21 ნოემბერი, 2013
რისთვის დააჯილდოვა მიხეილ სააკაშვილმა შალვა რამიშვილის ახალშერთული ცოლი
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შალვასა და თინას 20 წლის მეგობრობა აკავშირებთ. ოცი წლის წინ მე თერთმეტი წლის ბავშვი ვიყავი გასულ კვირას პრეზიდენტმა შალვა რამიშვილის მეუღლე ხატია ეკიზაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ორ ნოემბერს ხატიასა და შალვა რამიშვილის ჯვრისწერა იყო. სოციალურ ქსელში ახალდაქორწინებულ წყვილს ამ ორ სასიხარულო ამბავს ერთად ულოცავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ნოემბერი მათი თვეა.

- ხატია, რას საქმიანობთ?
- 2005 წლიდან ''სუხიშვილების'' ანსამბლში ვმუშაობ. თავდაპირველად საზღვარგარეთთან ურთიერთობების მენეჯერად ვმუშაობდი, 2007 წლიდან კი დირექტორის მოადგილე გახლავართ.
ოფიციალური სტატუსი ასეთია, თუმცა ჩვენთან თანამდებობრივი იერარქია განსაკუთრებულად დაცული არ არის. იმას ვგულისხმობ, რომ ყველა ყველაფერს ვაკეთებთ, არაფერს ვთაკილობთ. ის, რომ მე დირექტორის მოადგილე ვარ, არ ნიშნავს, რომ ხანდახან მდივნის ან ადმინისტრატორის მოვალეობებს არ ვასრულებ. ასევეა ნინო სუხიშვილიც.
- რადგან ანსამბლ ''სუხიშვილების'' დირექტორის მოადგილე ხართ, სავარაუდოდ, ამიტომ გადმოგცათ მიხეილ სააკაშვილმა ღირსების ორდენი.
- ცხადია, ჯილდო ანსამბლში რვაწლიანი მუშაობის გამო გადმომეცა. ეს ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მოხდა. ღირსების ორდენის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გამიხარდა. ეს ჩემთვის პირველი ჯილდოა, იმედი მაქვს, ღირსეული მფლობელი ვიქნები.
- მეუღლეს რა რეაქცია ჰქონდა, როცა გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილი ღირსების ორდენით გაჯილდოვებდათ? ალბათ, როგორც გიორგი მარგველაშვილის პრესცენტრის უფროსი, გაკვირვებული დარჩა მიხეილ სააკაშვილის ასეთი გადაწყვეტილებით.
- ჩემმა მეუღლემ იცის, რომ ჯილდო პარტიული აქტივობისა და, თუ გნებავთ, პოლიტიკური ნიშნით არ გადმომცეს, ამიტომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდა. მისი ერთადერთი რეპლიკა იყო, აქამდე რატომ არ მოგანიჭეს ორდენი, დიდი ხნით ადრე იმსახურებდიო. შალვა არ გახლავთ გიორგი მარგველაშვილის პრესცენტრის ხელმძღვანელი. თუ რა თანამდებობას დაიკავებს, ამას საზოგადოება 17 ნოემბერს შეიტყობს (ინტერვიუ ჩაწერილია 13 ნოემბერს - ავტ.).
- მიხეილ სააკაშვილმა ორდენით კიდევ ვინ დააჯილდოვა?
- ჩვენი ანსამბლის არაერთ წევრს, მოცეკვავეებსა და მუსიკოსებს, სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული ეს ჯილდო. ამჯერად ქალბატონი ნინო სუხიშვილის წარდგინებით ღირსების ორდენი ანსამბლის ექვს მოცეკვავეს გადასცეს.
- ანსამბლის დირექტორად რვაწლიანი მუშაობის შემდეგ ცეკვა კარგად იცით?
- სამწუხაროდ, ქართული ცეკვა არც მანამდე ვიცოდი და არც რვა წლის შემდეგ ვიცი. სულ ვაპირებ, მოყვარულთა ჯგუფში მაინც ვიარო, მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ მოვაბი თავი. მოყვარულის დონეზე შემიძლია ცეკვა, ისე, როგორც ყველას საქართველოში.
- სანამ შალვას გაიცნობდით, ადევნებდით თვალს მის ჟურნალისტურ მოღვაწეობას?
- ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალყურს ვადევნებ, შესაბამისად, შალვა რამიშვილის ჟურნალისტურ საქმიანობასაც.
Rating
- მოგწონდათ შალვა, როგორც ჟურნალისტი?
- ვცდილობ, ვიყო ობიექტური შემფასებელი. მას უდავოდ აქვს ქარიზმა, ინტელექტი და იუმორის გრძნობა, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კარგი ჟურნალისტისთვის. ის უკვე 20 წელზე მეტია, მედიის სფეროშია და საკუთარი სტილი ნამდვილად შექმნა. როგორია ეს სტილი, ეს უკვე სუბიექტური აღქმის საკითხია - რამდენად იზიარებს კონკრეტული მაყურებელი მის მსოფლმხედველობასა და პოზიციას.
- ჯვრისწერიდან რამდენიმე დღის შემდეგ შალვა რამიშვილი თინა კანდელაკის დაბადების დღეზე იმყოფებოდა. სოციალურ ქსელში ამ დაბადების დღის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, სადაც იყო წარწერა - ''თინა კანდელაკი თავის პირველ შეყვარებულთან, შალვა რამიშვილთან ერთად'' . ამის გამო ხომ არ იეჭვიანეთ?
- რაზე უნდა მეეჭვიანა? ცხადია, არ მიეჭვიანია. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და რაც მთავარია, ერთმანეთს ვენდობით. ჩემი პირველი სიყვარული ჩემი პარალელური კლასელი იყო. დღეს ეს ორივეს ძალიან სასაცილოდ გვახსენდება. მის დაბადების დღეზე რომ წავიდე, შალვამ უნდა იეჭვიანოს? ათას რამეს წერენ. ყველაფერს რომ ყურადღებას ვაქცევდე, ალბათ, გავგიჟდებოდი. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შალვასა და თინას 20 წლის მეგობრობა აკავშირებთ. ოცი წლის წინ მე თერთმეტი წლის ბავშვი ვიყავი.
- გეგმავთ საქორწინო მოგზაურობაში წასვლას?
- შალვა ძალიან დაკავებულია. 19 ნოემბერს მივლინებით მივემგზავრები რუმინეთსა და ბულგარეთში. საახალწლოდ შეიძლება, რამდენიმე დღით სადმე წავიდეთ, თუ ამის საშუალებას ჩვენი სამუშაო გრაფიკი მოგვცემს. სიმართლე გითხრათ, პირადად მე იმდენად ხშირად და ბევრს ვმოგზაურობ, რომ ყველაზე კარგი დასვენება ჩემთვის თბილისში, სახლში ყოფნაა.
- ბავშვს ხომ არ ელოდებით?
- ასე რომ იყოს, ჟურნალისტებს არ გამოგეპარებოდათ. მომდევნო სტატიის თემად შემოინახეთ.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
დათო
საღოლდ შალვა, მესმის შენი - მევასება ეს გოგო ჭკვიანი ჯიგარი და მხიარული მაგრად ასწორედს ეგეთი ცოლი. გაიხარე
15:50 / 05-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
რა ადამიანები ხართ დამპლებო!!! როგორ ილანძღებით!!! რას მორალისტობთ!! ფუუუ როგორ მძულხართ! არც შალვა რამიშვილს ვიცნობ და არც ერთ მის ყოფილ თუ ეხლანდელ ცოლს მაგრამ თქვენ რამ გაგამწარათ ეგ მიკვირს
02:45 / 30-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ია
ვისაც ასე გაინტერესებთ როგორი ოჯახი ქონდათ რამიშვილ-აბაშმაძეს ეგ მაგათ მეზობლებს მოაყოლეთ და გეტყვიან :)))) ტელევიზორიდან რომ ჩანს იდეალური ყველაფერი, მასე კი არ არის ეს ცხოვრება და არც ყველაფერი ბჭვიალა არ არის ოქრო
19:38 / 27-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანო
უსინდისო უმადური თავხედი შეუხედავი შალვა
22:04 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანო
უსინდისო უმადური თავხედი შეუხედავი შალვა
22:04 / 25-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS