03 ივლისი, 2017
რას ამბობს ლევან ჯიბღაშვილის დედა მისი შვილისა და ნინიკო ნაცარიშვილის დაშორებაზე - "ეს გადაწყვეტილება ლევანმა კარგა ხნის წინ მიიღო..."
მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი რამდენიმე კვირის წინ, საცოლეს ნინიკო ნაცარიშვილს დაშორდა. ეს ამბავი ყველასთვის მოულოდნელი იყო. თავად ლევანი და ნინიკო ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. ამბობენ, რომ 18 წლის ნინიკო ნაცარიშვილი, 24 ივნისს ოჯახმა თურქეთში გაუშვა.

რა გახდა დაშორების მიზეზი და ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ამის გაარკვევად Ambebi.ge ლევან ჯიბღაშვილის დედას, ნონა ჯიბღაშვილს დაუკავშირდა:

- ქალბატონო ნონა, რა გახდა ლევანისა და ნინიკოს დაშორების მიზეზი?

- მე ჩემი შვილის საქმეებში არ ვერევი. მე არც ვიცნობდი ამ გოგოს,
ერთადერთხელ ვნახე, ძმაკაცებთან ერთად მოიყვანა თბილისიდან სტუმრად. ლევანიმ ბეჭედიც აჩუქა დაბადების დღეზე ამ გოგოს და ამას დაერქვა ნიშნობა. მოგვიანებით კი თქვა, არ მომყავს ცოლადო. ეს გადაწყვეტილება ლევანმა კარგა ხნის წინ მიიღო, მითხრა დედა არ არის ის სიტუაცია და ცოლად არ მომყავსო. მიზეზები არ მიკითხავს. რამდენჯერმე შეხვდნენ, გაისეირნეს-გამოისეირნეს და დაშორდნენ. ისინი ცალკეც არ გადასულან საცხოვრებლად. არ მოეწონათ ალბათ ერთმანეთი და არ შედგა მათი ქორწინება. ვისაც მოიყვანს მე ვიქნები სანაქებო დედამთილი, ის წერილიც რაც გამოვაქვეყნე, კონკრეტულად იმ გოგონას არ ეძღვნებოდა...

იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS