27 აპრილი, 2017
ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ყველას ახსოვს ეს მშვენიერი ქალბატონი "ნატვრის ხიდან". მაცდური ქალი, რომელიც ფილმის პერსონაჟებს აგიჟებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის.

ნარგიზას როლს ცნობილი ოსი მსახიობი თემინა ტუაევა ასრულებს. თემინა ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთსა და რუსეთში მოღვაწეობდა წლები.

ამჟამად ოსეთშია დაფუძნებული, პროდიუსერი და რეჟისორია და არტ-სტუდიის დირექტორი.

ქალბატონი თემინა ამჟამად 72 წლისაა, კვლავ აქტიური და საქმიანია.

რეჟისორი ქმარი და ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც ასევე პროდიუსერობენ და ოსური კინოს განვითარებას უწყობენ
ხელს - ვერონიკა და ალანა ბზაროვები. ეს უკანასკნელი მოდელობს კიდეც და დედის სილამაზე მას ნამდვილად ერგო მემკვიდრეობით. იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS