15 მაისი, 2013
სააკაშვილის მეგობრები და გოგონებისთვის ნაჩუქარი ერთნაირი საათები
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს. 

Rating

ფართო
საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.

Rating

როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.

Rating

სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.

Rating

სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:

ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა
- ((((((((( )))))

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
მაია
საიდან მოგროვდა საქართველოში ამდენი ტვინ ნარრძობი ხალხი, ვინ ხართ ხალხო რა რჯულის ხართ, შეიძლება ერთ ადამიანს ამდენი ქალის საყვარლობა დააბრალო?მგონი ირანის შახსაც არ ყოლია თავის ჰარამხანასი ამდენი ქალი რასასაც მიშას აბრალებთ გრცხვენოდეთ და გეშინოდეთ ღმერთის ამდენ ცოდვებს რომ იკიდებთ კისერზე.
08:41 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რამდენი ბოღმაა საზოგადოებაში, საშინელებაა
17:36 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
...
გახსოვთ მიშამ შევარდნაძე რა დღეში ჩააგდო ჩვეულებრივი რეისებით იფრინე ბევრი ფული იხარჯებაო.თვითონ ერთი-ორჯერ მართლაც ასე გაფრინდა,მერე კი ყველა მისი ნაშა თვითმფრინავებით დასეირნობდა.
15:11 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატოს
გაჭირვებული ხალხის დახმარებას მარტო სიკეთე რომ არ ყოფნის არ იცი?
15:07 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატოს
შენც მაგათნაირი ხარ
15:02 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
თქვენმა მიხომ ჩაისვარა ...... აფსუს, ეს რა დაგემართათ... თქვე თახსირებო...
14:23 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
ლონდონშიც გაუშვეს ეს გოგო "სასწავლებლად" სხვათაშორის,არ უნდა გამორჩენოდ ჟურნალისტს ეს ფაქტი.
13:48 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირა
ეგებ დამტავრდეს ამათი ფარფაში და საერთოდ ნაციონალების. ხალხო გამოვფხიზლდეთ
13:36 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
კატოს
დასაცინია ის როცა სხვის ხარჯზე ცხოვრობ,მიტუმეტეს ქვეყნის პრეზიდენტის,რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს ტავისი მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობები.ყველამ ასე ტუ გაყიდა ტავისი სული რაგაცის სანაცვლოდ მასჰინ ცჰვენს ქვეყანას გადასჰენებაუწერია,მაგრამ მადლობა გმერტს,რომ ტქვენისტანები ცოტაა ცჰვენს ქვეყანასჰი,რომლებიც მალე მიყვებიან მიხოს.მსჰვიდობიტ,უკან მობრუნება გაგიცჰირდებატ.
13:26 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვახ
რამდენი ლამაზმანს უცჰირს ცხოვრება ცჰემს გარსჰემო,მაგრამ არ იყიდებიან არანაირი საცჰუქარზე,ეს გარყვნილები კი ასეტი უხამსი საქციელიტ ამაყობენ კიდეც და უკვირტ როცა აუგად მოიხსენიებან,სირცხვილი მატ და მატ ამგზრდელებსაც.
13:18 / 16-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS