აღმოჩნდა, რომ ფოტოები ზესტაფონელი მიხეილ ლაბაძის სახლში იყო გადაღებული, რომელზეც ორიოდე წლის წინ პრესა და ტელევიზია აქტიურად ლაპარაკობდა. მამა და ორი შვილი - მიხეილ, აკაკი და ციცინო ლაბაძეები დღესა და ღამეს უთმობენ ხეზე ჭრას და ხატვას,
თუმცა ყველაზე მეტად პორტრეტებით ამაყობენ - რომელთა შორის არის ბიძინა ივანიშვილის ოჯახობის პორტრეტი, ბერა ივანიშვილის სოლიდური პორტრეტი და მიხეილ სააკაშვილი. ნამუშევრები მათ მიერ სოლიდურ ფასებადაც არის შეფასებული, მაგალითად, ბერა ივანიშვილის მასიურ პორტრეტს 2 მილიონ დოლარად აფასებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახობის პორტრეტს - მილიონ დოლარად. იხილეთ ფოტოგალერეა