"უკანასკნელი მოჰიკანი" ისტორიული რომანია, რომელიც პირველად
მე- 18 საუკუნე. ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ.
მწერალს საინტერესო ბიოგრაფია აქვს. 1789 წლის 15 სექტემბერს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ბარლინგტონში მოსამართლის და მიწათმფლობელის უილიამ კუპერისა და ელიზაბეთ (ფენიმორ) კუპერების ოჯახში ვაჟი _ ჯეიმზ ფენიმორ კუპერი დაიბადა. ამ დღიდან მალევე ოჯახი უილიამ კუპერის მიერ დაარსებულ კუპერთაუნში გადასახლდა. დაწყებითი განათლებაც აქვე მიიღო. 13 წლის ასაკში კი იელის უნივერსიტეტში ჩაირიცა, თუმცა ხარისხის მოპოვება ვერ მოახერხა _ ცელქობის გამო, ჯეიმზ კუპერი უნივერსიტეტიდან იქნა გარიცხული. "ცელქობა" კი გამოიხატებოდა იმაში, რომ ერთ-ერთ სტუდენტს კარი ჩამოუგდო, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისთვის ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ თურმე ბიჭი მაიმუნს წვრთნიდა, რათა პროფესორის სკამზე დაჯდომა ესწავლებინა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯეიმზ კუპერი შემთხვევითმა გარემოებამ აქცია მწერლად და ამაზე მას არც არასდროს უოცნებია. ერთხელ როდესაც მეუღლეს რომელიღაც მოთხრობას ხმამაღლა უკითხავდა, უთქვამს _ დიდი ვერაფერია, უკეთესს დავწერდიო. გულისსწორს ქმრის სიტყვები ტრაბახად რომ არ ჩაეთვალა, კუპერმა თავს ძალა დაატანა და სულ რამდენიმე კვირაში თავისი პირველი რომანი დაწერა. წერის პორცესში, კი მიხვდა, რომ მან თავის მოწოდებას მიაგნო. ეს ჭეშმარიტება შემდეგში დრომ არაერთხელ დაადასტურა.
"უკანასკნელი მოჰიკანი" არაერთ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოცა. ეს რომანი კონკრეტულად ერთ ასაკობრივ ჯგუფზე არ არის გათვლილი, მას აღტაცებითა და ინტერესით კითხულობენ როგორც დამწყები, ასევე სტაჟიანი მკითხველები. კინომოყვარულები კი აქტიურად ადევნებენ თვალს ამ რომანის სხვადასხვა ეკრანიზაციას, რომელთაგანაც ერთ-ერთი ცნობილი ეკრანიზაცია რეჟისორ მაიკლ მანის 1992 წელს გამოსული "უკანასკნელი მოჰიკანია".
ჯეიმზ ფენიმორ კუპერის 6 ტომეული ჟურნალ გზასთან ერთად 13 აპრილიდან კვირაში ერთხელ გაიყიდება. ტომეულში 1 კი სწორედ "უკანასკნელი მოჰიკანი" იქნება.