- ძალიან კარგად დავისვენე, საოცარ ადგილას ვიყავი. ექსპრომტად გადავწყვიტეთ დასვენება გოგოებმა, უფრო სწორად, მათ გადაწყვეტილებას შევუერთდი და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
- რატომ შეარჩიეთ საბერძნეთი?
- ჩემს ერთ-ერთ მეგობარს თითქმის მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი, მაგრამ საბერძნეთში არ იყო ნამყოფი, ამიტომ
კუნძულ კრეტაზე ვიყავით სანტორინიში, საოცარი ადგილი იყო... მთელი დღეების განმავლობაში დავდიოდით, ფაქტობრივად სასტუმროში არ გავჩერებულვართ... ჩემს გოგოებს ნომერში ვერ გააჩერებ, სულ დადიან, მეც კი, რომელსაც ძილი ძალიან მიყვარს, დილის 6 ის ნახევარზე უკვე ფეხზე ვიყავი ხოლმე და ეს რეჟიმი ისე გამომიმუშავდა, რომ მერე და მერე ძალიან მარტივად ვდგებოდი. ჩემი თავის მიკვირდა, სულ ფეხით დავდიოდით და თითქმის მთელი კუნძული მოვიარეთ, არანორმალურ სილამაზეში ვიყავით. გარდა ამისა, ხალხმა მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, ყველა გიღიმის, ბედნიერია, კომპლიმენტს გეუბნება, გიღებს ლაღად და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ძალიან სასაცილო ამბავი გადამხდა თავს და პირველად შენ გეუბნები: საბერძნეთში მიჭერდნენ (იცინის). სანტორინიში დავინახე ულამაზესი ადგილი და გადავწყვიტე იქ სურათის გადაღება, ლენტით გადაკეტილი იყო შესასვლელი, მაგრამ მე მაინც შევედი... რეალურად კანონი დავარღვიე, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ ამხელა ამბავი მოჰყვებოდა.
მაგალითად, ჩვენთან მსგავს ქმედებაზე არავინ არაფერს გეტყვის, ან მინიმუმ საყვედურით შემოიფარგლებიან. იქ კი გამოვარდა ცოლ-ქმარი, რომ დამინახეს მათ ტერიტორიაზე ვიყავი, კარები გადამიკეტეს და მითხრეს, პოლიციას ვიძახებთო, ვეხვეწე, მაპატიე, არ ვიცოდი, რომ ეს პირადი საკუთრება იყო და შემოსვლა არ შეიძლებოდა-მეთქი, მაგრამ უარზე იყო. მოკლედ, ერთი 15 წუთი ამ ამბავში ვიყავით და უცებ მეკითხება, საიდან ხარო, ვუთხარი, საქართველოდან-თქო და რაღაცნაირად შვებით ამოისუნთქა, გადარჩი, რომ ქრისტიანი ხარ, თორემ თურქი ან არაბი რომ ყოფილიყავი, აუცილებლად გამოვიძახებდი პოლიციასო (იცინის).
იხილეთ ვრცლად: