27 ნოემბერი, 2013
რატომ დაბრუნდა ქორწილის წინა ღამეს მშობლების სახლში სალომე შარვაძე
გვანცა დარასელიას მეუღლე ვახო მჭედლიძე ჩემი მეგობარია, სუხიშვილების მოცეკვავეები მოგვიყვანა და ისინი დაგვეხმარნენ. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტია და არავინ ელოდა მისგან ცეკვას მსახიობმა სალომე შარვაძემ და იურისტმა მამუკა არველაძემ ოჯახი 2007 წელს შექმნეს. მაშინ სალომე დამწყები მსახიობი გახლდათ, თუმცა რამდენიმე სერიალში შესრულებული როლებით საზოგადოება კარგად იცნობდა. სიყვარულის ამბავი ბანალური არ ყოფილა, მაგრამ არც უცნაური. უბრალოდ, მაშინ სალომესგან გათხოვებას არავინ ელოდა. წყვილმა ძალიან ლამაზი და დიდი ქორწილი გადაიხადა. თუმცა სალომე ამბობს, რომ 300-კაციანი ქორწილის მიუხედავად ნაწყენი
ბევრი დარჩა და დღემდე ებოდიშება მათ, ვინც სტუმართა სიაში ვერ მოხვდა. კაბა ავთანდილმა შეუკერა, სიძეს კოსტიუმი პატარძალმა შეურჩია. მას შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა. ახლა უკვე პატარა მართა ჰყავთ.

''მეუღლეს ჩემი კაბა ქორწილამდე არ უნახავს...''

- მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი ინგლისურის მასწავლებელთან გავიცანით. ორივე ვემზადებოდით. შვიდი თვის განმავლობაში შეყვარებულები ვიყავით და შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება. ალბათ, ყველა გოგონა ოცნებობს ქორწილის გადახდაზე, როგორ ჩაიცვამს თეთრ კაბას. ჩვენს შემთხვევაშიც ყველაფერი ტრადიციულად მოხდა. 14 თებერვალს დავინიშნეთ და ქორწილი 15 აპრილს გადავიხადეთ. მარხვის გამო დაემთხვა თარიღები, რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია. ძალიან მინდოდა, კაბა ავთანდილთან შემეკერა, მქონდა ვარიანტი, რომ საზღვარგარეთ შემეძინა, მაგრამ იმდენად მომწონს ავთოს გემოვნება, რომ არჩევანი მასზე შევაჩერე. ჩვენი მეჯვარეები იყვნენ მსახიობი ლიკა შუკაკიძე, იურისტი ნინო ლომთაძე და გოჩა დადვანი. ერთად ცხოვრება ნიშნობის შემდეგ დავიწყეთ, მაგრამ ქორწილის წინა ღამეს მშობლების სახლში დავბრუნდი. მეგობრები მესტუმრნენ და კარგად გავერთეთ. მეუღლეს ჩემი კაბა ქორწილამდე არ უნახავს.

''ქორწილის ორგანიზებისთვის არავინ დამიქირავებია...''

მაკიაჟი ანუკა მურვანიძემ გამიკეთა, ვარცხნილობის გასაკეთებლად სტილისტი სახლში ავთანდილმა გამომიგზავნა. ხელი რესტორანში მოვაწერეთ, ყველაფერი ძალიან ლამაზად იყო მოწყობილი. ქორწილის ორგანიზებისთვის არავინ დამიქირავებია, ყველაფერი მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ საკუთარ თავზე. მოსაწვევების დიზაინიც კი მე შევარჩიე. ჯვარი სამების ტაძარში დავიწერეთ. დაუვიწყარი იყო ჩემთვის ეს დღე. ქორწილი ვიწრო წრეში გადავიხადეთ, 300-მდე სტუმარი გვყავდა (იღიმება). განაწყენებული ადამიანები მაინც დარჩნენ, მას შემდეგ შეხვედრისას ყველას ბოდიშს ვუხდი. მაგ დროს ისე ნერვიულობ, რომ შეუძლებელია, ვინმე არ გამოგრჩეს.

Rating


''საქორწინო ცეკვა სულ რაღაც ოც წუთში მოვამზადეთ...''

...მეუღლემ გადაწყვიტა, თავის ჩაცმულობაზე თავად ეზრუნა, მაგრამ რომ ვნახე, არ მომეწონა - სპორტული პიჯაკი და კედი შეერჩია. უფრო სწორად, კონსულტანტმა გოგონებმა საკუთარი გემოვნებით შეურჩიეს ტანსაცმელი და რეალურად ის ჩაცმულობა ჩემს კაბას არ მოუხდებოდა. შემდეგ წავედით და ერთად შევარჩიეთ კოსტიუმი. საქორწინო ცეკვა სულ რაღაც ოც წუთში მოვამზადეთ. გვანცა დარასელიას მეუღლე ვახო მჭედლიძე ჩემი მეგობარია, სუხიშვილების მოცეკვავეები მოგვიყვანა და ისინი დაგვეხმარნენ. ჩემი მეუღლე პროფესიით იურისტია და არავინ ელოდა მისგან ცეკვას.

25 წლის თამადა

...ჩემი ქორწილი კონცერტს ჰგავდა, რადგან უამრავი მომღერალი გვესტუმრა. ''ქუჩის ბიჭები'' , ''ალილო'' ... მაშინ ''მზე'' -ზე სერიალში ვთამაშობდი და გიორგი ლიფონავა და სერიალის მთელი გუნდი დავპატიჟე. ეს იყო ერთადერთი ქორწილი, სადაც შეკამათებაც კი არ ყოფილა და ჩხუბიც არ მომხდარა. თამადად ჩემი მეუღლის ბიძაშვილი, 25 წლის ბიჭი დანიშნეს. ამხელა სუფრას არაჩვეულებრივად გაუძღვა. სუფრასთან ძირითადად ახალგაზრდები იყვნენ, მაგრამ ტრადიციული და თანამედროვე კარგად იყო შეხამებული.

ქმარი, რომელიც დიდხანს ქეიფს ვერ იტანს

...ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, ქორწილის დასასრულისთვის ძალიან ლამაზი ფეიერვერკი გვქონდა გამზადებული, მაგრამ დაგვავიწყდა. მეორე დღეს გაგვახსენდა. სტუმრებიდან ყველას კარგად არ ვიცნობდი, ძალიან ბევრი რაღაც მაჩუქეს და ყველა საჩუქარი გულით იყო მოტანილი. ჩემთვის ყველა ფასეული გახლდათ. მე და მამუკამ ქორწილი სტუმრებზე ადრე დავტოვეთ, რადგან ჩემი ქმარი ვერ იტანს დიდხანს ქეიფს და სუფრასთან ჯდომას. თან მთელი დღის განმავლობაში ძალიან დავიღალეთ. შემდეგ გავიგე, რომ მეგობრები უკან მიბრუნდნენ და ქეიფი გააგრძელეს, ყველამ არაჩვეულებრივი დრო გაატარა.

Rating

საქორწინო მოგზაურობა ზაფხულში

...მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კაბა მეცვა, მთელი ქორწილის განმავლობაში არ გამომიცვლია. იმდენად ლამაზი იყო, რომ არავინ მაპატიებდა კაბის გამოცვლას. იმ ღამეს საქორწინო მოგზაურობაში წასვლას ვაპირებდით, მაგრამ მაშინ ყოველდღიურ სერიალში ვთამაშობდი და გამგზავრების საშუალება არ გვქონდა. ეს სურვილი მოგვიანებით ავისრულეთ და ზაფხულში წავედით საქორწინო მოგზაურობაში.

საქორწინო ტრადიციები

...თეთრი კაბა ძალიან მომწონს და, ჩემი აზრით, პატარძალს აუცილებლად უნდა ეცვას, თუმცა იმასაც გააჩნია, რა ასაკში გათხოვდება. სხვის ქორწილებში დავდივარ, მაგრამ ხშირად ჩხუბობენ და ამ დროს აუცილებლად მოვდივარ. მეუღლეს ხშირად უწევს მოგზაურობა და სხვა ქვეყანაშიც დასწრებია ქორწილებს, სამწუხაროდ, მე სხვების ტრადიციებს ნაკლებად ვიცნობ. არავის ეწყინოს, მაგრამ აქაც სულ ქართველების წრეში ვტრიალებ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით სხვა ქვეყნის ტრადიციებზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელი
მიაც-მოაცვამს, რაა...
12:00 / 29-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS