10 ივლისი, 2017
"მისთვის მამა თითქმის არ დამიძახია" - ვინ არის "გრიშა კაკაჩიას" ნამდვილი შვილი და რას ყვება მამაზე
რუსთაველის თეატრის მსახიობი დავით კვირცხალია ცნობილ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალებში" შესრულებული როლისთვის ბევრმა შეიყვარა - მისი გმირი მეგრელი კაცია, ბიზნესმენი - გრიშა კაკაჩია. მიუხედავად მისი არც თუ ისე დადებითი პერსონისა, მაყურებელს ის ძალიან მოსწონს, რადგანაც მსახიობი როლს ისე თამაშობს, რომ ადამიანების დიდ სიყვარულს იმსახურებს...

ბოლო სეზონზე გრიშას ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო, - უშვილო ბიზნესმენს ერთ დღესაც უცნობი ახალგაზრდა კაცი გამოეცხადა - თემური (თუთა) ძიგუა მის ვაჟად აცხადებს თავს, რამაც კაკაჩიას აფორიაქება და მოუსვენრობა გამოიწვია...

სანამ
საბოლოოდ გაირკვევა, არის თუ არა თუთა ძიგუა გრიშა კაკაჩიას ვაჟი, AMBEBI.GE გრიშა კაკაჩიას, ანუ მსახიობ დავით კვირცხალიას შვილს, ელენე (ბაკა) კვირცხალიას გაგაცნობთ, რომელიც ტელეპროდიუსერია და ამ ეტაპზე საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში - "შაბათ საღამოს ლიზასთან" მუშაობს.

- მამა დღეს არ გამხდარა ცნობილი და პოპულარული, არაერთი როლი აქვს როგორც სცენაზე, ასევე კინოში შესრულებული. რას ნიშნავდა ეს შენთვის?

- ხო, სუპერ პოპულარული იყო ჩემს ბავშვობაში და რა თქმა უნდა, ყოველთვის მეამაყებოდა... ეს ის პერიოდი იყო, როცა თეატრში დილა-საღამოს სპექტაკლები იყო და პრაქტიკულად, ყველა წარმოდგენაზე დავყავდი. მახსოვს, სცენაზე მის ყოველ გამოჩენას როგორ განვიცდიდი. განსაკუთრებით ვნერვიულობდი, თუკი მისი გმირი იჩაგრებოდა, ან პიესის მიხედვით რამე ცუდი ემართებოდა...

ძალიან პატარა ვიყავი, როცა რომეოს თამაშობდა. ეს ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ დედა მიყვება, - ყველაზე მეტად თურმე იმაზე ვნერვიულობდი, არ ჩამოვარდნილიყო, როცა ბაწრის კიბით ჯულიეტას აივნზე ძვრებოდა. ვგიჟდებოდი და სიამაყით ვივსებოდი მისთვის დაძახებულ ყველა "ბრავოზე," ტაშსა და ემოციაზე. განსაკუთრებული რიტუალი და ემოცია იყო ნებისმიერი პრემიერის შემდეგ მასთან ერთად კულისებში დგომა, მოლოცვებს საკუთარ თავზე ვიღებდი. ყველა უდიდეს მსახიობს პირადად და ახლოს ვიცნობდი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონდა და მეამაყებოდა... მოკლედ, თეატრი დიდი ჯადოსნური სამყარო იყო ჩემთვის და ამ სამყაროს მამამ მაზიარა. 

იხილეთ ვრცლად:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS