23 აგვისტო, 2017
"ცეცხლი წამებში აალდა" - დუდუს სახლი დაეწვა
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" გმირი - გავლენიანი, ყოვლისშემძლე და თან უჩინარი დუდუ, რომელსაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებშიც კი თავისი სიტყვა ეთქმის, მსახიობ ალეკო ბეგალიშვილს, რომელიც ამ როლს ასრულებს, ნერვებს უშლის. ამ პერსონაჟის გამო "თავის გემოზე" ვეღრა ცხოვრობს, დუდუს აჩრდილი თან დაჰყვება, ყველგან მის სახელს უძახიან.
48 წლის მსახიობი, ორი შვილის მამაა, მუსიკისა და დრამის თეატრში მუშაობს. ის ცნობილი მსახიობის, ბადრი ბეგლარიშვილის შვილია და საერთოდ მსახიობთა დინასტიის წარმომადგენელია. უყვარს მუსიკა, გიტარაზე დაკვრა, ბოჰემური ცხოვრება ანუ როგორც თავად
გვითხრა "დუდუ ვერ არის", მისნაირად ყველაფრის მოგვარება არ შეუძლია. რამდენიმე დღის წინ მსახიობს სახლი სახლი დაეწვა და მისი ოჯახი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.

- ძველი გაყვანილობიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენს ზემოთ ვინც ცხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, შინ ჩემი ცოლი და შვილები იყვნენ. სამზარეულო, დერეფანი, ტექნიკა ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად, ქუჩაში ვარ. მხოლოდ საძინებლები გადარჩა. 

იხილეთ ვრცლად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ვასასი
ამ კაცს ყოველთვე ეწვება სახლი?
17:33 / 27-08-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS