აქტიურ სოლო კარიერას ვგულისხმობთ, თორემ არსად წასულა. წარმატებული იყო მისი საპროდიუსერო საქმიანობა, რომელიც გემოვნებით მოწყობილ შოუებს და წარმატებულ მომღერლებს უკავშირდებოდა. ამჯერად აზერბაიჯანელი პოპდივას აიგუნ კაზიმოვას პროდიუსერია და მასშტაბური კონცერტის სამზადისშია. ანშლაგით ჩატარებული სოლო კონცერტების შემდეგ "სპეის ჰოლში", "ტერასა 360"-სა და "ივენთ ჰოლში", შეიძლება ითქვას, რომ სტეფანე მღებრიშვილი, როგორც მუსიკოსი, მსმენელს ძალიან მოენატრა. სტეფანეს ოქროს ჰიტების ხელახალი წარმატებისა და სარეკორდო ნახვების შემდეგ, ისღა დაგვრჩენია, კიდევ უფრო დიდი წარმატება ვუსურვოთ
- სტეფანე, მართლაც შთამბეჭდავი იყო თქვენი სცენაზე დაბრუნება. წარმატებული კონცერტების შემდეგ, ცნობილი ჰიტის "დამიბრუნდი" ახალმა ვერსიამ, კონკურსში "ოქროს ტალღა", წლის საუკეთესო სიმღერის ნომინაციაში გაიმარჯვა. გილოცავთ.
- "დამიბრუნდი" ძველი სიმღერაა. სოლო კონცერტისთვის ვემზადებოდი, როცა მის ახალ ვერსიაზე დავიწყე მუშაობა. ამ პროცესში მივხვდი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ჩავწერდი და კლიპსაც გადავიღებდი. ასე ბევრი არტისტი იქცევა. განსაკუთრებით ისინი, ვინც დიდი ხნის განმავლობაში დგანან სცენაზე. ყველას აქვს ოქროს ჰიტები. ასეთი იყო ეს სიმღერაც. დიდი გეგმებით არასდროს ვუდგები სამუშაოს. ბუნებრივად ვცხოვრობ და ვმუშაობ. მის ასეთ წარმატებაზე არც მიფიქრია, რადგან ძალიან დაკავებული ვარ, პარალელურად ვმუშაობ აზერბაიჯანში და რაღაცების დაგეგმვისა და სტრატეგიული გათვლის დრო არც მაქვს.
- რა ხდებოდა სტეფანეს ცხოვრებაში, როცა სცენაზე ხშირად აღარ ჩანდა?
- სცენაზე ხშირად აღარ გამოვდიოდი, რადგან საპროდიუსერო საქმიანობამ გამიტაცა. თბილისში რაც კი მასშტაბური ღონისძიება ტარდებოდა, თბილისობა იყო თუ ახალი წლის კონცერტი, ამ ღონისძიებების ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდით. ძალიან დაკავებული ვიყავი. დღემდე ვთანამშრომლობ სოფო ნიჟარაძესთან. ახლა უკვე აზერბაიჯანში, ცნობილ სუპერვარსკვლავ აიგუნ კაზიმოვას პროდიუსერი ვარ. ეს პერიოდი ჩემთვის უაღრესად საინტერესო იყო. ჩამოგვყავდა უცხოელი მომღერლები, შოუბიზნესი გუგუნებდა. დღეს ამ საქმიანობას სხვები ეწევიან…
იხილეთ ვრცლად: