04 აგვისტო, 2017
პირველი ქართველი მოდელი, რომელსაც მსოფლიო ბაზარზე Georgian Godess-ს სახელით იცნობენ
Georgian Godess - მსოფლიოს სამოდელო სფეროში მოდელს, რომელიც წარმოშობით ქართველია, თუმცა საქართველოში არასდროს უცხოვრია. მისი სახელია ქრისტინა ცირეკიძე, მამა-გენადი ცირეკიძე წარმოშობით ტყიბულიდანაა, ხოლო დედა-ანტონინა ცირეკიძე კი უკრაინიდან.

ის თავდაპირველად უკრაინაში ცხოვრობდა დედასთან ერთად, შემდეგ კი მამასთან გადავიდა მოსკოვში.
მისი სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. პირველ კასტინგზე მოსკოვში მივიდა, ზუსტად ორ კვირაში, პარიზში გაემგზავრა და მოდელობის პარალელურად სკოლაც იქ დაამთავრა.

მამა შვილის მოდელობის წინააღმდეგი იყო, თუმცა გოგონას ისეთი თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად, შოუ-ბიზნესში თითქმის მთელი
ოჯახი ჩაერთო.

მამამისი ამჯერად www.realfact.ru საიტის მფლობელია, სადაც სამოდელო სფეროს სიახლეებზეც იწერება. დედა დედა კი მოსკოვში ცნობილი ვიზაჟისტია. ხოლო და დიანა ცირეკიძე პოპულარული როკ-ჯგუფის Prinzessa Avenue წევრია, სადაც მღერის და უკრავს გიტარაზე.

ლუი ვიტონი, ჯონ გალიანო, ივ სენ ლორანი - ეს იმ ბრენდების არასრული ჩამონათვალია, რომელთანაც ქართველი მოდელი თანამშრომლობდა.

კრისტინა ცირეკიძე 33 წლის არის. ის დაოჯახებულია. მომავალი მეუღლე, იტალიელი ბიზნესმენი მილანი-პარიზის რეისზე გაიცნო და ორ წელიწადში დაქორწინდნენ.

ქრისტინა ცირეკიძე საქართველოში სოფო ნიჟარაძესთან და სოფო შევარდნაძესთან მეგობრობს.

ის წარსულში კარატით იყო გატაცებული, რამაც საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა.











FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS