18 ნოემბერი, 2013
რას ფიქრობენ დავით ბაგრატიონის გარემოცვაში შორენა ბეგაშვილზე და რა გეგმები აქვს სამეფო ოჯახს
ამ ყველაფერს იმიტომ მოვყევი, რომ სანამ დავით ბაგრატიონი ესპანეთში წავიდოდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო გარემო შეიქმნა და ის, უბრალოდ, გაერიდა აქაურობას გასულ კვირას ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება სამეფო ოჯახისკენ იყო მიმართული. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, სვეტიცხოველში ანა და დავით ბაგრატიონების ვაჟი, ორი წლის გიორგი მონათლა... სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირების თქმით, ამ სიახლეს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. ერთი ნაწილის აზრით, ქვეყანაში მონარქისტულ წყობილებას ჩაეყარა საფუძველი, თუმცა სხვები მიიჩნევენ, რომ მმართველობის ასეთი სტილი უკვე
ისტორიის კუთვნილება გახდა... როგორ და სად იცხოვრებენ სამეფო ოჯახის წევრები და რა როლი ექნებათ მათ ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამის შესახებ უფლის ხელთუქმნელი კვართისა და საქართველოს არწივის ორდენის საქართველოს რექტორი, სამეფო ოჯახის კანცლერი სიმონ კოპაძე გვესაუბრება

- დავით ბაგრატიონი ახლახან დაბრუნდა სამშობლოში, მანამდე ესპანეთში ცხოვრობდა, მაგრამ იქ ყოფნა მისი სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. ქართველ საზოგადოებას ალბათ ახსოვს, სხვადასხვა დროს როგორ გამოთქვა ამა თუ იმ თანამდებობის პირმა მათი ოჯახის მიმართ ცინიკური და შეურაცხმყოფელი მოსაზრებები. ტელეშოუებსა და სხვა გადაცემებში სრულიად დაუსაბუთებელი განცხადებებით არაერთი მაღალჩინოსანი იქცევდა თავს. ამას წინა ხელისუფლების დროს მასობრივი სახე ჰქონდა, რასაც დაემატა დევნა, ინფორმაციულ შეტევას ვგულისხმობ, რომლის დეტალების მოყოლისგან თავს შევიკავებ, უბრალოდ, არ ვიკადრებ და იმიტომ... თუნდაც ბოლო შემთხვევა ავიღოთ, სვეტიცხოველში უფლისწულის ნათლობას საინფორმაციო საშუალებებში ისეთი შინაარსის კომენტარები მოჰყვა, გაოგნებული დავრჩი. გულსატკენია, რომ აგრესია იყო არა მხოლოდ სამეფო ოჯახის, არამედ ორი წლის უფლისწულის მიმართაც. არა მგონია, ეს საზოგადოების ჯანსაღ დამოკიდებულებაზე მიანიშნებდეს... კომპეტენტური არ ვარ და ფსიქოლოგიურ ანალიზს ვერ გავაკეთებ, რატომ აქვთ ასეთი აგრესია... ამ ყველაფერს იმიტომ მოვყევი, რომ სანამ დავით ბაგრატიონი ესპანეთში წავიდოდა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არასასიამოვნო გარემო შეიქმნა და ის, უბრალოდ, გაერიდა აქაურობას.
- საზოგადოებას ახსოვს დავით ბაგრატიონის გარშემო აგორებული სკანდალი - მისი და შორენა ბეგაშვილის ურთიერთობას ვგულისხმობ...
- იცით, ადამიანს, განსაკუთრებით მამაკაცს, ასეთი ქალბატონის სახელთან ერთად მისი ხსენება ღირსებას ნამდვილად არ მატებს. შეიძლება, იმ ქალბატონმა ჩათვალოს, რომ რაღაც სისულელეების ლაპარაკი მისთვის კარგი პიარია, მაგრამ სხვა საკითხია, რას ფიქრობს მეორე მხარე და საერთოდ, რამდენად ახლოს იყო რეალობასთან ის ყველაფერი, რაზეც მან ილაპარაკა. ამით საკუთარ პერსონას გაუკეთა რეკლამა... მასზე საუბარი შეურაცხმყოფელია ამ ოჯახისთვისაც და ჩემთვისაც.
- ისიც ითქვა, რომ წყვილს შორის ურთიერთობა მის გამო დაიძაბა...
- მოდით, შევეშვათ წარსულზე ლაპარაკს. ეყოფა ამ ქალბატონს, რაც პიარი გაიკეთა. რა იყო მის მონათხრობში მართალი და რა სიცრუე, დრო დაგვანახვებს. პიარი, რომელიც მან ამ ამბებით გაიკეთა, მის ნამუსზე იყოს და არ შევეხები. მე, როგორც დავითის მეგობარს, ამ ყველაფრის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს...
Rating
- ითქვა, რომ დავითისა და ანას ქორწინება პატრიარქის ოცნება იყო. რატომ არის ეს ფაქტი ასე მნიშვნელოვანი?..
- ამ ქორწინებას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ეს ყველაზე კარგად ჩვენს საყვარელ პატრიარქს ესმის - მეფე ერთადერთი ადამიანია, რომელიც თავისი ცხოვრების განმავლობაში ორჯერ იცხებს მირონს, ნათლობისას და მეფედ კურთხევის დროს... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს წმინდა მამების არაერთი გამონათქვამი, რომლითაც ისინი ქრისტიანულ ცხოვრებაში ქვეყნის მონარქისტული მმართველობის მნიშვნელობას აფასებენ. ამიტომაც, ნებისმიერი სასულიერო პირისთვის, რომელიც თავის ისტორიაზე, წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ზრუნავს, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საერო და სასულიერო მმართველობის დაბალანსება წარმატებული ქვეყნის საწინდარია. ისტორიულად, როდესაც საქართველოში პოლიტიკური პროცესი იძაბებოდა, საზოგადოება ქვეყანაში არბიტრს ეძებდა, რომელიც ვითარებას დააბალანსებდა, ასე იყო წარსულში და უახლესი ისტორიაც ამას გვასწავლის. როდესაც საერო მსაჯული არ არსებობდა, საზოგადოება მიდიოდა ეკლესიაში და პატრიარქს სთხოვდა ჩარევას, რათა ქვეყანაში მშვიდობა ყოფილიყო. სულიერი მოძღვრისთვის ძნელია, მრევლი გამოარჩიოს, მით უფრო, რომ ის პირდაპირ არავის მოუწოდებს, ასე მოიქეციო, უბრალოდ, რჩევას აძლევს...
იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლების შტოებში დისბალანსი იყო და ძალაუფლება ერთი გუნდის ხელში იყო მოქცეული, განსხვავებული აზრი ითრგუნებოდა. ასეთ შემთხვევაში ქვეყანას სჭირდება ისეთი მიმართულება, რომელიც ვითარებას სტაბილურობისკენ წაიყვანს. როგორც ირკვევა, ახალი კონსტიტუციით, საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადავდივართ და გვეყოლება პრეზიდენტი, რომელსაც უფლებები შეზღუდული ექნება, პარალელურად გვეყოლება ძლიერი პარლამენტი და ძლიერი პრემიერ-მინისტრი. პრეზიდენტის როლი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში დამაბალანსებელი რომ გახდეს, ის ნეიტრალური ფიგურა უნდა იყოს და არა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი ან პოლიტიკური ჯგუფის წევრი. თუმცა, ის რჩება შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ქვეყნის საგარეო კურსის განმსაზღვრელად და ქვეყნის პირველ პირად. ამ ეტაპზე ასეა, მაგრამ ადრე არ იყო ასე. პრეზიდენტი აღმასრულებელი პირი გახლდათ და ლამის განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობდა...
- დააკონკრეტეთ, ამ რეალობაში მონარქის ადგილს სად ხედავთ?
- ყველაფერი ძალიან მარტივადაა, - პრეზიდენტი შეიცვლება მონარქით, რომელსაც უმაღლესი მთავარსარდლობა მიენიჭება, განსაზღვრავს საგარეო კურსს.
- მას მრჩევლებიც ეყოლება?
- დიახ, ისე, როგორც ახლა ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს ჰყავს პრეზიდენტის აპარატი...
- როგორ ფიქრობთ, საზოგადოება არის მზად მართვის ასეთ სტილზე გადასასვლელად?
- სანამ საპარლამენტო მმართველობაზე გადავალთ, თანდათან ყველაფერი დალაგდება. ეს გარდამავალი ეტაპი შეიძლება რამდენიმე წელს გაგრძელდეს და ამ დროის განმავლობაში საზოგადოება უნდა მოემზადოს. უნდა შევეჩვიოთ, რომ ქვეყანა ერთ პიროვნებაზე, ერთ ვერტიკალზე არ იყოს აწყობილი. მონარქისტული წყობა უკეთესია ქვეყნის პოლიტიკური განვითარებისთვის.
Rating
- მონარქს, როდესაც ის ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციების შესრულებას შეუდგება, თავის მრჩევლებთან ერთად, სახელფასო ანაზღაურება ექნება?
- რასაკვირველია - ისევე, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ეს პუნქტი სახელმწიფო ბიუჯეტში დარჩება და ჩვეულებრივ განხორციელდება. ქვეყნის პირველი პირის ფუნქციები დაეკისრება მონარქს, თუმცა აქვე მინდა შეგახსენოთ, რას და როგორ ხმარდებოდა პრეზიდენტის ფონდი გასულ წლებში, ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება...
- რატომ, მონარქის შემთხვევაში რა იქნება მისი მაკონტროლებელი მექანიზმი?
- ის, რომ მონარქს სხვა შინაგანი სამყარო აქვს და სხვა ფასეულობები გააჩნია... ჩვეულებრივი მოქალაქე ანგარიშვალდებულია თავისი წინაპრების ხსოვნის წინაშე, მაგრამ ბაგრატიონთა სამეფო გვარის პასუხისმგებლობა მათი დიდებული წინაპრების წინაშე ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის. ეს არის განსხვავება.
- სხვა საკითხებზეც გკითხავთ, - სად იცხოვრებს სამეფო ოჯახი?
- იცით, ცალკე სახელმწიფო რეზიდენციის ან სასახლის აშენება არ იგეგმება. დავითს აქვს საკუთარი სახლი, რომელიც ძალიან უბრალოდ აქვს მოწყობილი... მე ვდებ პირობას, რომ სახელმწიფოს ეს ოჯახი ფინანსურ ტვირთად არ დააწვება. საყოფაცხოვრებო და სხვა საკითხებს ბაგრატიონთა ოჯახის მეთაური საკუთარი შემოსავლებით სრულად უზრუნველყოფს. მას საკუთარი შემოსავალი აქვს...
- დავითი და ანა ბაგრატიონთა სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები არიან, არა?
- დიახ, ქართლისა და კახეთის ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენლები არიან. უფლისწულის დაბადებით ბაგრატიონ-გრუზინსკებისა და ბაგრატიონ-მუხრანსკების უძველესი დინასტიები გაერთიანდა; ბატონიშვილი გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი, მომავალი მირონცხებული მეფეა სრულიად საქართველოისა – ,,მესიის მახვილი'' , რომელმაც დაბადებისთანავე გააერთიანა დინასტია და წერტილი დაუსვა რუსულ დაბოლოებებს საქართველოს სამეფო დინასტიაში.
- უფლისწულ გიორგის ნათლიები პატრიარქის გარდა ვინ არიან?
- თანანათლიები არიან ლევან ვასაძე, დავითის მეჯვარე მიხეილ ახვლედიანი და დავითის ძმები, ირაკლი და უგო, იგივე გურამ ბაგრატიონები...
- როგორ აღიზრდება უფლისწული, როგორც ქართული საზოგადოების წევრი, თუ მას რაიმე განსაკუთრებულ გარემოს შეუქმნიან?..
- ვერ გეტყვით, ამას ოჯახი თავად გადაწყვეტს. ბავშვი ჯერ მხოლოდ ორი წლის არის. მართალია, მის მხრებზე მთელი საქართველოს ისტორია დევს, მაგრამ რაღაც კონკრეტული გეგმა ამ ეტაპზე არ არსებობს... ვიცი, რომ საქართველოში იცხოვრებენ, შესაძლოა, საგურამოში ან სულაც თბილისში, მაგრამ კონკრეტულად სად, არ ვიცი. გიორგი ქართულ განათლებას მიიღებს... ის პატრიარქმა მონათლა, რათა სულიერი სიმტკიცე ჰქონოდა და ზნეობის მაგალითი ყოფილიყო... იცით, შეიძლება საზოგადოებას მიაჩნია, რომ მისი მშობლები რაღაც ბრწყინვალების და დიდი კომფორტის მოთხოვნით გამოირჩევიან, მაგრამ ასე არ არის, - როდესაც საქართველოში მავანნი მართლა სასახლეებს იშენებდნენ, დავითმა საგურამოში, იმ მიწაზე, რომელიც მას ადგილობრივებმა აჩუქეს, ძალიან სადა, მოკრძალებული სახლი აიშენა.
- ვინ აჩუქა?
- ადგილობრივებმა, მათ გაიგეს, რომ იქ მიწის შეძენა და სახლის აშენება ბაგრატიონთა შთამომავალს უნდოდა, თავიანთ სახელზე აჩუქეს მიწის ნაკვეთი. დავითს სახლის მშენებლობა დაწყებული ჰქონდა, მაგრამ წინა ხელისუფლების პირობებში შეჩერება მოუხდა. ახლა ისევ განაგრძო. ბაღს იშენებენ. ერთი სიტყვით, თანდათან მკვიდრდებიან სამშობლოში... წინა ხელისუფლების პერიოდში მათზე ლამის ნადირობა იყო გამოცხადებული. არ ვიცი, რას ეძებდნენ, მაგრამ მათ სახლთან გაურკვეველ ჟურნალისტთა ჯგუფი იყო მობილიზებული და რაღაც კადრების მოპოვებას ცდილობდნენ. რა საკბილოს ეძებდნენ, მართლა არ ვიცი... არადა, იქ აშენებულ უზარმაზარ, გალავანშემორტყმულ ვილებს შორის ბაგრატიონთა უბრალო საცხოვრებელი ერთი შეხედვითაც გამორჩეულია. ეს ნიშნავს, რამდენად უბრალონი არიან ბაგრატიონები და რამდენად ამბიციურია ჩვეულებრივი ადამიანი.
- უფლისწულ გიორგის მშობლებზე მოგვიყევით, - როგორი ადამიანები არიან დავითი და ანა?
- საოცრად თბილი და უბრალო. დავითი ჩემი უახლოესი მეგობარია. ის ესპანეთში გაიზარდა, ანა - საქართველოში. დავითის მეუღლე პეტრე გრუზინსკის შვილიშვილია და შეიძლება ითქვას, გენეტიკურად მიიღო შინაგანი და გარეგანი სილამაზე, რასაც მისი წინაპრები ატარებდნენ. მას პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი გოგონა და ახლა მათთან ერთად იზრდება პატარა გიორგიც... დავითი ძალიან უშუალო, გახსნილი და თბილი ადამიანია. მართლაც ყველაფერი გააკეთეს, რომ მისთვის ღირსება შეელახათ, ვისაც არ დაეზარა, ყველამ ტალახი ესროლა, მაგრამ არასდროს უკადრებია, მათთვის პასუხი გაეცა და თავი დაეკნინებინა. კეთილშობილური წარმოშობა უბრალოდ არ იკარგება...
დავითის ბაბუამ, ირაკლიმ, ემიგრაციაში წასული ქართველების გაერთიანება და მონარქისტული იდეის გაცოცხლება შეძლო. XX საუკუნის დასაწყისში მან მთელ ევროპას გააცნო, რომ ბაგრატიონთა შტო არსებობს და კიდევ იარსებებს...
- დავითის ძმებზეც გკითხავთ, - უგო ქართველ მანდილოსნებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ირაკლიზე კი თითქმის არაფერი ვიცით...
- დიახ, უნდა აღვნიშნო, რომ ის, რასაც ქართველი ქალბატონები უგოში ხედავენ და იხიბლებიან, ნამდვილია და არა მოჩვენებითი. მართლაც ღირსეული ადამიანია. აქტიურად სწავლობს ქართულს, მასაც ქართველი მეუღლე უნდა და ზოგადად, საქართველოში დამკვიდრება აქვს გადაწყვეტილი. იმავეს ვიტყვი ირაკლიზეც... სამივე ძალიან უბრალო ადამიანები, მაგრამ გულით პატრიოტები არიან. ძმებს ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, რომელიც, თუ არ ვცდები, ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მიიღეს. დავითი ჩვეულებრივ ლაპარაკობს ქართულად და საერთოდ, სამშობლოში დაბრუნების მთავარი ინიციატორი ის იყო. 2000-იან წლებში ჩამოვიდა და 2010-ში ქვეყნიდან წასვლა მოუხდა, მანამდე კი ბევრი რამის გაკეთება და შესწავლა შეძლო, რამაც ახლა სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი სტიმული მისცა... პატრიარქთან განსაკუთრებული, მამაშვილური ურთიერთობა აქვს, რადგან მისი სტიქაროსანი იყო. არ ვიცი, რამდენად ჰყავს გამორჩეულად საყვარელი ადამიანები პატრიარქს, მაგრამ თუკი ასეთები მართლა ჰყავს, დავითი მათ შორის ერთი-ერთია...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 117 /
ზვიადი
ქართველობა ტვირთია,თქვენს ოჯახს ვუსურვებ ამ ტვირთის აწევას გული არ გაიტეხოთ ქართველებს დამარცხების უფლება არ გვაქვს
22:42 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ზვიადი
პატარა გიორგის ვუსურვებ ბედნიერებას ერს სამარტლიან მეფეს დავიტს სუფტა ქარტული ხასიატი აქვს უყვარს ქალი გაუმარჯოს მეფეს
22:30 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
სოსო
მეფევ გააჯვი აქედანთორე მოგი...ნავთ პატრონს. შენ და თავადაზნაურობა გვაკლიხართ ეხლასრული ბედნიერებისთვის. ისე ლუარსაბ თათქარიძეს უფრო გავხართ გრეგნობით ვიდრე ქართველ მეფეებს
22:25 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
აზნაური
მე სამეფო აზნაური ვარ და მინდა მეფე იყოს და ბაბუაჩემის სოფლები დამიბრუნონ!გაუმარჯოს მეფეს!
21:33 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
gio
aba amis damwers tvinis 1% aqvs? mgoni avadmkopia es vigac ras miedmoedeba... sheni kargi da sheni avadmkopi tvini movtkan..
21:23 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
ქართული თუ იცით, მეფევ ბატონო.თუ ფერეიდნელი ქართველი გლეხობა გვითარგმნის თქვენს ბრძანებებს.
21:03 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ვაი შე საცოდავი ესენი მართლა თუ თამარისა და დავითის შთამომავალი გგონია!!!!
20:50 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
მართლა რა ეშველება საქართველოს და უბრალოდ ხალხს???!!!
20:49 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკა
აუ რა სირებალები არიან ეს ბაგრატიონები? შორენა კი არის ისე მაგათი შესაფერისი ქალი, სხვა უკეთესს არ იმსახურებენ
20:38 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
! ! !
ნეტავ, რა დამსახურება აქვთ ამ ადამიანებს საქართველოს წინაშე? პატივისცემას მაინც არ უნდა იმსახურებდნენ? მხოლოდ გვარია საკმარისი? ამ კაცს, საერთოდ, რა საერთო აქვს საქართველოსთან, ქართულ მენტალიტეტთან? ქართული იცის? ამან უნდა აღზარდოს მომავალი მეფე?
19:30 / 19-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS