ზაფხულის ცხელი დღეები დასვენების გარეშე წარმოუდგენელია. ქართველ სელებრითებს გაუმართლათ და უმეტესობამ დასასვენებლად ზღვისპირა ქალაქებს უკვე მიაშურა, ზოგმა ევროპას.
ლიზა ყენიამაია ჯაბუას უმშვენიერესი ქალიშვილი ლიზა ყენია ზაფხულის ცხელ დღეებს აჭარაში ატარებს. ლიზა ბათუმში უკვე რამდენჯერმე იყო დასასვენებლად. ახალგაზრდა მომღერალი, სოციალურ ქსელში საცურაო
აუზზე გადაღებულ ფოტოებს ხშირად აქვეყნებს. ლიზა ამ ზაფხულს მოსკოვშიც იმყოფებოდა, სადაც საქმიანი მოლაპარაკებები ჰქონდა.
თამუნა მუსერიძეტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ცოტა ხნის წინ ქმარს დაშორდა და სამსახურიც დაკარგა,
თუმცა ის ფარ-ხმალს არ ყრის. თამუნა
სულ ცოტა ხნის წინ ევროტურიდან დაბრუნდა. ის მეგობრებთან ერთად ჯერ პარიზში, შემდეგ კი ბრიუსელში იმყოფებოდა. ტელეწამყვანი ამ ზაფხულს ევროპას ორჯერ ეწვია და ორივე სტუმრობის მთავარი მიზეზი მისი საყვარელი ჯგუფის "coldplay"-ს კონცერტი გახლდათ. ევროპიდან დაბრუნებულმა ჟურნალისტმა დასასვენებლად ბათუმში გადაინაცვლა.
იხილეთ ვრცლად: