03 დეკემბერი, 2013
სალომე ჭაჭუას პირველი ინტერვიუ გიგი გაჩეჩილაძესთან დაშორების შემდეგ
გიორგი და გიგი კი, მგონი, ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' შეიკრა, საზოგადოების ინტერესის საგანი გახდა. სალომე ჭაჭუასა და გიგი გაჩეჩილაძის მრავალწლიანი ურთიერთობა დაინგრა და ახლა პირად ცხოვრებას ცალ-ცალკე იწყობენ. როდესაც პროექტის მეორე სეზონში სალომე გიორგი ვარდოსანიძესთან დააწყვილეს, მაშინვე გაჩნდა ეჭვი მათ შორის გრძნობის არსებობის შესახებ, მაგრამ ამას ორივე დღემდე უარყოფს. ''მესამე ადამიანი ჩვენი დაშორების მიზეზი არ გამხდარა'', - ამბობს სალომე. მართალია, გიორგი ვარდოსანიძე
ახალ სიყვარულზე პრესასთან გახსნილად საუბრობდა, მაგრამ სალომე კარგა ხნის განმავლობაში ინტერვიუებისგან თავს იკავებდა, მის მიმართ ბევრი კითხვა დაგროვდა, რომელზე პასუხებსაც ჩვენი საუბრიდან შეიტყობთ, თუმცა ინტერვიუ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონით დავიწყეთ.

- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მესამე სეზონმა ჩემი მოლოდინი ნამდვილად გაამართლა, ვფიქრობდი, რომ კარგი გამოხმაურება ექნებოდა და არც შევმცდარვარ. რაც შეეხება ჩემს პარტნიორს, ტოლი ბოისას, წინა სეზონთან შედარებით სუსტი პარტნიორი მყავდა, მაგრამ ბოლო ტურებში აშკარად იგრძნობოდა მისი პროგრესი ცეკვის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვი, პროექტი არასამართლიანად დავტოვეთ-მეთქი, შეიძლებოდა, ერთი-ორი ტურიც დავრჩენილიყავით, მაგრამ მაინც მივიჩნევ, რომ ღირსეულად წამოვედით. მართლა ძლიერი კონკურსანტები დარჩნენ, წელს გოგონების გამორჩეულად კარგი ნაკადია.
- ძლიერი მოცეკვავე ხარ, მაგრამ თუ წინა სეზონს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის სუსტი პარტნიორი გყავს ხოლმე.
- მეწყვილეებს პროდიუსერი გვირჩევს და ცდილობს, ძლიერი სუსტთან დააყენოს, რომ ძალები თანაბრად გადანაწილდეს. მეორე სეზონზე ბევრი ვიწვალე, რომ მე და გიორგი ვარდოსანიძეს წყვილში გვეცეკვა, მართალია, ძლიერი წყვილი ვიყავით, მაგრამ დაუშვეს ეს გამონაკლისი. როცა გავიგე, ვის უნდა მიეღო მონაწილეობა მეორე სეზონზე, გამოვთქვი ჩემი აზრი და გაითვალისწინეს. მესამე სეზონზე კი, ტოლის გარდა, სხვასთან ვერ დავდგებოდი სიმაღლის გამო, მაგალითად, გიორგი ყიფშიძესთან ვერ ვიცეკვებდი, რადგან ქუსლებზე დადგომისას სიმაღლის პრობლემა გვექნებოდა. მარტო ფიზიკური მონაცემები არაა გადამწყვეტი პარტნიორის შერჩევისას, მაგრამ ესეც გასათვალისწინებელია.
- როგორ შეაფასებ ტოლის, როგორი მეწყვილე იყო?
- თუ სამივე სეზონის პარტნიორებს გადავხედავთ, ვიტყვი, რომ ტოლი იყო ძალიან მონდომებული და არც ზარმაცობდა, ალბათ სპორტსმენი რომაა, გამომუშავებული აქვს შრომის უნარი, არასდროს უთქვამს დავიღალე, მეზარებაო, არ დაუგვიანია რეპეტიციაზე, ცდილობდა, ბევრი ემუშავა და ბოლო ტურებში აშკარად ჩანდა, რომ აცეკვდა.
- როგორ აგრძელებ ცხოვრებას პროექტის შემდეგ, ალბათ, მეტი თავისუფალი დრო გაქვს?
- არა, არ არის ასე, თავისუფალი დროის დეფიციტი ახლაც მაქვს, დეკემბერში უცხოელი მეწყვილე ჩამომდის და მას ველოდები. გარდა ამისა, გავხსენი სტუდია, სხვათა შორის, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მონაწილეები სწორედ ჩემს სტუდიაში გადიან რეპეტიციებს.
- გასაგებია, რომ სტუდია გახსენი, მაგრამ ''თელადან'' წამოსვლის რეალური მიზეზი რა იყო? იქ გაიზარდე და ჩამოყალიბდი, როგორც მოცეკვავე.
- ''თელა'' იყო ჩემი მეორე სახლი და ასეც დარჩება, მომიწია იქიდან წამოსვლამ, რადგან სტუდიის გახსნის შემდეგ ფიზიკურად არ მრჩებოდა დრო, რომ იქაც მემუშავა, სხვა განსაკუთრებული მიზეზი ამას არ ჰქონია.
- თუმცა ამბობენ, რომ ''თელა'' გიგი გაჩეჩილაძის გამო დატოვე...
- არა, ასე არ არის, ჩემი და გიგის დაშორების გამო ნამდვილად არ წამოვსულვარ.
- ამბობენ იმასაც, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ავთერფართებზე მხოლოდ იმიტომ არ დადიოდი, რომ იქ გიგი გაჩეჩილაძეც იყო.
- ეს ტყუილია, რადგან რამდენჯერაც იყო ავთერფართი, ყოველთვის მივდიოდი, არც ერთი არ გამომიტოვებია (იცინის).
- გიგის ამ ბოლო დროს თუ შეხვედრიხარ?
- არა, მე ჩემი სტუდია და საქმეები მაქვს, მას - თავისი, ორივე დაკავებული ვართ, ამიტომაც არ შევხვედრივართ ერთმანეთს.
- მის მშობლებთან, რომლებიც შენი აღმზრდელები და მასწავლებლები არიან, თუ გაქვს კონტაქტი, თუნდაც მოკითხვის დონეზე?
- თენგიზ და ლარისა მასწავლებლები ჩემთვის ყველაზე მაგარ ქორეოგრაფებად დარჩებიან, ამიტომ ურთიერთობა არასდროს გაგვიფუჭდება, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ სფეროში ვტრიალებთ. ამ ეტაპზე პროექტისა და საქმეების გამო ხშირად ვეღარ ვნახულობ, თორემ, რასაკვირველია, მოკითხვის დონზე ურთიერთობა გვაქვს და ყოველთვის ასე იქნება. პირადი ცხოვრება არანაირად არ უნდა აისახოს სხვებთან ურთიერთობაზე.
- რაც შეეხება გიორგი ვარდოსანიძეს, ალბათ, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ყველა შოუს ესწრებოდა.
- კი და ხუთშაბათსაც ერთად ვიყავით ლაივზე, იქ ჩემ გარდა მისი უამრავი მეგობარი ცეკვავს და ვუგულშემატკივრეთ.

Rating

- გიგი არ ესწრება ხოლმე შოუს?
- არ ვიცი, მაყურებლებს, როგორც წესი, არ ვათვალიერებ და თვალში არასდროს მომხვედრია.
- მას შემდეგ, რაც შენ და გიორგი ერთად ხართ, რომელიმე შეხვედრიხართ გიგის?
- არა, კიდევაც რომ შევხვდე, არანაირი უხერხულობის მომენტი არ მექნება, ჩვეულებრივად მივესალმები, ესაა და ეს. გიორგი და გიგი კი, მგონი, ერთმანეთს არ შეხვედრიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, მათი შეხვედრა ძალიან ჩვეულებრივად ჩაივლის.
- სალომე, შენც და გიორგიც ყოველთვის უარყოფთ იმას, რომ თქვენს სიყვარულს პროექტის მიმდინარეობისას ჩაეყარა საფუძველი და ამბობ იმასაც, რომ გიორგი არ ყოფილა გიგისთან დაშორების მიზეზი, მაშინ გვითხარი, რეალურად რატომ დაშორდით შენ და გიგი ერთმანეთს, რა გახდა ამდენწლიანი ურთიერთობის დანგრევის მიზეზი?
- გიორგი ''ვერისუბნის მელოდიების'' დროს გავიცანი, პროექტში არ დაწყებულა ჩვენი ნაცნობა და არც ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მიმდინარეობის დროს არ ჩაყრია ჩვენს გრძნობას საფუძველი, მერე და მერე ურთიერთობამ მოიტანა სიყვარული. გიგისთან დაშორების მიზეზი ის ნამდვილად არ ყოფილა. საბოლოოდ მინდა ვთქვა, რომ არავინ არ ჩამდგარა ჩემსა და გიგის შორის, იყო მიზეზი, რის გამოც დავშორდით და ამ მიზეზის სააშკარაოზე გამოტანა არ მინდა, ამას არც მე და არც გიგი ხმამაღლა არასდროს ვიტყვით, მაგრამ მესამე ადამიანის თემა გამორიცხულია.
- როგორ შეხვდა საზოგადოება შენსა და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულს? რას გეუბნებიან, თუნდაც ქუჩაში შეხვედრისას?
- ხალხი ყოველთვის თბილად გვხვდება, არ იშურებს სითბოსა და სიყვარულს ჩვენ მიმართ და ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია, უბრალოდ, ერთად მე და გიორგი ბედნიერები ვართ.
- თუმცა, გიორგიმ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოქვეყნა პოსტი, სადაც თქვენზე ცუდად მოლაპარაკე ხალხს საპასუხოდ კარგს არაფერს ჰპირდებოდა...
- ჩვენზე ერთ-ერთ საიტზე სტატია გამოქვეყნდა, რომლის ქვევითაც კომენტარების მეშვეობით ერთი ამბავი ჰქონდათ ატეხილი, არ ვიცი, ნაცნობები წერდნენ სხვა სახელებით თუ სრულიად უცნობები, მაგრამ სასიამოვნო კომენტარები ნამდვილად არ იყო და ამის გამო დაწერა სტატუსი გიორგიმ. ჩვენი სიყვარული სალაპარაკო თემა გახდა და სწორედ ამიტომ არ ვაძლევდი ინტერვიუს კარგა ხნის განმავლობაში, დავიღალე ამდენი განხილვით, თვითონ რით ვერ დაიღალნენ, არ ვიცი.
- შენი ოჯახი როგორ შეხვდა ცვლილებას შენს პირად ცხოვრებაში?
- ჩემი ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს, იციან, რომ ბედნიერი ვარ და ცუდს არაფერს გავაკეთებ, ამიტომაც ამ ამბავს კარგად შეხვდნენ.
- შენ და გიორგის ერთმანეთის ოჯახებში თუ გაქვთ მისვლა-მოსვლა, თუ იცნობთ ერთმანეთის ოჯახის წევრებს?
- კი, როგორ არა, ვიცნობ გიორგის მშობლებს და მინდა ვთქვა, რომ უსაყვარლესი ადამიანები არიან.
- უახლოეს გეგმებში შედის დაოჯახება?
- ჯერ ადრეა ამაზე საუბარი...
- გიორგი ყოველთვის დადიოდა ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ლაივზე, შენ თუ დადიხარ მის სპექტაკლებზე?
- კი, ყოველთვის დავდივარ მის სპექტაკლებზე და ძალიან მომწონს გიორგი სცენაზე, მეტიც, თვითონ რომც არ თამაშობდეს, მის თეატრში ერთად მივდივართ ხოლმე სპექტაკლის სანახავად.
- ეჭვიანობის მომენტი რამდენადაა ურთიერთობაში?
- არც ერთი არ ვეჭვიანობთ, ვენდობით ერთმანეთს და ამიტომ ამ მხრივ საქმე მარტივადაა.
- რომანტიკა, საჩუქრები, სიგიჟეები, ალბათ, იქნება თქვენი ურთიერთობის თანამდევი...
- კი, ასეა, თუმცა როცა ამ თემაზე მეკითხებიან, ვერასდროს ვიხსენებ, რა უნდა ვთქვა (იღიმის). ბოლო ამბავს გეტყვით, ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' რომ დავტოვე, საყვარელი საჩუქარი გამიკეთა, დაუმახსოვრებია, ''კავალის'' სუნამო რომ მომწონდა და ის მაჩუქა.
- ნებისმიერი ორი ადამიანის ურთიერთობას ახლავს კამათი, უთანხმოება გარკვეულ საკითხებზე, თქვენ შემთხვევაში რა არის ასეთი?
- ურთიერთობაში კამათი უნდა იყოს, ერთმანეთი არასდროს დაგვიჭამია, თუმცა არის საკითხები, რომლებზედაც განსხვავებული მოსაზრება გვაქვს, მაგრამ ამის გამო ერთმანეთს არ ვკლავთ (იცინის).
- გაბუტვა რამდენად გახასიათებთ?
- არა, არანაირად არ ვართ ბუტიები, თუ რამე არ მოგვწონს, ერთმანეთს პირში ვეუბნებით, შემდეგ კი მშვიდად და წყნარად ვცხოვრობთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ლია
ამდენ წლიანი ურტიერტობა დაინგრა გიგისტაან და გიორგისტან რა გარანტია აქვს სალომეს
00:15 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ანუ გიორგიმ გიგს დაახია სალომე... მერე რა ყველაფერი დასწრებაზეა
15:27 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ფუ, ბლიად, კმარა!
არ აგვიკლო პრესამ ამ ტაკიმასხარა კომედიანტების ინტიმური დეტალებით
01:05 / 11-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ანი
ჩემი აზრით სალო და გიგი ძაან მაგარი წყვილია
15:38 / 09-12-2013
გამოხმაურება / 0 /
სუზი
ვაიმე ახალი ამბავი გამოქვეყნდა ერთერთი ადამიანის FAცეBOOKზE თურმე სალო გიგისთან დაწვა და სექსი ქონდა ვაიმე ვინ აქვეყნებს ამ ამაზრზენ ფაქტებს საალომე ბოზი გგონიათ?
20:06 / 07-12-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS