შეგახსენებთ, როდესაც "იქს ფაქტორში" კატეგორიები გადანაწილდა, გიორგი გაბუნია ბავშვების კატეგორიის ჩაბარებას პესიმისტურად შეხვდა, თუმცა გაუმართლა. Ambebi.ge გიორგი გაბუნიას ესაუბრა:
- თავიდან, როცა ბავშვების კატეგორია შემხვდა, არ მესიამოვნა, ვიფიქრე ჩვეულებრივად ვივლი რეპეტიციებზე, ისინი მალე დატოვებენ პროექტს და როგორც სტუმარი მენტორი, ისე დავრჩები პროექტში-თქო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ამ ბავშვებმა თავი ძალიან შემაყვარეს... ჯერ თავისი ნიჭიერებით მომხიბლეს, გაოცებული ვიყავი მათი მონაცემებით, ნამდვილი ვუნდერკინდები არიან. ამიტომ მათთან მუშაობა თანდათან საინტერესო გახდა, ყველგან ერთად ვიყავით, ერთად ვჭამდით კიდეც და სამოსსაც ერთად ვარჩევდით. ეს მაყურებელსაც არ დარჩა შეუმჩნეველი, ისინი ძალიან სუფთად მღერიან და ნამდვილი პროფესიონალები არიან. ამიტომაც მოვედით ნახევარფინალამდე ასეთი წარმატებით. მაყურებელი ვერ ხედავს როგორ ნერვიულობენ ისინი სცენაზე, როცა თამარი აუტსაიდერებში მოხვდა, შოკიდან ვერ გამოვიდა, წაშლილი იყო და მასთან ერთად ვნერვიულობდი მეც, მაგრამ რას ვიზამთ, ეს ხომ ამ პროექტის მკაცრი წესებია? ისე შემიყვარდა ეს ბავშვები, ვფიქრობ ეს მე არ ვარ.
იხილეთ ვრცლად: