15 მაისი, 2013
სააკაშვილის მეგობრები და გოგონებისთვის ნაჩუქარი ერთნაირი საათები
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს. 

Rating

ფართო
საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.

Rating

როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.

Rating

სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.

Rating

სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:

ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა
- ((((((((( )))))

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
კოკო
მალადეც მიშას რამდენი ბოზები ყოლია
13:13 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სიმართლის მთქმელი
ციხეში უნდა ამოალპო გიჟი სააკიანცი ქვეყნის ასე ამოგდებისთვის და ამ ბოზების სახელმწიფოს ხარჯზე ასე გაგულავებისთვის.
12:19 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
მიშას კარიერა და სიცოცხლე ,,შაგრენის ტყავივით არის"; ლამაზმანებს გადააყოლა ტერიტორიები, თანამდებობა, და ბოლოს ალბათ სიჩოცხლეც.აი ასეთი ,,სამაგალითო"პრეზიდენტი გვყავდა.
12:13 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ცირკთან ვინც დგანან თავიანთი უჭირთ, ვინ იცის ლუკმა პურის ფული არ ჰქონდათ სახლში, მაგრამ ეს მართლაც ავხორცები? ამათ ხომ არ შიოდათ? საათებში გაყიდული ახალგაზრდობით თავი რომ მოაქვთ, კიდევ უკვირთ თუ ვინმე აფურთხებთ...ამათ ყვალას უნდა გადაპარსო თავები, როგორც ფრანგებმა გადაპარსეს გერმანელებთან ნაგულავები ქალები! სირცხვილი მათაც, ვინც ესენი ასე ცუდად გაზარდა! კი არ ამბობენ ეს რა ჩავიდინეთ, როგორ შეგვეშალა, რომ სომეხს წავაბილწინეთ თავებიო, არა, იმას დარდობენ რესტორნებში რომ ვეღარ გასკდებიან! გაგიჟდება ადამიანი!
11:44 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
გული მერევა ამატ ბლატაობაზე
11:16 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
უნდა შეიცოდო ასეთი არსებები...მე პირადად ისინი მეცოდებიან,მეცოდებიან იმ მეძავების დარად,ცირკთან თუ სხვადასხვა ქუჩაზე რომ დგანან დარსა თუ ავდარში.ჰკითხეთ იმ ქალაქისა თუ ქვეყნის შესახებ,სადაც"უგულავიათ",თუ რაიმე იციან,ან ღაიმე ღირშესანიშნაობა თუ ახსოვთ,ან რა მოეწონათ,ან რამ აღაფრთოვანათ...ალბათ ბარ-რესტორნებიდან პირდაპირ მაღაზიებში,იხდის კი საქართველოს ბიუჯეტი..რომელსაც იმდენი სესაძლებლობა არ გააჩნია,ბავშვებსა და მოხუცებს ღირსეული ბავშვობა და მოხუცებულობა აღუთქვას და წამალი და მკურნალობა არ მოაკლოს.სცხვენოდეთ მათ მშობლებს და ახლობლებს.
10:56 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიანცო
ეჰ, კატო ჩემო კარგო,ამ გოგონებს თავის რეპუტაციაზე თავად ეზრუნათ ჯობდა.
10:52 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Княгиня
не судите, да не судимы будете....
10:47 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიანცო
ძველების გამონათქვამი:ქალის ჭკუა თხამ მიაჭამა ნეკერზე.ზუსტად თქვენნაირ ქალებს მიესადაგება.
10:41 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატო
რაც გინახავთ ვეღარ ნახავთ უზნეო მე მგონი თქვენი საქციელი უფროა, ასეთი დოზით რომ აფრქვევთ ბოღმას. გაჭირვებული ხალხი ყოველთვის იქნება და ამის გამო პრეზიდენტმა არც ჭამოს, არც დალიოს და საათიც არავის არ აჩუქოს? ამ ახალგაზრდა გოგონებს რეპუტაციას რომ ულახავთ თქვენ უნდა მოინანიოთ, არ დაიღალეთ ვიღაცეების მუთაქად და ბალიშად ყოFნით? თქვენი ცხოვრებით იცხოვრეთ და ასეთი გაბოროტებული აღარ იქნებით.გაჭირვებულებს კიდევ თუ თქვენს ახლომახლო ხედავთ თვითონ დაეხმარეთ ასეთი კეთილი თუ ხართ სხვებს რომ არ მოუწოდოთ
10:39 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS