- პროექტში მოხვედრამდე გიორგის შორიდან ვიცნობდი, როგორც მსახიობს. ძალიან საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. საქმეს ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. როცა ახალ ცეკვაზე ვმუშაობთ, ინტერნეტში უყურებს, როგორი მანერებია საჭირო, როგორი ხასიათი და ა.შ. ანუ ცეკვის შესახებ
- საკუთარ თავზე, ყველაზე ხშირად, რა გესმის?
- მესმის, რომ "რბილი" და პოზიტიური ადამიანი ვარ. ერთი შეხედვით, შესაძლოა, მართლა ასეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, მაგრამ ვინც კარგად მიცნობს, ვერ იტყვის, რომ რბილი ხასიათი მაქვს, განსაკუთრებით საქმესთან დამოკიდებულებაში. მაქვს უნარი, ადამიანს ხასიათი შევუწყო. თუ ვგრძნობ, ჩემი სირბილეა საჭირო, ასეთიც ვხდები, მაგრამ ეს არასდროს ხდება ხელოვნურად.
- საკუთარი თავისადმი ძალიან მკაცრი და მომთხოვნი ხარ?
- ძალიან. რამე თუ არ გამომდის, ყოველთვის ვცდილობ, ჩემს თავში ვიპოვო მიზეზი. სხვას ვერ შეცვლი. ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავის შეცვლა შეუძლია.
- თუმცა, საკუთარ თავში ამის ძალას ყველა ვერ პოულობს.
- მე ვცდილობ, უფრო ძლიერი გავხდე, მეტად მაღალი ხარისხი ვაჩვენო, არასდროს ვკმაყოფილდები მიღწეულით და არ ვჩერდები იმ შედეგზე, რომელიც მაქვს.
- ეს რაც შეეხება ცეკვას. ცეკვის მიღმაც რომ ვილაპარაკოთ, იმავეს იტყვი?
- საკუთარ თავზე მუშაობა ძალიან მიყვარს. ვგრძნობ, ჩემს ცხოვრებაში დადგება ისეთი პერიოდი, როცა საკუთარ თავზე სამუშაოდ მეტი დროის გამონახვას მოვახერხებ. სულ მაქვს განცდა, რომ მომავალში რაღაც კარგი უნდა გავაკეთო. შინაგანად ვგრძნობ, როგორ უნდა განვავითარო ჩემი თავი.
იხილეთ ვრცლად: