- მიშა, საკმაოდ დაიკელით წონაში, როგორ მოახერხეთ ეს?
- წონას დიდი ხანი ვებრძოდი, მაგრამ ძალიან დამღლელი იყო და ხშირად ვანებებდი დიეტას თავს. თავიდან თითქოს ჩემი სიმაღლე მშველოდა, მაგრამ ბოლოს ისე მოვიმატე ამანაც აღარ მიშველა და ამიტომ გადავწყვიტე აუცილებლად დავბრუნებოდი
- სპეციალურ დიეტას იცავდით?
- არ ვყოფილვარ დიეტაზე, უბრალოდ უარი ვთქვი ცომეულზე და ტკბილეულზე. ყოველდღე დავდიოდი სავარჯიშო დარბაზში, ჯერ 5 კილომეტრს დავრბოდი ბილიკზე, შემდეგ 300 პრესს ვაკეთებდი და ბოლოს დაახლოებით ერთი საათი ვცურავდი.
- რამდენი კილოგრამი დაიკელით?
- 13 კილოგრამი დავიკელი ერთ თვეში. ვარჯიში არც ერთ დღეს არ ჩამიგდია, კვებას რაც შეეხება რამდენჯერმე ნაყინი და კექსიც მივირთვი, მაგრამ გადაწყვეტილი მქონდა ზედმეტი კილოგრამების დაკლება და ვაღწევ სასურველ შედეგს. ზედმეტ წონასთან ბრძოლა, ადამიანმა მკაცრად უნდა გადაწყვიტოს და ამის შემდეგ, ის აუცილებლად მიაღწევს შედეგს. ახლა აჭარაში ვისვენებთ მე და სოფო, 5 დღეა არ მივარჯიშია და აქ კვების რეჟიმიც ამერია, მაგრამ ერთი გრამიც არ მომიმატია, რადგან სწორად შერჩეული მეთოდით ვებრძვი ზედმეტ კილოგრამებს.