22 მაისი, 2017
"გამოდის, გოგონა, რომელიც გაზარდეს, მათთვის არაფერს წარმოადგენდა" - დედის მკვლელობისთვის ბრალდებული ბალერინას ტრაგიკული ისტორია
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ისნის რაიონში, დედის მკვლელობის ბრალდებით ქალიშვილი დააკავეს. მოგვიანებით კიდევ უფრო დაუჯერებელი ამბავი გახდა ცნობილი, დაკავებული ახალგაზრდა ქალი თანამედროვე ქართული ბალეტის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ანი მურადელია. ის წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ.

გავრცლებული ინფორმაციით, დედა-შვილი, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანიმ ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ოპერის სცენაზე, საბალეტო დადგმაში იცეკვა.

მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საბალეტო სამყაროს წარმომადგენლებისთვის, არამედ რიგითი მაყურებლისთვისაც, რადგან ანი
მურადელი სულ ცოტა ბოლო 15 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე და თითქმის ყველა წამყვანი პარტია აქვს ნაცეკვი. ის არაჩვეულებრივი მოცეკვავე და მომხიბვლელი ადამიანი რომაა, ამას მისი კოლეგები ერთხმად აღნიშნავენ, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ანის საკმაოდ რთული პირადი ცხოვრების გამო დეპრესიული პერიოდები ხშირად ჰქონდა.

ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს, რომლიც ცნობილი ქორეოგრაფის, ნუკრი მაღალაშვილის ვაჟია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგზარდა

ქალს პრობლემებთან გამკლავება უჭირდა და შედეგად ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. თეატრის თანამშრომლები ყვებიან, რომ ანიზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი და რომ სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა ანისთვის ფეხზე ოპერაციის გაკეთება. ტრავმის გამო მოხდა, რომ ერთ დროს წამყვანი ბალერინა ბოლო ხანს მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.

ანი ოჯახში ერთი შვილი იყო, მისი მამა ლევან მურადელი მუსიკოსი გახლდათ, ხოლო დედა - ლექტორი.

მომხდარმა ყველაზე მეტად ის ადამიანები შეძრა, ვინც ანისთან წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს, თუმცა საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, გვთხოვეს, რომ მათი გვარ-სახელები არ დაგვეწერა...
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS