მართალია, პატარები ერთმანეთს ინგლისურად ესაუბრებიან, მაგრამ ბებიები ძირითადად ქართულად ელაპარაკებიან. ბავშვები ბებიის მომზადებულ წვნიანებს და ხაჭაპურსაც სიამოვნებით მიირთმევენ და ამერიკულ საჭმელებს სულ უფრო ნაკლებად ითხოვენ. თუ რამე მოუნდებათ, ბებიას სთხოვენ, ნაძალადევში მეზობლის ავტოფარეხში გახსნილ მაღა-ზიას მიაკითხოს და უყიდოს. ბავშვებმა უბნის პატარამაღაზია ამერიკულ სავაჭრო ცენტრთან გააიგივეს და ჩათვალეს, რომ რაც მოუნდებათ, იქ ყველაფერს ნახავენ და შეიძენენ. თან უხარიათ, მაღაზია „საკუთარ ეზოში“ რომ აქვთ.
პატარა ფაჩულიებმა „ოცნებიდან“ მაჟორიტარი დეპუტატის წინასაარჩევნო კამპანიაშიც მიიღეს მონაწილეობა. როდესაც დეპუტატის მხარდამჭერები აგიტაციას ეწეოდნენ, ბავშვები იმ დროს ეზოში თამაშობდნენ, დათის და საბას დროშები მისცეს და მაისურებიც ჩააცვეს. თურმე, როცა დათა პირველად ამერიკულ ბაღში მიიყვანეს, არ მოეწონა და იტირა. შემდეგ, მის დაბადების დღეზე სახლში სტუმრები რომ ეწვივნენ, გაიქცა და ტუალეტში დაიმალა, ეგონა, ბაღი მივიდა მასთან სახლში. მშობლებს კარგა ხანი დასჭირდათ, დათა დაერწმუნებინათ, რომ ბავშვები მასთან მისალოცად და სათამაშოდ იყვნენ მისული.
დათას და საბას მალე ექვსი თვის დაიკოც ესტუმრებათ, რომელსაც საქართველოში მშობლები, ზაზა და თიკა ჩამოიყვანენ. მარიამი 4,5 კილოგრამი დაიბადა და თავის ასაკის ბავშვის ტანსაცმელი არ ერგება. „ბავშვებს მარინა ბებია ძალიან უყვართ, ის ხშირად არის ამერიკაში, ბავშვებს ქართული რომ არ დაავიწყდეთ და მან ჩამოიყვანა თბილისში. დათის და საბას ჩვენთანაც მოსწონთ, სახლში ბევრნი ვართ და მეტ სითბოს ვაძლევთ, ვიდრე ამერიკაში იღებენ. ისინი თბილისში კერძო საბავშვო ბაღში მივიყვანეთ, აქაურ გარემოსაც კარგად შეეგუვნენ და ბაღში მშვიდად რჩებიან“, - გვიყვება ფაჩულიების ბებია ზეინაბ დვალიშვილი.
ზაზა გიგაური
ჟურნალი „რეიტინგი“