15 მაისი, 2013
სააკაშვილის მეგობრები და გოგონებისთვის ნაჩუქარი ერთნაირი საათები
ფართო საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. მიხეილ სააკაშვილის საათების მიმართ სიყვარულზე არაერთხელ მოგვიყოლია. ისიც გვიამბია, თუ როგორ ჩუქნის რჩეულ ქალბატონებს თავისივე საყვარელ აქსესუარს.

ამჯერად კიდევ ერთ დასაჩუქრებულ და პრეზიდენტთან დაახლოებულ მშვენიერ ქალბატონს, სოფო აბულაძეს გაგაცნობთ. სოფო კულტურის სამინისტროს ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობს. როგორც შევიტყვეთ, ისევე, როგორც კულტურის სფეროში მოღვაწე არაერთი მომხიბვლელი ქალბატონი, თურმე ისიც პრეზიდენტისგან სასიამოვნო პრივილეგიებით სარგებლობს. 

Rating

ფართო
საზოგადოების წინაშე მიხეილ სააკაშვილი და სოფო აბულაძე პირველად ორი წლის წინ, საქართველოს მოდის კვირეულის „ავთერ ფართიზე“ იხილეს. ერთ-ერთ კლუბში ისინი ერთ მაგიდასთან სხვა ცნობილ და არცთუ ცნობილ სახეებთან ერთად ისხდნენ. როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, სოფო აბულაძე პრეზიდენტს რამდენჯერმე ოფიციალური ვიზიტის დროსაც ახლდა. გარდა ამისა, სააკაშვილის პირადი ვერტმფრენითაც სარგებლობდა და მასში ფოტოც აქვს გადაღებული.

ისიც ცნობილია, რომ პრეზიდენტის პირადი ძვირად ღირებული და კომფორტული ვერტმფრენით, სააკაშვილის ნებართვით, როდესაც თავად არ ეცალა, ხშირად სარგებლობდნენ სხვა ცნობილი სახეები. მიშას ბრძანებით, ეკიპაჟი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ასეირნებდა და სიღნაღს, ბათუმსა და სხვა ქალაქებს ათვალიერებინებდა.

როგორც გავიგეთ, სააკაშვილი სოფოს, ისევე როგორც სხვა მომხიბვლელ „დივებს“, საჩუქრებითაც ხიბლავდა. მას მილანიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული ბრენდის მაჯის საათი ჩამოუტანა, რომელსაც სოფო დღესაც ამაყად ატარებს და სპეციალურად ფოტოც გადაიღო, რომელზეც საათი აქცენტირებულად ჩანს. ზუსტად ისეთივე საათები ჩამოურიგა სააკაშვილმა სხვა მეგობარ გოგონებსაც.

Rating

როგორც ჩანს, პრეზიდენტს დრო არ ჰყოფნის, განსხვავებული საჩუქრების შესარჩევად, ერთდროულად იძენს ერთსა და იმავე მოწონებულ აქსესუარებს და შემდეგ არიგებს. სოფომაც და პრეზიდენტის კიდევ ერთმა მეგობარმა გოგონამ ჩვენს წყაროსთან საათის წარმომავლობა ამაყად დაადასტურა. აღნიშნული ბრენდის საათებს ბევრი ცნობილი ადამიანი ატარებს და მას ნაომი კემპბელიც უკეთებს რეკლამას. „თოი ვოჩის“ საათი ამშვენებს აშშ-ის პირველი ლედის მიშელ ობამას მაჯასაც.

Rating

სოფო აბულაძის „ფეისბუქის“ მეგობრებში კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა, პარლამენტარი გიორგი ვაშაძე, პარლამენტარი დავით საყვარელიძე, ყოფილი მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონში დამარცხებული მაჟორიტარობის კანდიდატი პაპუნა დავითაია, ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მეუღლე მაკა მეტრეველი, ყოფილი დეპუტატი კობა ხაბაზი, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი, გიორგი ასანიძე, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და ერთი სიტყვით, თითქმის მთელი ყოფილი მთავრობა ფიგურირებს. სოფოს მოწონებულ გვერდებს შორისაა „მიშა ჩემი პრეზიდენტია“ და „პრეზიდენტის გუნდი და მეგობრები“.

Rating

სოფო აბულაძეს სააკაშვილთან ასევე დაახლოებული მომღერალი ნინა წკრიალაშვილი „ფეისბუქში“ ერთ-ერთ ფოტოზე 2012 წლის 13 დეკემბერს უწერს:

ნინა – ნეტა ეს დრო იყოს ((((((
სოფო – (სიცილი) რამდენი მიზეზი გვქონია ბედნიერებისთვის...
ნინა – აუ აბააა (((( ეს ხო ლიტვის გზაა?? (((((((
სოფო – კი, ვილნიუსიდან ვბრუნდებოდით... (სიცილი)
ნინა
- ((((((((( )))))

გიორგი მაისურაძე
ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 46 /
თამუნა
და რა მერე, რა არის აქ გასაკვირი ან საქილიკო?!
01:34 / 18-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალეტერიX
მახინჯო ქალებო დაანებეთ ამ ლამაზ გოგოებს თავი ტოოოო :*:*:*:*
23:07 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
აკო
ვიცნობ სოფოს შორიდან, ღმერთმა გგვიმრვლოს ასეთი ჭკვიანი და ლამაზი გოგონები :)
23:02 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანუკი
არც იცნობთ და ისე წერთ ათასგვარ ჭორებს! სხვის ცხოვრებაში თქვენს ბინძურ ხელებს ნუ აფათერებთ! ღმერთმა შეგინდოთ!
23:00 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამო
კომპიუტერს ამოფარებულო ''ძააან პატიოსნეო'' თქვენს ცხოვრებას მიხედეთ, ახალგაზრდა გოგონებს სახელს ნუ უტეხავთ , თქვენს ბინძურ სულს მიხედეთ და მერე ისაუბრეთ სხვაზე ! ფუფ კომპიუტერს ამოფარებული ბოზები აგარ იციან ვიზე რა დაწერონ, ცხოვრებაში ვერაფრისთვის მიუღძევიათ და ბოღმით სკდებიან ფუფ!
22:36 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
და (გა)კვირვებული
თუ საყვარელი არაა-აბა რა მიზნებით დაჰყავს-ზევით-ქვევით?თითის დასასველებელი ბალიში არ აქვს და წიგნების კითხვისას თითს ისველებს და ფურცლავს?
16:37 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიგი
დაანებეთ თავი , რას ეღჩით ეს თბილისელი გოგოების სტილია, დაუწერენ ათას რამეს უცნობ ადამიანს, მაგარი გოგოა ლამაზია თან ეტყობა უმნიცაა ისე იმის მეგობრობას ვერ გაქაჩავდა, რა გინდათ ტო? წადით თავები დაიბანეთ:)))))))))))))))))))))))))))))))))))))
12:34 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
არ გცხვენიათ? შეიძლება ამდენი სიბინძურის წერა? მეტი პრობლემა არ გაქვთ? მიხედეთ, რა ყველამ თქვენს ცხოვრებას.....ვინ მოგცათ უფლება სხვისი ცხოვრების ასე ლანძღვის?......ნამუსი აღარ გაქვთ?
10:52 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
მეტი საქმე აე გაქვთ? დაანებეთ სხვებს თავი და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ ყველამ. შეიძლება ამდენი ადამიანის რეპუტაცია და სახელი შელახო ისე, რომ სინდისმა ერთხელაც არ შეგაწუხოთ? არ ხართ ნორმალურები...
10:50 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ვეთანხმები მათეს !!! ....სირცხვილია ესეთ სიცრუეში, რომ გვიწევს ცხოვრება .. საკუთარ ცხოვრებაში, რომ ვერაფერს მიაღწიეთ ახლა უსაქმურად სხედხართ და სხვის ცხოვრებას აკრიტიკებთ ამაზე მარტივი არაფერია .. სამწუხაროა ამდენმა დაბოღმილმა ადამიანმა თავი ერთად რომ მოიყარეთ.. იმას ფიქრობთ და წერთ რასაც თავად გააკეთებდით .. არ დაიღალეთ ამდენი ბოროთტბით ?! იმედი მაქვს გონს მოეგებით და მიხვდებით თქვენს დანაშაუს ...
09:18 / 17-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS