დღეს ლალი მოროშკინას ბლიცინტერვიუს გთავაზობთ.
- საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი...
- ვიცხოვრებდი ისტორიულ სამშობლოში, რადგან წარმოშობით მამის მხრიდან პეტერბურგიდან ვარ, დედის მხრიდან კი - სოჭიდან. მაგრამ აუცილებლად საქართველო იქნებოდა ჩემს ფიქრებში, სიზმრებსა და ოცნებებში და ოდესმე ავისრულებდი ამ სურვილს, ხოლო პირველივე ნახვაზე შევიყვარებდი და სამუდამოდ აქ დავრჩებოდი....
- ჩემს დაბადებას...
- წინ უძღოდა "პინკ ფლოიდი", "ჰიპობა" და კულტურული რევოლუცია. რა თქმა უნდა, ჭექა-ქუხილი...
- არასდროს ვსწავლობდი...
- ყველაფერსაც ვსწავლობდი... და საერთოდ მიმაჩნია, რომ რაიმე ახალზე უარის თქმა სიბრიყვეა. რასაც ისწავლი, ყველაფერი გამოგადგება, თუნდაც იმისათვის, რომ გამართული აზრი გქონდეს იმასთან მიმართებით, რაც სისულელედ გეჩვენება.
- ახლა რომ პროფესიას ვირჩევდე...
- აუცილებლად ადვოკატი გავხდებოდი. ადამიანების დაცვა ჩემი შინაგანი მოთხოვნილებაა, თანაც მე პერფორმანსებისკენ ვარ მიდრეკილი და ადვოკატობა ამის საუკეთესო საშუალებაა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა მხოლოდ შენი სიმართლე ირწმუნონ.
- თვალდახუჭული ვაგნებ...
- ენერგეტიკულად პოზიტიურ ადგილს და იქ ვიკეთებ ბუდეს.
- რომ არ არსებობდეს კოსმეტიკა...
- არც მჭირდება... ვისაც ვუყვარვარ, ჩემი დანახვა ცხიმ-ქიმიკატების გარეშე ურჩევნია.
- არ გავდივარ სახლიდან, თუ...
- არანაირი თუ!
- სიამოვნებით ვიცეკვებდი...
- როცა პირველი თოვლი მოდის, ბუხარი გიზგიზებს, შამპანური ჩურჩულებს და საყვარელი ადამიანი მზერას არ მაშორებს, ჩემი სული და სხეული ცეკვავს ბოშურს..
- ყოველთვის ვარიდებ თვალს...
- რესტორანში წყვილებს, რომ უხერხულობაში არ ჩავარდნენ და არ დაიწყონ, - "ეს ჩემი ბიძაშვილია ან ეს ჩემი მამიდაშვილი"..
- მეგოიმება...
- სხვისი პირადი ცხოვრების განსჯა.
- ვცდილობ, არ მოვისმინო...
- „ნაციონალური მოძრაობის“ "ნათელი" სახეების ბოდვა, რომ არ დავიბინძურო აურა.
- ვბრაზდები, როცა...
- იმდენ რამეზე ვბრაზდები, რომ ტომები არ მეყოფა, მაგრამ 10 პუნქტით შემოვიფარგლები:
ვბრაზდები: როცა სხვის ცხოვრებაში ცხვირს ყოფენ, როცა 9 წელი კომფორტში ნაცხოვრები ადამიანები პატრიოტიზმზე ლაპარაკობენ, როცა დამნაშავეებს არ სჯიან, როცა სოჭის ოლიმპიადით სპეკულირებენ, როცა ითხოვენ დიპლომის ჩვენებას, როცა 80-კმ.საათში გზატკეცილზე სიჩქარის გადაჭარბებაა, როცა უხმოდ მღერიან და უსმენოდ ისმენენ, როცა "პროვინციალკები" ეკრანიდან გვმოძღვრავენ, როცა პლასტიკური ქირურგები გოგონებს ამახინჯებენ და როდესაც ჩემზე ამბობენ, მაინც რუსიაო...
- უარს ვამბობ დიეტაზე, თუ...
- საერთოდ უარს ვამბობ დიეტაზე! რა მარაზმია შიმშილი და ანორექსია! ზომიერი, ჯანმრთელი კვება და ვარჯიში, ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. ძალიან მიყვარს აღმოსავლური სამზარეულო, რომელიც არ არის ძალიან მსუყე.
- სრული კომფორტისთვის მჭირდება...
- ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა, დანარჩენს მიწიდან ამოვთხრი!
- არ მომწონს, როცა მამაკაცი...
- სქესს იცვლის.
- ყველაზე სკანდალური დღე ჩემს ცხოვრებაში იყო...
- რაც იყო, იყო... წარსულისკენ არასოდეს ვბრუნდები... ყველაზე სკანდალური დღე ჯერ კიდევ წინ მაქვს, როდესაც 100 წლის იუბილეს გადავიხდი ჩემს გოგონებთან ერთად!..
- კაცი რომ ვიყო...
- ლალი მოროშკინა ჩემი ძმაკაცი იქნებოდა.
- ბევრი ფული რომ მოვიგო...
- უპატრონო მაწანწალები აღარ გვეყოლება.
- როცა მაკრიტიკებენ...
- მიხარია! ესე იგი მართალი ვარ!
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“