03 ივლისი, 2017
"ბევრად მარტივია ჩვეულებრივი გოგოსთვის მეორე ნახევრის პოვნა, ვიდრე ჩემთვის..." - ნინი ბადურაშვილი კარიერასა და პირადზე
მას შემდეგ, რაც მომღერალი ნინი ბადურაშვილი "პრაიმ შოუს" ერთ-ერთი წამყვანი გახდა, ბავშვობის ოცნება აისრულა და ამ დიდ გამოწვევას სიამოვნებით დათანხმდა. ნინის მუსიკალურ კარიერაშიც სიახლეებია: მან დედასთან ერთად დუეტი ჩაწერა, ორ ახალ სიმღერაზეც მუშაობს და გარდა ამისა, თუ დაფინანსება იქნება, მურატ ილდირიმთან ერთად ფილმში მთავარ როლს ითამაშებს, რომლის რეჟისორიც მამამისი, ერეკლე ბადურაშვილია.

ნინი ბადურაშვილი:

"თოქ-შოუს წამყვანობა იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, რომელიც ახლა, 31 წლის ასაკში ავიხდინე. სულ მინდოდა თოქ-შოუს წამყვანობა და ბავშვობაში, გარდა იმისა, რომ ვმღეროდი,
წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მიმყავდა გადაცემა.

...როცა ჩემმა მეგობარმა, პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ შემომთავაზა გადაცემის წამყვანობა, სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერს. რომ მითხრა: ვიწყებ ასეთ თოქ-შოუს 6 წამყვანით და ერთ-ერთი შენ იქნებიო - ცოტა შემეშინდა. პრინციპში, რისკზე წავედით ყველანი. დიდი გამოწვევა იყო და ვფიქრობ, გავამართლეთ.



...მე არ შემიძლია პასიური ცხოვრება. ჩემი დასვენება არის მაქსიმუმ, სამი დღე - ეს საკმარისია იმისთვის, რომ განვიტვირთო. რომ ამბობენ: წავიდოდი სოფელში, გამოვიკეტებოდიო, მე არ შემიძლია. სოფელზე ვგიჟდები, მაგრამ ორი დღე - მერე მეწყება შფოთი. მეც ვერ ვხვდები, ეს ენერგია საიდან მოდის. ალბათ, ჩვენს სფეროში უკვე ყველას აქვს ეს გამომუშავებული - რობოტებად ვართ: სულ უნდა იმუშაო. არიან დიასახლისები, რომლებიც სახლში სხედან, ბავშვებს უვლიან - ეს კიდევ სხვა პასუხისმგებლობაა. მაგრამ მე, ჩემი თავი წარმომიდგენია აქ, ჩემს სფეროში, ვიდრე დიასახლისად. თუ ოდესმე მეორე ოჯახს შევქმნი, ამ ნაბიჯს გადავდგამ, ზუსტად ვიცი, ჩემს თავში დიდ ბრძოლებს გამოიწვევს. ვხუმრობ კიდეც: როგორც პირველად გავთხოვდი უცბად, ასე უნდა გავთხოვდე, თორემ არაფერი გამათხოვებს-მეთქი. ძალიან მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
78
ნინო, ძვირფასო, შენ ხარ არაჩვეულებრივი ბაბუას (რომელმაც ერთი როლი იკმარა საუკუნო დიდებისათვის) შვილიშვილი, ასევე არაჩვეულებრივი დედის შვილი და არაჩვეულებრივი დების არაჩვეულებრივი და. რა ვქნათ, ამდენ არაჩვეულებრივში ერთი ჩვეულებრივი ქმარი შეგხვდა და შეგეფერებინათ რა იქნებოდა?!
17:26 / 26-07-2017
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
კარგით რა ამ დედაშვილს რა ძალიან დიდი წარმოდგენა აქვთ თავიანთ თავებზე,არ ვარგიხართ არც მომღერლებად არც მსახიობებად,რომელი არაჩვეულებრივი შენ ხარ?სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
18:16 / 05-07-2017
გამოხმაურება / 0 /
ნატა
ნოე ყოველთვის ხარისხიანად აკეთებს ყველაფერსო, მეტყველებაზე იმუშაოს შენმა ნოემ,კაცი ვერ მეტყველებს,სირცხვილია.რუსთავი 2 ნოესნაირებს არ გააჭაჭანებდა ტელევიზიაში,იმიტომაც აქვთ რეიტინგი
18:13 / 05-07-2017
გამოხმაურება / 0 /
დალი
რა უნამუსობაა, ეს ინტერვიუ ასე დაასათაურო. ჟურნალისტები კი არა, ფოსტალიონები ხართო გითხრათ ბიძინამ და იწყინეთ, სინამდვილეში არც ფოსტალიონები ხართ, გაიძვერა, გაქნილი მჯღაბნელები ხართ, მეტი არაფერი.............
01:37 / 04-07-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS