15 მაისი, 2013
სააკაშვილის მეგობრები და გოგონებისთვის ნაჩუქარი ერთნაირი საათები
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს. 

Rating

ფართო
საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.

Rating

როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.

Rating

სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.

Rating

სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:

ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა
- ((((((((( )))))

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
მარი
ფურხის ღირსიც არ ხარ,ისიც მენანება შენი და შენისთანებისთვის,ხალხი შიმშილით იღუპებოდა და ეს მაიმუნები რას დასეირნობდნენ,წყეულო დედაკაცებო
10:35 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
ვეთანხმები ყველა კომენტარის ავტორს, ამ საზიზღრებმა ხო ხედავდნენ ხალხი რა დღეში იყო და გაუტკბათ გოგოებს კაი ცხოვრება, მე რომ კაცი ვიყო მასეთ ქალს და მიშას ნახმარს გვერძე არ გავიკარებდი, ბოზობაც არ ქვია მაგას.ეგ არის ღორობა როპცა შენ სხეულს კიდი და კაცს გრდნობის გარეშე უგორდებიან
10:26 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
nikilura
ვინ არის ეს არაკაცი, მთელი საქართველო, რომ იხმარა!!!!!!!!!!!!!!!!
09:48 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
მე, პირადად, არავის ჭუჭყიანი თეთრეულის გამოფენა არ მომწონს, მაგრამ სანდრას რეაქციები მაინტერესებს, როგორც ქალი, ვუთანაგრძნობ, ასეთი ღორის ცოლი რომაა, მაგრამ რადგან მის გვერდითაა, ალბათ თვითონაც ასეთია.
09:34 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ
მაგარი გოგოები იყავით არა?ვის ხარჯზე გულაობდით?ამ დროს რამდენი ადამიანი იღუპებოდა ვისაც ელემენტერულად წამლის და საჭმლის ფული არ ჰქონდა.მაგრამ თქვენი ქათმის ტვინით ასეთ გლობალურ საკითხზე როგორ იფიქრებდით.ფუ მიშასთან რომ კაცი დაწვება.გირჩევთ მოინანიოთ,მაგრამ ამას არ გააკეთებთ.მთელი ცხოვრება იმას იკვნესებთ რა მაგარ დროს ატარებდით ქართველი ხალხის ხარჯზე.ჩემი ნება რომ იყოს მიშას და ყველა თქვენნაირებს ერთ კუნძულზე დაგასახლებდით,ოღონდ ვიცი აღარ მოგინდებოდათ ეგ ავადმყოფი თუ პრეზიდენტი არ იქნებოდა.დასანანია რომ თქვენნაირი გარყვნილები საქართველოს წმინდა მიწაზე დააბიჯებენ.სთხოვეთ მიშას სანამ კიდევ შეუძლია ამერიკაში გაგიშვათ იქ თქვენნაირი ბევრია.ალბათ იფიქრებთ ასე რამ გაამწარაო მაგრამ ჩემს გვერდით ბევრი ღირსეული ადამიანი იღუპება გაჭირვებისგან და ამ დროს ამისთანა ტუტუცები გეჩხირებიან თვალებში თავიანთი უზნეო საქციელით.
09:30 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
მოსაგონებლად ეგეც გეყოფად..
21:17 / 15-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS