09 დეკემბერი, 2013
რაში შეუშალა ხელი ანუკი არეშიძეს უკრაინის აქციებმა
როდესაც კაბას შენი პირადი სახსრებით ყიდულობ, გასარჩევი არ უნდა ხდებოდეს. შემოსავალი ყოველთვის მქონდა, მეუღლის პოლიტიკაში მოსვლამდეც და მას შემდეგაც, ამიტომაც ჩემი პირადი თანხებით რას შევიძენ და ამ თანხებს როგორ და რა ფორმით დავხარჯავ, არ უნდა იყოს სხვისი საქმე მცირე ხნის წინ კიევში ანუკი არეშიძემ თავისი ახალი ბრენდ „ანოუკ“-ის ეგიდით, პირველი ჩვენება გამართა. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა და, როგორც თავად ამბობს, დამწყებმა დიზაინერმა რამდენიმე კოლექცია ბიჭოლა თეთრაძესთან ერთად გააკეთა და ჩვენებები კიევშიც ჰქონდა და თბილისშიც, თუმცა შემდეგ
დიზაინერული ტანდემი დაიშალა და ანუკიმ საქმიანობა მარტომ გააგრძელა. თავად მიიჩნევს, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს და მკაცრ შეფასებებს არ ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩვენება საკმაოდ კარგად გაშუქდა. ზოგადად, დიდი ხმაურის ატეხა არ უყვარს და ფიქრობს, რომ ჯერ აქამდე შორია, კარიერის ნელ-ნელა, ეტაპობრივად აწყობას გეგმავს.
ანუკის ორი პატარა ჰყავს, ლევანი და კახი და მესამეს ელოდება. მიუხედავად ორსულობისა, კოლექციაზე მუშაობა მაინც გადაწყვიტა და ჩვენებაც გამართა. საღამოს მთავარი კაბა, არც მეტი არც ნაკლები, სუპერმოდელმა ირინა შეიკმა წარმოადგინა. ანუკის ჩვენების შემდეგ დავუკავშირდით ამბების გასაგებად.

- ახალ კოლექციაზე მუშაობა ივლისში დავიწყე. ნაჭრები ჩემმა მეგობარმა იტალიიდან გამომიგზავნა. ზემოხსენებულ კოლექციაზე ბევრმა ადამიანმა იმუშავა. სამწუხაროა, რომ ჩვენების ფოტოებზე კარგად არ ჩანს სამოსის საინტერესო, ხელით ნაქარგი დეტალები, სვაროვსკისა და მარგალიტის თვლებით გაფორმებული ადგილები, რომლებიც ნამუშევრებს ერთ თემად კრავს.
რაც შეეხება კოლექციას, ესაა ოკეანის სამყარო, რომელიც ასოცირდება სიმყუდროვესთან, სიმშვიდესთან, რასაკვირველია, ფერთა გამაც შესაბამისია, ოკეანის ფერებია წარმოდგენილი, ჩალისფერი თითქოს ქვიშას მოგაგონებთ, ყველა კაბას თავისი ისტორია აქვს. ძალიან რთული იყო ამ პერიოდში ასეთი გრაფიკით მუშაობა, თუმცა ამის მიუხედავად, ვცადე, რომ მაღალი ხარისხი ყოფილიყო. კოლექცია თბილისის ორ სახელოსნოში შეიკერა. უკვე დავიწყე 2014-2015 წლის ზამთრის კოლექციაზე მუშაობაც.
- მოდელები როგორ შეარჩიე?
- მათი შერჩევა ძალიან გამიჭირდა. მათგან, ვინც ჩემს ჩვენებაზე გამოვიდა, ბევრი ახლაც არ მომწონს. თუმცა მათზე უკეთესები, ასე ვთქვათ, „ტოპები“ , სამწუხაროდ, არ იყვნენ. - შენი ჩვენება მსოფლიოში ცნობილმა მოდელმა ირინა შეიკმა დახურა და პოდიუმზე ბოლო კაბა წარადგინა. მისი დათანხმება არ გაგიჭირდა?
- ირინას პერსონით აღფრთოვანებული ვარ. იმის მიუხედავად, რომ ბებია კომაში ჰყავდა და გამომგზავრება ძალიან უჭირდა, ორი დღით მაინც მოახერხა ჩამოსვლა, პირობა მქონდა მოცემულიო, მითხრა... ირინას დათანხმებას რაც შეეხება - ჩემმა წარმომადგენელმა მას კოლექციის ფოტოები გაუგზავნა. ამის შემდეგ დაინტერესდა ჩვენი ბრენდით. გვყავს საერთო მეგობარიც. ალბათ, კახის ფაქტორმაც იმოქმედა და ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა იმით, რომ უბრალოდ, ჩამოვიდა და გვერდში დამიდგა. საოცარი ადამიანია, ისე შევხვდით, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით.
- ძალიან ლამაზი კაბა წარმოადგინა...
- ბოლო კაბაზე ძალიან ბევრი ვიმუშავე. თავად კაბა 9 კილოგრამს იწონის. მისი შლეიფი გაწყობილია მარგალიტებითა და სვაროვსკის თვლებით, თუმცა ირინა ისე თავისუფლად დადიოდა, თითქოს მძიმე არც იყო.
- ჩვენებას, ალბათ, მედიის ბევრი წარმომადგენელი დაესწრო. იქნებ, ჩა-მოგვითვალო, ვინ გააშუქა შენი კოლექციის წარდგენა კიევში?
- ძალიან ვნერვიულობდი, თითქმის ყველა მთავარი მედიასაშუალების წარმომადგენელი ესწრებოდა ჩვენებას, ასევე იყვნენ მნიშვნელოვანი სტუმრები. ჩვენება ძალიან ცუდ დროს დაემთხვა, კიევში აქციების დაწყებას, იყო დიდი საცობები და საშინელი წვიმა, ბევრმა მოწვეულმა სტუმარმა სწორედ ამ მიზეზების გამო ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა მთავარი პრესა, ისეთი, როგორიცაა „ვოგი“ , „ჰარპერს ბაზაარი“ , „ჯეტსეტერი“ და მრავალი სხვა, იქ იყო. ჩვენება თითქმის ყველა უკრაინულმა ტელევიზიამ გააშუქა.
ზოგადად, დიდად ხმაურის მოყვარული არ გახლავართ. არც ეპატაჟი მხიბლავს და არ მივიჩნევ, რომ ჩემზე ნიჭიერი არავინაა. ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამ, ვაცნობიერებ, რომ ხან შეცდომა იქნება, ხან - არა. ეს ბუნებრივია. მთავარია, ვიცი, რომ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს სამუშაო. თავს არ ვზოგავ, ულევად მომდის მუზა, რომელიც ჩემს შინაგან სამყაროს გადმოსცემს და მის რეალიზებას ქალბატონებზე ვახდენ. ასე რომ, ძალიან კრიტიკულები ნუ იქნებიან ჩემ მიმართ. თავს მაინც დამწყებ დიზაინერად მივიჩნევ და მელოდება დიდი, გრძელი გზა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შრომასა და ხარისხს მოითხოვს. ეს საქმეც პატარა ბავშვივითაა. როგორც კი ყურადღებას მოაკლებ, აუცილებლად ცუდად დამთავრდება, ამიტომ მიხარია ის ფაქტი, რომ ოჯახი მიდგას გვერდით. კახას მშობლები ძალიან მგულშემატკივრობენ, განსაკუთრებით, დედა. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს და მადლობა მათ ამისთვის!..
- ალბათ, ორსულობის გამო უფრო მეტად იღლებოდი მუშაობისას. თვით-მფრინავში ჯდომა და გადაფრენები შეიძლებოდა შენთვის?
- დისკომფორტი, რა თქმა უნდა, მქონდა, თუმცა ძალიან აქტიურად ვმუშაობდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ახლაც ასე ვაგრძელებ. საღამოობით ვისვენებ ხოლმე, რომ ძალიან არ გადავიღალო. ფრენა არ მიჭირს. პირველ და მეორე ბავშვზე ორსულობისას აქტიურად დავფრინავდი. თუმცა რაც უფრო ვუახლოვდები ბოლო თვეს, მით უფრო მიჭირს სიარული და მოძრაობა.
- როდესაც კიევში მიფრინავ საქმეებზე, საინტერესოა, შენი პატარები თან დაგყავს თუ თბილისში ტოვებ?
- კიევში სწორედ ჩემს უფროს ვაჟთან ერთად გავემგზავრე. საერთოდ, ვცდილობ, რომ სამუშაოს გამო ბავშვები უყურადღებოდ არ დავტოვო. შუადღისას ბუბუ ბაღიდან რომ მოდის, ჩემთან, სახელოსნოშია. საღამოობით პატარასთან ერთად ვარ. შაბათ-კვირას კი სულ მათი ვარ. თუ ხუთ დღეზე მეტხანს მიწევს სადმე გამგზავრება, მათ გარეშე ყოფნა ძალიან მიჭირს, ამიტომ სულ თან მიმყავს ხოლმე.
- როგორც ვიცი, უფროსი ახლახან 4 წლის გახდა. ალბათ, ხასიათს ამჟღავნებს უკვე. ვის ჰგავს?
- უფროსს თავისებური ხასიათი აქვს და შესაბამისად, სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ჩემი რიდი და შიში აქვს, ასევე მამამისის. ზოგადად, გათამამებული და ტუტუცი ბავშვები არ მიყვარს, ვცდილობ, ვიყო სამართლიანი და მკაცრი და ამ ასაკიდანვე მიეჩვიოს, რომ ცხოვრებაში დამსახურების გარეშე არაფერი ხდება, თუმცა მამიკო მაინც ანებივრებს სიყვარულითა და კარგი დამოკიდებულებით, ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ და მისთვის კახას სიტყვას დიდი ფასი და წონა აქვს.
- ანუკი, მინდა გკითხო შენს ჩაცმულობაზე პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს. ძალიან ლამაზად გამოიყურებოდი და ვისი სამოსი გეცვა?
- გამორჩეული დიზაინერის არ მცმია, საღამოს ჩემი კაბა მეცვა. წონის გამო ბევრ რამეს ვერ ვიხდენ, თუმცა ვეცადე, დრეს-კოდი დამეცვა.
- ალბათ, იცი, რომ თანამდებობის პირთა მეუღლეების ჩაცმულობას ინაუგურაციის მეორე დღიდანვე აქტიურად განიხილავდნენ. განსაკუთრებულად კი სამოსის ფასებით დაინტერესდნენ. ამის შესახებ რა მოსაზრება გაქვს?
- როდესაც კაბას შენი პირადი სახსრებით ყიდულობ, გასარჩევი არ უნდა ხდებოდეს. შემოსავალი ყოველთვის მქონდა, მეუღლის პოლიტიკაში მოსვლამდეც და მას შემდეგაც, ამიტომაც ჩემი პირადი თანხებით რას შევიძენ და ამ თანხებს როგორ და რა ფორმით დავხარჯავ, არ უნდა იყოს სხვისი საქმე. ასევეა ეს შემთხვევაც, ყველა ქალბატონს საკუთარი სახსრებით შეძენილი სამოსი ეცვა და ვერ ვხედავ პრობლემას, რატომ არ უნდა სცმოდათ?!.
- ვიცი, რომ მესამესაც ბიჭს ელოდები. ალბათ, გოგონაც გინდათ.
- მეც და კახასაც ბავშვები ძალიან გვიყვარს. ღვთის საჩუქარია, სამი შვილის დედობას ვერ წარმოვიდგენდი. რა თქმა უნდა, გოგონაც გვინდა, მაგრამ ახლო მომავალში მეოთხე ბავშვის თემა არ განიხილება (იღიმის).
- მინდა გკითხო კახიზე, როგორც მინისტრზე, მას ახალი მთავრობისა და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სახედ ასახელებენ. როგორ ხვდები მის მიმართ გამოთქმულ ამგვარ შეფასებებს?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნოა. მე კარგად ვხედავ ჩემი მეუღლის პოტენციალს, საქმის მიმართ დამოკიდებულებას და შრომისმოყვარეობასაც. მიხარია, თუ ჩემ გარდა, ამას ხალხიც ამჩნევს. კახას მიმართ შეიძლება, სუბიექტურიც ვიყო, რადგანაც ის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია. თუმცა ახლა ობიექტურად შევაფასებ და ვიტყვი, ერთ წელიწადში მან დაამტკიცა, რომ საკმაოდ წარმატებულად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, მთავარია, ასე გააგრძელოს!..
- ისევ შენს საქმიანობას რომ დავუბრუნდეთ, რა გეგმები გაქვს? საქართველოში ხომ არ აპირებ ჩვენებას?
- თბილისში ვხსნი პატარა მაღაზიას, უკვე ორი თვეა აქტიურად ვმუშაობ, რომ გახსნის დღისთვის ყველაფერი მზად იყოს. მაღაზიაში მაქვს პატარა ატელიე, სადაც მთელ დღეს ვატარებ. ვცდილობ, ნელ-ნელა ფეხზე დავდგე. როგორც აღვნიშნე, რთული გზა მელოდება, ეს ძალიან კარგად მაქვს გააზრებული. თბილისშიც მინდოდა ჩვენების მოწყობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მოდის კვირეული აღარ გაიმართა. იმედი მაქვს, შემდეგ სეზონზე მექნება შესაძლებლობა, ქართველ მომხმარებელს და საზოგადოებას თავი წარვუდგინო. ძალიან ბევრ წერილს ვიღებ და მიხარია, რომ ხალხი ელოდება ჩემს კოლექციას!..

ნინო მურღულია
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 29 /
ბუბუ
ანუკის ჩვენება რატომ გაგიკვირდათ უკრაინის აქციები იმ დროს დაწყებული არ იყო! რა მდგომარეობა იყო ბუბა "ჩიტო-გვრიტოს" რომ მღეროდა? ანუკი გულშიც არ გაივლო წყენა რამდენ ქალს დაუნგრიე კახისთან ოცნებები? აბა ქებას ხომ არ დაგიწყებენ? ღმერთის წყალობა არ მოგკლებოდეს ცხოვრებაში გაიხარე და გამრავლდით ძალიან კარგი გოგო ხარ
05:10 / 13-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატი
ხალხო რამ გაგაბოროტათ ასე ყველას რომ კიცხავთ.არავინ არ მოგწონთ.ნეტა ვინ არის თქვენი მოსაწონი ადამიანი ძალიან მაინტერესებს.ყველას თავისი ცხოვრება აქვს და იმას მიხედოს.ანუკი ძალიან მაგარი გოგო ხარ უსაყვარლესი
17:05 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
NENE
მე მომწეონა კოლექცია და ეს გოგოც მომწონს... ბოღმებს და შურიანებს შეგახსენებთ, რომ ბოღმა და შური მავნებელია ჯანმრთელობისთვის და სანამ დაგერხევათ პროფესიულ-პირად-ჯანმრთელობის ამბებშI საკუთარი მოღმის გამო შეჩერდით, ამოისუნთქეთ და საქმეს მიხედეთ...
16:40 / 12-12-2013
გამოხმაურება / 0 /
.......
რუსსკი ისწავლე ხრუშ-ხრუშ?
20:40 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
......
უკრაინელები ნერვიულობენ თურმე და ბოდიშს გიხდიან რომ ხელი შეგეშალა,აპატიე მათ ამ ერთხელ
19:18 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS