სკანდალურად ცნობილი ჟურნალისტის ნიკა ჭავჭავაძის თქმით, მისი რჩეული და მომავალი ქმარი პერე ლოპეს აგრასი არის.
პერე ლოპეს აგრასი 1971 წელს დაიბადა, ანდორის პრემიერ-მინისტრის სავარძელს ის 2011 წელს იკავებდა.
ზოგს ამ ამბის სჯერა, ზოგს კი არა. თუმცა ჭავჭავაძე ამბობს, რომ მისი და უცხოელი პოლიტიკოსის რომანი უკვე ორ წელს ითვლის და დაქორწინებას
ნიკა ჭავჭავაძე
- მე და აგრასი ორი წელია ერთად ვართ. ამ ხნის მანძილზე ის ოთხჯერ იმყოფებოდა საქართველოში. ბოლოს ერთი კვირის წინ ჩამოვიდა, ანანური და ყაზბეგი მოვინახულეთ. მე ორჯერ ვიყავი ესპანეთში. ერთმანეთი ერთ-ერთ ოფიციალურ ვიზიტზე გავიცანით და იმ დღიდან მივხვდი, რომ ერთმანეთი მოგვეწონა.
- დაოჯახებას გეგმავთ?
- პირველ წელიწადს არც მიფიქრია დაქორწინება, მაგრამ როცა მივხვდი გრძნობები სერიოზული იყო, ვისაუბრეთ და ამ წლის ბოლოს ესპანეთში გადავალ საცხოვრებლად. მას შემდეგ რაც ეს ამბავი გავრცელდა, ხალხი მწერს და მოკვლით მემუქრება. დღეს მივწერე აგრასს და გაოგნებულია, ვერ ხვდება ასეთი აგრესია რატომ აქვს ქართველ ერს.
- ბევრს არ სჯერა თქვენი და ანდორის პრემიერ-მინისტრის სიყვარულის ამბავი...
- ვისაც შურს რა თქმა უნდა არ დაიჯერებს. ისეთი აგრესია მოდის ჩემი მისამართით, ვიფიქრე, ხომ არ დავწერო თითქოს ტყუილია-მეთქი, მაგრამ სიყვარული რატომ უნდა დავმალო? ჩვენ ნამდვილად ერთად ვართ და მალე დავქორწინდებით.
- თავად აგრასი რატომ ამბობს უარს ქართველ ჟურნალისტებთან ურთიერთობაზე?
- აგრასმა ქართული არ იცის. მე გადავუთარგმნე რას წერს ხალხი ჩემზე და როგორ მემუქრებიან. ვთხოვე თავადაც გაეკეთებინა კომენტარი, მაგრამ მომწერა, შენზე ძალიან ვნერვიულობ, საქართველო ასეთი ჰომოფობიური ქვეყანა არ მეგონა , ამიტომ არ მინდა ჩვენს ურთიერთობაზე მედიასთან კომენტარი გავაკეთოო. ახლა თბილისში არ ვარ, როდესაც დავბრუნდები ვაპირებ განცხადება დავწერო პოლიციაში, რადგან ხალხი მემუქრება.