გავრცლებული ინფორმაციით, დედა-შვილი, სახლში მარტო ცხოვრობდა. ანიმ ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე ოპერის სცენაზე, საბალეტო დადგმაში იცეკვა.
მომხდარი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საბალეტო სამყაროს წარმომადგენლებისთვის, არამედ რიგითი მაყურებლისთვისაც, რადგან ანი
ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს, რომლიც ცნობილი ქორეოგრაფის, ნუკრი მაღალაშვილის ვაჟია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ახალგზარდა
ქალს პრობლემებთან გამკლავება უჭირდა და შედეგად ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. თეატრის თანამშრომლები ყვებიან, რომ ანიზე განსაკუთრებულად ზრუნავდა პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი და რომ სწორედ მისი დახმარებით მოხერხდა ანისთვის ფეხზე ოპერაციის გაკეთება. ტრავმის გამო მოხდა, რომ ერთ დროს წამყვანი ბალერინა ბოლო ხანს მეორეხარისხოვან როლებს ასრულებდა.
ანი ოჯახში ერთი შვილი იყო, მისი მამა ლევან მურადელი მუსიკოსი გახლდათ, ხოლო დედა - ლექტორი.
მომხდარმა ყველაზე მეტად ის ადამიანები შეძრა, ვინც ანისთან წლების განმავლობაში მუშაობდა. მათ თავიანთი გულისტკივილი გაგვიზიარეს, თუმცა საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, გვთხოვეს, რომ მათი გვარ-სახელები არ დაგვეწერა...
იხილეთ სრულად