26 ნოემბერი, 2013
''გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა''
ჩემი ქმარი ყველანაირი მომწონს. მის ბლანჟეზეა ოჯახში განხეთქილება. ივა და დედაჩემი არიან კატეგორიული წინააღმდეგი. მე ვგიჟდები, ისე მომწონს გუგა კუზანოვი ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დატოვებიდან რამდენიმე დღეში ბაქოში მორიგ ოპერაციაზე გაემგზავრა. შინ დაბრუნებულ პლასტიკურ ქირურგს ვესტუმრეთ და მეუღლესთან ერთად ჩავწერეთ. ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ გუგამ სიბერეში ცეკვის გამოცდა ჩააბარა. თავად გუგა პროექტის დატოვებას დიდად არ განიცდის.

- გუგა, მგონი, პროექტის მეორე მონაწილე ხართ, რომელსაც მისი დატოვება გაუხ
არდა. რატომ?
- გადავიღალე. მუხლზე მენისკი მაქვს და ასეთი დატვირთვა ჩემთვის არ შეიძლებოდა. მეგონა, რომ შევძლებდი, მაგრამ... წამლებს ვსვამდი, ფეხზე სახვევებს ვიკეთებდი და გავქაჩე ორი თვე, შვიდი ცეკვა ვიცეკვე. როცა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, კატეგორიული უარი ვთქვი. მერე დაიწყეს შუამავლების მოძიება. ჩვენი კლინიკის პიარმენეჯერის დამსახურებაა, რომ მონაწილეობას დავთანხმდი. თან ნოე სულაბერიძესთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, უარი ვეღარ ვთქვი. მაინც ვფიქრობ, პიარის თვალსაზრისით არ იყო ცუდი ნაბიჯი. ნამდვილად არ ვნანობ. მოგებას მაინც არ ვაპირებდი. ჯერ ერთი, არც ასაკი მიწყობს ხელს და არც არასდროს მქონია შეხება ცეკვასთან. ზოგს ჰგონია, დაბადების დღეზე ხელს რომ გაშლის, ეს ცეკვაა. მე ასე არ მიმაჩნია. პროექტში მარტო მე და ტოლი ბოისა ვიყავით, რომელთაც ცეკვასთან არანაირი შეხება არ გვქონია. ჩვენ პირველად გამოვედით სცენაზე. მორალურადაც ძალიან რთულია, ამდენი ადამიანი გიყურებს, ჟიური გაფასებს.
- ნინომ რა როლი ითამაშა ამ ყველაფერში?
- ნინოს არ უნდოდა, რომ მეცეკვა. რომ დავთანხმდი, მებუზღუნებოდა. პირველ რიგში, ჩემი მენისკის გამო იყო წინააღმდეგი, მერე ასაკის გამო. მეუბნებოდა, პასპორტში ჩაიხედე, რამდენი წლის ხარო.
- რამდენი წლის ხარ?
- 42-ის. ასაკიანები ვიყავით მე, გია სურამელაშვილი, ნანა ნებიერიძე...
ნინო:
- ასაკიანები კი არა, მოხუცები. ყველა კონცერტზე წასვლის წინ გუგას თითო კოლოფ ნაფტალინს ვატანდი.
გუგა:
- ნაფტალინი შენ გჭირდება!
ნინო:
- მე დამაქვს, პუდრის მაგივრად ვხმარობ.
- ნინო, რატომ არ გინდოდა გუგას ამ პროექტში მონაწილეობა?
- მე ყველაფერს ფინანსური კუთხით ვუყურებ. ეს ცეკვავს და ამ დროს ოჯახს მეხი დაეცა. ვერ გააკეთა იმდენი ოპერაცია, რამდენსაც აკეთებს ხოლმე.
გუგა:
- რა ვერ გავაკეთე, ყველაფერიც გავაკეთე!
ნინო:
- გააკეთე, მაგრამ ვაი, იმ გაკეთებას. გუშინ ბაქოდან ჩამოფრინდა, ოპერაცია ჰქონდა იქ და მას მერე ამ ფეხის გამო ძლივს გადაადგილდება... თანაც, გარკვეული ამბიცია მაქვს, არ მინდოდა, პროფესორი კუზანოვი ჟიურის წინ წარმდგარიყო და მათი შესაფასებელი გამხდარიყო.
გუგა:
- ეს ''გრუზინული'' კომპლექსია.
ნინო:
- რა ვქნა, არ ვარ ლუქსემბურგიდან.
გუგა:
- რა ვიცი, თავი კი მოგაქვს.
ნინო:
- არანაირად, რაც ვარ, ეს ვარ... გუგას რეგალიებისა და დისერტაციების პატრონს, ვფიქრობდი, სხვისი შესაფასებელი არაფერი სჭირდა. და მთავარი, მისი მენისკი მუხლზე. ვიცოდი, ეს ყველაფერი ჩემზე გადაივლიდა და არ მინდოდა. მაქსიმალურად იკავებდა თავს, მაგრამ ყველა ვარჯიშის მერე წუწუნებდა, წამლებს სვამდა... ოცნებას რომ ვიწყებდი და წარმოვიდგენდი, ბინა მოიგო, ვფიქრობდი, ვინმე ისეთისთვის გადაგვეცა, ვისაც არ აქვს. მინდოდა წავსულიყავი, მომენახა ვინმე ჭკვიანი უპატრონო ბიჭი და მიგვეცა ბინა. ჭკვიანი, ნიჭიერი და უპატრონო გამრავლებულიყო. გამრავლებულებისთვის ''იავნანა'' ზრუნავს უკვე. იმდენი ხალხი გვიგზავნიდა ესემესებს, უხერხულად მიმაჩნდა ამ ფულის ჯიბეში ჩადება. გუგა ჭაბუკიანი არ მყავს და ეს მხარდაჭერა სხვა პატივისცემის გამოხატულება იყო. ვფიქრობდი, შესაბამისადაც უნდა გვემოქმედა.
- ნინო, ელოდი, რომ გუგა ამდენ ტურს იცეკვებდა?
- ბოლო ორი ტური გუგამ ყველას აუკრძალა მხარდაჭერა, ეუბნებოდა, აღარ გამომიგზავნოთ ესემესები, დავიღალეო. ეს რომ არ ექნა და მხარდაჭერა გაგრძელებულიყო, ფეხიც რომ არ გაენძრია, ფინალშიც გავიდოდა (იღიმება). კინტოური მომეწონა. ბოლო ცეკვაც მომეწონა და საერთოდ ვფიქრობ, რომ ბოლო ტურში გოჩა ჩერტკოევმა ქმარი დამიჩაგრა. თმა არ ჰქონდა, თორემ ღერა-ღერა დავაწიწკნიდი (იცინის). ვუთხარი კიდეც საყვედური, თან დავამატე, დე დაჩემმა უფრო მწარედ გლანძღა-მეთქი. არა უშავს, მიჩვეული ვარო, მიპასუხა... კიდევ იცით, რა მომენტია, გუგას არასდროს ჰქონია შეხება შოუბიზნესის წარმომადგენლებთან კლინიკის გარეთ. ვერც წარმოედგინა, რა ხდება ამ წრეებში. იულია რომ გავარდა, დარდობდა, საშუალება რომ იყოს, მე დავუთმობ ჩემს ადგილსო. ინტერნეტში რომ ლანძღავდნენ, ამასაც განიცდიდა. ვუხსნიდი, რომ ეს შოუბიზნესია, რომ აქ ერთმანეთს ჭამენ, შეყავი თავი? აიტანე-მეთქი. აი, ამ ყველაფრისთვის მეცოდებოდა, ამიტომაც არ მინდოდა, პროექტში ყოფილიყო.
გუგა:
- ოპერაციას რომ ვაკეთებ, არ განვიცდი? მაგას მიჩვეული ვარ, შენ ნუ ნერვიულობ.
- ნინო, ეჭვიანობაც ხომ არ იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ გინდოდა, რომ გუგას ეცეკვა. მისი ფართო პოპულარობის წინააღმდეგი ხომ არ იყავი?
- ამათ პოპულარობა აკლიათ? ''კოკა-კოლასავით'' არიან (იცინის). ეჭვიანობას რაც შეეხება, შეგიძლია გამორიცხო. მამაკაცსაც და ქალსაც იმის მიხედვით ვაფასებ, როგორი პარტნიორი უდგას გვერდით. თუ ჩემი ქმარი ყველას მოეწონება, ეს ჩემი პრესტიჟია. სხვათა შორის, ''ფეისბუქზე'' მწერდნენ, ასეთ მარწყვივით გოგოსთან როგორ გაუშვი ქმარიო. მაგისთანა და მაგაზე უკეთესი მარწყვივით გოგონების რიგი დგას ჩემი ქმრის კაბინეტთან-მეთქი, ვპასუხობდი. არ მესმის, აუცილებლად უნდა იცეკვოთ ერთად, რომ გრძნობები გაჩნდეს? მაგ კუთხით თუ მივუდგებით საკითხს, მაშინ მეც არსად არ უნდა გამიშვას გუგამ, მაგრამ ყველგან მიშვებს. დროზე კი მოვდივარ... ათ საათზე ხომ ვბრუნდები ყოველთვის (იცინის)?
- ნინო ესწრებოდი ''ლაივებს'' ?
- პირველ კონცერტზე რომ დავინახე, როგორ ნერვიულობდა გუგა, ფეხი აღარ მიმიდგამს. ბოლო ორ კონცერტს დავესწარი, როცა ვიცოდი, თვითონაც უნდოდა, რომ მივსულიყავი. თან სტუმრები გვყავდა წაყვანილი. ქართულ ტურზე უკრაინელი სტუმრები იყვნენ, გაგიჟდა უკრაინელი ''ნაშობა'' (იცინის). კინაღამ გოჩა მომიკლეს ჩერტკოევი, ძლივს გავაკავე. ბოლო ტურზე აზერბაიჯანელი სტუმრები გვყავდა, ისინიც ემუქრებოდნენ. ფაქტობრივად, გადარჩენილია გოჩა (იცინის).
- გუგა, მგონი, მართლა ნაწყენი ხარ ჩერტკოევზე...
- კი, ნაწყენი ვარ. რაც ვერ ვიცეკვე, ყველამ ნახა, მაგრამ ბოლო ორი ტური მართლა არ მეკუთვნოდა ოთხიანები. ყველა ამბობდა ამას. ქართულ ტურში თუ ნინო სუხიშვილი ცხრიანს მიწერს, იქ ჩერტკოევის ოთხიანი ცოტა უხერხულია. ბოლო ტურზეც მეტი მეკუთვნოდა. ვერ მივხვდი, ასე მგონია, პირადად არ მოვწონდი. არადა, არ ვიცნობ, არც შევხვედრივარ და არც მაქვს სურვილი, გავიცნო.
ნინო:
- ქართულის ტურის წინა ღამეს ინციდენტი მოხდა. გუგას სახლთან გაჩერებული მანქანა გაუტეხეს. ამოვიდა პატრული. იმ ღამესვე დაუკავებიათ ის საცოდავი. ლეპტოპის ჩანთა წაუღია. ეტყობა, ეგონა, ლეპტოპი იდო. არადა, კინტოს ქუდი, ოფლიანი მაისური და თავზე დასადები შამპანურის ბოთლი იდო იმ ჩანთაში.
გუგა:
- მერე პოლიციელი მეკითხებოდა, გამოძიების ინტერესებში კი არ შედის, მაგრამ ისე მითხარი, ამ შამპანურის ბოთლში ქვიშა რატომ გიყრიაო (იცინის)... სხვათა შორის, ეს სუხიშვილების ქონებაა და პოლიციაშია დღემდე, როგორც ნივთმტკიცება.
- გუგა, რამდენი კილოგრამი დაიკელი?
- 16 კილოგრამი. 90 ვიყავი, ბოლოს რომ ავიწონე, ახლა 74 კილოგრამი ვარ.
ნინო:
- ჩემი ქმარი ყველანაირი მომწონს. მის ბლანჟეზეა ოჯახში განხეთქილება. ივა და დედაჩემი არიან კატეგორიული წინააღმდეგი. მე ვგიჟდები, ისე მომწონს.
- ნინო, შენთან დაკავშირებით არ არის ხოლმე განხეთქილებები ოჯახში?
- არა, მომეშვნენ, გიჟი თავისუფალიაო, იფიქრეს ალბათ (იცინის). დაიღალნენ ბრძოლით და თავი დამანებეს. ვამართლებ ჩემს ჰოროსკოპს, ვერძი ვარ, რქიანი. იყო განხეთქილება, ხან ჩემს მოკლე კაბაზე, ხან ზედმეტად გამომწვევ ჩაცმის სტილზე. ახლა, ეტყობა, მე თვითონაც დავდინჯდი, ასაკსაც ვუწევ ანგარიშს. ღამის კლუბებში მოსიარულე და მოქეიფე ნატურა ისედაც არ ვარ. ღამის 10 საათზე მთავრდება ჩემი სიამოვნებები.
- გუგა, როგორი დიასახლისია ნინო?
- დიასახლისი?! დიასახლისი იყო 10 წლის წინ, სანამ ივიკო გაჩნდებოდა. მერე დამხმარე ქალი მოვიყვანეთ და...
ნინო:
- ფიზიკურად როგორ უნდა მომესწრო?
გუგა:
- არც გაქვს სურვილი, მოდი, პირდაპირ ვთქვათ.
ნინო:
- ჰო, აღარ მაქვს. მაგრამ არ იყო დრო, როცა ორმოცკაციან სუფრებს ვშლიდი?!
გუგა:
- ოდესღაც, მაგრამ არა ყოველდღე. არადა, ფანტასტიკური დიასახლისია. ახალ წელს, წელიწადში ერთხელ რომ კუჭმაჭს გააკეთებს, ეს კერძი სუფრასთან ხუთ წუთში აღარ არის.
- პროექტს დავუბრუნდეთ, სანამ ისევ იჩხუბებთ. გუგა, ვის გულშემატკივრობ ახლა?
- ყველას. ისეთი კარგი ბავშვები დარჩნენ, კმაყოფილიც კი ვარ, გზა რომ მათ დავუთმე და თან ცუდად არ წავედი. მე დღეში საათ-ნახევარს ვვარჯიშობდი. ისინი, ფაქტობრივად, სარეპეტიციო დარბაზში ცხოვრობდნენ. მათ, როგორც კონკურენტებს, ისე არასდროს ვუყურებდი. ნეტავ, გავარდეს ან ნეტავ, ვერ იცეკვოს-მეთქი, არასდროს არავისზე არ მიფიქრია. ყველას დავუახლოვდი, ყველას გავარდნას განვიცდიდი. ერთადერთი გია სურამელაშვილზე ვერ მოვასწარი ნერვიულობა. ვერ დავახლოვდით, თან ის სხვაგან რეპეტიციობდა, კონტაქტში არავისთან შემოდიოდა. ზოგადად ამ პროექტის გულშემატკივარი ვარ და ყოველ ხუთშაბათს, თუ თბილისში ვიქნები, კონცერტებს აუცილებლად დავესწრები.

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლოლა
ეს კაცი ზალიან დადებიტი პიროვნებაა, მეტიჩარაა ეს ქალი, როგორ გაუმარტლა. კარგად გატხოვდა :D არადა სულ არ მომწონს გარეგმობიტ, ვინც ეგ ცხვირი გაუკეტე ავერდავუჯერე მაგის კარგი უნდოდა ისე ცუდი ცხბვირი აქვს, დარმუნწრბული ვარ ტუ კუზანოვმა ალბატ მისი პირველი ცხვირია ტორემ ასეტ ცხვირს როგორ გააკეტებ ადამიანს მიტ უმეტს ცოლს
20:42 / 31-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიო
თქვენს მეუღლეს კი ეტყობა რომ არ არის ლუქსემბურგიდან ბ-ნო ქირურგო.ტქვენ კიდევ მშვენივრად ცეკვავდიტ,საკამრისი იყო რეკლამისატვის.
23:24 / 02-12-2013
გამოხმაურება / 0 /
;
ნინო სუხიშვილმა ხათრით,მათრით დაგიწერა, არავითარი კარგად ცეკვა
17:47 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS