადლობას მოვახსენებ ყველაფრისათვის.
ქეთი! თეატრს სჭირდება ახლა, თავისი სამომავლო გეგმებით და ყველაზე ახლო გეგმა, ეს გახლავთ....მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის, ანდრი ჟოლდაკის პროექტი.
თქვენ, ამ წუთას ართმევთ ქეთი დოლიძეს ყველაზე ძვირფასს და უსამართლოდ, მაგრამ ამის გარდა თქვენ, მე მართმევთ პროესიულ ზრდას ვინაიდან ქეთი დოლიძის გარეშე, ამ თეატრის უახლოესი გეგმის განხორციელება შეუძლებელია.
და კიდევ ერთხელ მოკლავთ ფესტივალ "საჩუქარს" და ამიტომ თქვენ ჩემთვის "ნაციონალური მოძრაობის" რეინკარნაცია იქნებით.
კიდევ ერთხელ მოწიწებით და მოკრძალებით მოგმართავთ: "
ნუ მოგვკლავთ, პროფესიულად მე და ჩემს კოლეგებს" რადგან ჩვენ საერთაშორისო პროექტებით გვინდა ზრდა და გვინდა უცხოელი რეჟისორები ჩვენს თეატრში, ეს ყველაფერი კი, ამ ქალბატონმა გამოიგონა აქ!
ქალბატონო Keti საჯაროდ გიცხადებთ, ხალხისგან "მალულად" თანადგომას!!!
შოთა გლურჯიძე: ნაციონალების "ქულთურ-მულთურის მინისტრმა" ნიკა რურუამ მოხსნა რობერტ სტურუა, მას ეგონა რომ რობერტ სტურუა თანამდებობაა, ახლა მისი შეგირდი "ქულთურ-მულთურის და ჩექინ-ჯორჯიის მინისტრი" მიხეილ გიორგაძე გულდასმით ცდილობს მოხსნას მსგავსი მეთოდებით ქეთი დოლიძე.
ბატონო მინისტრო; ჩვენ, ადამიანებს რომლებიც ვცდილობთ შევქმნათ რაიმე ფასეული კულტურაში გვხსნის მხოლოდ მაყურებელი და დრო, თქვენნაირები კი ადვილად იხსნებიან სკამებიდან და მათ მომავალი თაობები ხშირად ვერც კი იხსენებენ!!!
P.S.თუმცა თქვენ კი შეხვედით ისტორიაში,საყდრისის სახელოვან ამფეთქებლად.