17 წელია, ოთხოთახიან ბინაში ეს წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მასპინძელმა გვითხრა, თავის დროზე რემონტის პროცესში თავად არ ჩარეულა, ორსულად იყო და მეუღლემ ეს საქმე თავის თავზე აიღო.
მსახიობს შინ ბევრი სკივრი აქვს, ასევე - ინდური ფარდაგები, შირმები და ნივთები სხვადასხვა სპექტაკლიდან. ნანა მცენარეებისადმი განსაკუთრებული
არაერთი ფერწერული ტილოს გარდა, ბინაში მსახიობის რამდენიმე პორტრეტია - ნანას მხატვარი მეუღლის, ასევე ზურა გომელაურისა და იურა ბერიშვილის მიერ შესრულებული.
დიასახლისს საყვარელი ნივთების ნაწილი თბილისში აქვს შეძენილი, ნაწილი კი - საზღვარგარეთ. მაგალითად, რამდენიმე შირმა თბილისში, ყოველწლიურ ინდურ ბაზრობაზე შეიძინა, ერთი ჟირაფიც აქვე - ტაილანდურ მაღაზიაში, ხოლო მეორე - ინგლისში, აფრიკულ ბაზრობაზე. საერთოდ, ბევრს უთქვამს, რომ მისი სახლი აფრიკული სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა, აქ რამდენიმე ქვეყნის მიქსი უფროა, ვიდრე ერთი კონკრეტულის. იხილეთ სრულად