ქართული სუფრა ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. რას ნიშნავს ღვინო ცნობილი ქართველებისთვის ამას მათგან შეიტყობთ:
მომღერალმა ლაშა ღლონტმა ერთი წლის წინ, ღვინის წარმოება დაიწყო.
- ღვინო ძალიან მიყვარს. რაც შეეხება იმას, რომელ სახეობას ვანიჭებ უპირატესობას, გააჩნია რა ხასიათზე ვარ, რომელ ქვეყანაში ვარ და წელიწადის რა დროა. ასევე კულინარიულ დატვირთვასაც აქვს მნიშვნელობა. ხაშლამას კახური ღვინო უხდება, იმერულ სუფრას კი ციცქა ცოლიკაური. ცოტა ხნის წინ საკუთარი ღვინის წარმოება დავიწყე. ჩემი შვილიშვილი დაიბადა აპრილში და ამიტომაც ჰქვია ჩემს ღვინოს აპრილი. ეს საქმე ჩემს მეგობართან, კახა ჭოტიაშვილთან ერთად წამოვიწყე. კახა ქვევრის ღვინის წამყვან ძალად ითვლება საქართველოში.
- რითი არის თქვენი ღვინო გამორჩეული?
- ჩემს ღვინოს კენკრის გემო დაყვება. მისი მირთმევა ნუგბართან და სტეიკთან ერთად უგემრილესია. აპრილის სურნელი დავიჭირე ამ ღვინოში და მიხარია უცხოელებსაც რომ მოსწონთ.
- სუფრა ღვინის და თამადის გარეშე წარმოუდგენელია, ხშირად გიწევთ თამადობა?
- არ მიყვარს თამადობა. შესაბამისად, იშვიათად ვთამადობ, ვისაც როგორ უნდა ისე ქეიფობს, მაგრამ დაშტამპული სადღეგრძელოები არ მიყვარს.
სამი წლის წინ დაიწყო ღვინის წარმოება, ცნობილმა ქართველმა კალათბურთელმა ვლადიმერ ბოისამ. მართალია, ეს საქმე ინტერესის გამო, წამოიწყო, მაგრამ ბიზნესად გადაექცა.
იხილეთ ვრცლად: