10 ნოემბერი, 2013
რა საერთო აქვთ ია ფარულავასა და მაკა ჩიჩუას
რატომღაც კომენტარის ავტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მარგველაშვილის პრეზიდენტობაში საყვარელი ქალბატონის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გახდა 27 ოქტომბერს საქართველოში რიგით მეოთხე პრეზიდენტი ავირჩიეთ. ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ ეს პოსტი გიორგი მარგველაშვილს ერგო და 17 ნოემბერს ინაუგურაციის შემდეგ სახელმწიფოს მართვის სადავეებს ჩაიბარებს. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ახალი ხელისუფლის პერსონა ერთი-ორად საინტერესო გახდა, განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში კი მისი პირადი ცხოვრება და ოჯახი მოექცა.

მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა,
პრესა გამუდმებით წერდა იმის შესახებ, ვინ იქნებოდა მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველი ლედი. როდესაც ახალი მთავრობის პირობებში მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდა, თითქმის მთელი პრესა მოიარა ახალი მინისტრების ოჯახურმა ინტერვიუებმა თუ ფოტოებმა.

თუმცა მათ შორის არ იყო მაშინდელი განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილის ოჯახური პორტრეტი. მალე ცნობილი გახდა, რომ მას მსახიობ და მომღერალ მაკა ჩიჩუასთან დიდი ხნის სიყვარული აკავშირებდა, თუმცა საკუთარი ურთიერ-თობის გაოფიციალურებას წყვილი არ გეგმავდა. წინასაარჩევნოდ გავიცანით პრეზიდენტობის კანდიდატის ერთადერთი ქალიშვილიც, თუმცა ანას ინტერვიუ პრესაში აქამდე არ დაბეჭდილა.

არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ეკრანებზე რეჟისორ რუსუდან ჭყონიას ახალი ფილმი კეეპ სმილინგ გამოვიდა, სადაც ერთ-ერთ როლს მაკა ჩიჩუა ასრულებს. ფილმის ერთ-ერთ სცენაში მსახიობ ქალბატონთა ჯგუფი სცენაზე საცურაო კოსტიუმებში გამოდის, მათ შორის, მაკა ჩიჩუას გმირიც.

საცურაო კოსტიუმში გადაღებულმა მისმა ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიარა და უამრავი შეურაცხმყოფელი კომენტარიც დაიმსახურა. ეს ფოტო სკანდალური კი აღმოჩნდა, თუმცა გაუგებარია, რატომ არის მითქმა-მოთქმის საგანი ფილმში შესრულებული როლი? ან რატომ უკვირთ საცურაო კოსტიუმში ქალის გამოჩენა საქართველოში?!.

რატომღაც კომენტარის ავტორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მარგველაშვილის პრეზიდენტობაში საყვარელი ქალბატონის საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტო გახდა.

გიორგი მარგველაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ კი უფრო მეტი არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გავიგეთ. პრეზიდენტს ქალიშვილი - ანა, პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მისი ყოფილი მეუღლე ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს და ანამ რამდენიმე წელი რუსეთის დედაქალაქში გაატარა, თუმცა შემდეგ სასწავლებლად სამშობლოში დაბრუნდა.

როგორც აღმოჩნდა, მარგველაშვილის მეორე ცოლი ხათუნა აბაშიძე გახლდათ. ახალი სკანდალი კი მაშინ აგორდა, როდესაც გაცხადდა, რომ ხათუნას ძმა, ლაშა აბაშიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნება. ამის გამო მარგველაშვილს ნეპოტიზმშიც დასდეს ბრალი, თუმცა ლაშა აბაშიძის კარიერულ ბიოგრაფიას თუ გადავავლე-ბთ თვალს, მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.

რაც შეეხება ხათუნა აბაშიძეს, ის მარგველაშვილის ცოლობამდე ფეხბურთელ დავით ყიფიანის მეორე მეუღლე გახლდათ. მასთან საერთო შვილი, გიორგი ყიფიანი ჰყავს. გიორგის საზოგადოება, როგორც რუსკა მაყაშვილის შეყვარებულს, ისე იცნობდა.

როგორც შევიტყვეთ, ხათუნა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში მუშაობდა, თუმცა მარგველაშვილთან დღემდე ინარჩუნებს მეგობრულ ურთიერთობას. სოციალურ ქსელში იმ ბიულეტენის ფოტოც აქვს გამოქვეყნებული, რომელზეც 27 ოქტომბერს „41“ შემოხაზა.

როგორც ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ოფიციალურ ქორწინებაში მხოლოდ ანას დედასთან იმყოფებოდა, თუმცა პრესა ხათუნა აბაშიძეს პრეზიდენტის მეორე მეუღლედ მოიხსენიებს.

არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ საზოგადოების ნაწილს ეგონა, რომ ყურადღება მხოლოდ ახალი პრეზიდენტის მიმართ გაიზრდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყურადღების ცენტრში კვლავ მაკა ჩიჩუას პერსონა მოექცა. შესრულებულმა როლმა და ძალიან კარგმა ფილმმა, რომელმაც ქვეყანას წარმატება მოუტანა, თავი ისევ შეახსენა.

ახალი ტალღა დაიწყო და მაკა ჩიჩუას საცურაო კოსტიუმში გადაღებული ფოტოები ფილმიდან ამოღებულმა კადრებმა შეცვალა, სადაც მაკა მსახიობ თორნიკე ბზიავასთან ინტიმურ სცენას თამაშობს. კადრების ამოჭრას და უნებართვოდ გავრცელებას ფილმის რეჟისორის რუსუდან ჭყონიას მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მან განაცხადა, რომ ამ კადრების უკანონოდ გავრცელებისთვის აუცილებლად იჩივლებდა.

არადა, ზემოხსენებულ კადრებში განსაკუთრებული არაფერია, ქართულ კინოში უფრო მეტად გულახდილი და ეროტიკული სცენებიც გვინახავს, მაგრამ სოციალურ ქსელში ჭორაობისა და გარჩევის საგნად მაინც იქცა. მაკა ჩიჩუა მხოლოდ იმიტომ აქციეს „დამნაშავედ“ , რომ ერთ საკმაოდ წარმატებულ ქართულ ფილმში ითამაშა და იმ დროს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მისი მეგობარი მამაკაცი საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა.

მარგველაშვილის ოპონენტების ნაწილისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა 27 ოქტომბრის ღამეს, გამარჯვების აღსანიშნავი გამოსვლის დროს, პრეზიდენტის გვერდით საყვარელი ქალბატონის დგომაც. განსაკუთრებით კი იმ ღამეს საპატრიარქოში სტუმრობა და იქიდან გამოსული ნაჩუქარი ხატით მაკა ჩიჩუას დანახვა.

აპირებს თუ არა მაკაზე დაქორწინებას, ამის შესახებ მარგველაშვილს 28 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზეც ჰკითხეს. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი ძალიან ცდილობდა, შეკითხვა კორექტულად დაესვა, აშკარად არ გამოუვიდა. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ საქართველოში პირველად ხდება, როცა პირველ პირს ოფიციალური მეუღლე არ ჰყავს.

ზოგადად, პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის მთელ ცივილიზებულ სამყაროში მოუწყობელი პირადი ცხოვრება ძალიან დიდ ბარიერს ქმნის და კანდიდატები ამის გამო დიდი რაოდენობით ხმასაც კარგავენ. ამომრჩევლისთვის ბევრ ქვეყანაში ოჯახი ძალიან სენსიტიური თემაა და ფიქრობენ, რომ პირველ პირს ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რათა სახელმწიფო საქმეებს მეტი სერიოზულობით მიუდგეს.

ჩვენ შემთხვევაში საინტერესო ისიც გახლავთ, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი დაოჯახებული რომ არ იყო, ამის შესახებ არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე გახდა ცნობილი. ბევრი მაინც ელოდება, რომ წყვილი ჯვარს უახლოეს მომავალში დაიწერს და ხელსაც მოაწერს. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი, რომელსაც მეგობარი ქალი ჰყავს გვერდით და არა ოფიციალური მეუღლე, ახალგაზრდებისთვის კარგი მაგალითი ვერ იქნება.

ამ თემაზე ერთგვარი ხუმრობაც კი გაჩნდა, მიხეილ სააკაშვილს თუ გადადგომას სთხოვდნენ, გიორგი მარგველაშვილს დაოჯახებისკენ მოუწოდებენო. ფაქტია, რომ მარგველაშვილის ოჯახური ამბები, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, ყველას გასარჩევი გახდა.

სოციალურ ქსელში ქალბატონების ერთმა ნაწილმა სოლიდარობის ნიშნად საცურაო კოსტიუმში გადაღებული საკუთარი ფოტოები გამოაქვეყნა. ბევრმა მათგანმა კი დაწერა, რომ რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების მიუხედავად, არც თავად იმყოფებიან კანონიერ ქორწინებაში. სოლიდარობის აქციას მაკა ჩიჩუას მისამართით ყველა არ შეერთებია.

მართალია, ამ თემას სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა ნაწილმა და ცნობილმა სახეებმაც ძალიან ცუდ ტონაც მიიჩნიეს ჩიჩუას გარშემო აგორებული სკანდალი, გამონაკლისებიც გამოჩნდნენ, მათ შორის, ევროპული ღირებულებების დამცველი ჩიორა თაქთაქიშვილი, რომელმაც საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა.

მისთვის მარგველაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტია, გინდ კანონიერი ცოლი ჰყავდეს, გინდ უკანონო. თან დაამატა, რომ ცოლზე კამათს მის პოლიტიკურ საქმიანობაზე კამათი სჯობია.

„ნორმალურია, რომ „პრავასლავნიკებს“ კიდიათ, რომ პრეზიდენტი 10 მცნებიდან ერთ-ერთს არ აღიარებს. უბრალოდ, ეს ადასტურებს სხვა რამესაც: რომ მათთვის მკვლელი პრეზიდენტიც მისაღებია, ოღონდ მათი საერთო ბატონის, რუსეთის მიერ იყოს ხელდასმული. არანორმალურია, რომ გვყავს ისეთი ყვითელი პრესა, რომელსაც მარტო ერთი პოლიტიკური გუნდის პირადი ცხოვრება აინტერესებს და მხოლოდ მისი წევრების პირად ცხოვრებაზე ავრცელებს მოგონილ ჭორებს.

არანორმალურია და ცენზურის დამადასტურებელია ის, თუკი ტელევიზიები ამ თემას აიგნორებენ ასეთი მძაფრი საზო გადოებრივი დისკუსიის მიუხედავად“ , - წერს ჩიორა.

მაკა ჩიჩუას მხადამჭერი სტატუსი გამოაქვეყნა ლალი მოროშკინამ:
„დაანებეთ მაკას თავი! ის სკოლაშიც ყველაზე ლამაზი და თავმდაბალი იყო და ახლაც ასეთად რჩება! თქვენ კი, დაბოღმილო ქალბატონებო, ეგებ საკუთარი მეტყველებისთვის, ქცევისთვის, ჩაცმულობისთვის და მანერებისთვის მიგეხედათ, მარტო გამორჩენაზე რომ ხართ!
გიორგი დღეს არის პრეზიდენტი, ხოლო წლობით უბრალო სახლში პროვინციაში ცხოვრობდა, ნეტავ ასეთ დისკომფორტზე რომელი წახვიდოდით? ასე რომ, მოთოკეთ ვნებები, მოიწმინდეთ დუჟი და საკუთარ წარსულსა და აწმყოზე დაფიქრდით, ეგებ, მომავალში თქვენს ქუჩაზეც მოვიდეს გაზაფხული!“

თუმცა ამ საერთო აურზაურში ჟურნალისტებს ია ფარულავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ერთი ძალიან საინტერესო სტატუსი გამოეპარათ:

„მარგველ, არ ვგიჟდები შენზე, მაგრამ ჯიგარი ხარ და იცი, რატომ! 1999 წელს მიშიკომ და მისმა გუნდმა ვერ გადახარშეს „სიყვარული ვენახში“ ... გამგები გაიგებს“ , - წერს ია.
ცნობილია, რომ ია ფარულავა და მიხეილ სააკაშვილი კლასელები გახლდნენ და პრეზიდენტს ის დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა. ამ სიყვარულის გახსენებას მსახიობს სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ ხშირად სთხოვდნენ და პრესა ყოველთვის ინტერესდებოდა, რატომ არ შედგა მათი ქორწინება.

სწორედ ამიტომ აღმოჩნდა იას სტატუსი ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესო. როგორც აღმოჩნდა, ია ფარულავას მაკას მსგავსი პრობლემა თავადაც ჰქონდა, თუმცა მისი ამბავი სხვანაირად დასრულდა. გადავწყვიტეთ, მსახიობისთვის დაგვერეკა და ამ თემაზე რამდენიმე შეკითხვა დაგვესვა:

- ია, ძალიან საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნეთ სოციალურ ქსელში...
- თქვენ რა გაიგეთ ამ სტატუსით? კონკრეტული კითხვა დამისვით.
- რამდენად მისაღებია ის აურზაური, რაც მაკა ჩიჩუას საცურაო კოსტიუმით გადაღებულ ფოტოებს მოჰყვა?
- საქართველოში არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს.
- რატომ ვერ გადახარშეს 1999 წელს მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა „სიყვარული ვენახში“ ?
- ეს ჩემს პირად კედელზე გამოქვეყ ნებული სტატუსია, ვინც მე მიცნობს და ჩემი პირადი ისტორია იცის, ან რადიოში ჩემს პირველ ეთერს მოუსმინა, მიხვდება სტატუსის შინაარსს.
- მე მაინც გკითხავთ, ამბობენ, რომ თქვენ უნდა გამხდარიყავით პრეზიდენტის მეუღლე, მაგრამ მისმა გარემოცვამ ამ ფილმის გამო გადააფიქრებინა მიხეილ სააკაშვილს ია ფარულავაზე დაქორწინება.
- იყო ეგ მომენტი... მიშას ჰყავდა ცოლი, თუმცა სხვაგვარად იყო მაშინ ყველაფერი. იყო სალაპარაკო თემა, რომ თუ მე გავხდებოდი პირველი ლედი, გახდილი და შიშველი ვარ გადაღებული „სიყვარული ვენახში“ და ეს იქნებოდა სამარცხვინო ამბავი საპრეზიდენტო კანდიდატისთვის.
- ქვეყანა თითქოს თანამედროვე გახდა, დღეს „სიყვარული ვენახში“ არაფერია იმასთან შედარებით, რაც შემდგომ წლებში გადაიღეს.
- რა ვქნათ, გენაცვალე, იმის მაგივრად, რომ ევროპისკენ წავიდეთ, უკან-უკან მივდივართ. საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად ევროპული ხედვებისთვის. ახალი თაობა სხვანაირად უყურებს, ძველი თაობა კიდევ - სხვანაირად.
- თუმცა მსახიობობა ხომ პროფესიაა, თაობებს რა მნიშვნელობა აქვს.
- რა თქმა უნდა, მაგრამ მე იმასაც გეტყვით, რომ ერთ-ერთ რადიოს აქვს გადაცემა სექსზე, რომელიც ერთ ძალიან არაცნობილ ქალბატონს მიჰყავს და ამის შესახებ არავინ არაფერი იცის, მაგრამ როგორც კი მე ვახსენებ ამ სიტყვას, ყველა ამაზე ლაპარაკობს. ეს რაზე მეტყველებს?
- თქვენს პოპულარობაზე...
- ამ გოგოს გახდილი ფოტოები არავის საქმე არ არის და რაც დავწერე, გულით დავწერე. ყოჩაღ გიორგი მარგველაშვილს, უყვარს ეს ქალი, გვერდით ჰყავს, არ მალავს და ჯიგრულად და პირდაპირ ამბობს, რასაც ფიქრობს. მე ეს მომწონს და ბევრს არ აქვს მაგის ერთი ადგილი...

სალომე დადიანი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ვისაც რა უნდა ის იფიქროს
რატომ ამდენი ბოღმა ხალხო, ია ვის რას უშავებს?სიმართლისმოყვარულია და ამბობს კიდეც, რა ეს გრეხია? ანუ მასაც აქვს სიმართლის თქმის ერთი ადგილი, ბევრი ვერ აკეთებს ამას. მე მიყვარს
08:55 / 22-11-2013
გამოხმაურება / 0 /
**********
შურიო??????????????ერთი კითხვა მაქვს ქალ-ნ იასთან. ხალხს რატომ არშურთ ნანკა კალატოზიშვილის,მარინა კახიანის,მარინა ჟანაშიასი,ნინელი ჭანკვეტაძის...ესენი ხალხის იდეალად რჩებიან და ღირსეულები არიან. და ნუ გადაგვაყოლე იმ შენ "სიყვარული ვენახში"-ს,გვირჩევია გახდილ ბეგაშვილს ვუყუროთ და დემი მურს,ვიდრე შენ.
22:03 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
აი თურმე რაშია საქმე..........
ე.ი. იას პირველი ლედობა უნდოდა და არ გაჭრა? თურმე რაზე ყოფილა გადარეული,ჰა-ჰა-ჰა..მეც ვფიქრობდი ხოლმე,ეს რა ავი დედაკაცი გახდატქო.სანდრას მეოთხედიც არარის
21:57 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
კახელი
აუ ასპროცენტიანს ამბობ მარტლა დარდუბალაააა ქორწილია
17:08 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
თაკოს
იაზე რომ წერთ ქმარი ეხლა გყავს და ბედნიერებას გისურვებო.ჯერ ერთი ეგ "ქმარი" ოფიცილურად სხვისი მეუღლეა და იასთან ხელი არა აქვს მოწერილი,მეორეც ეგ "ქმარი" სხვა ქვეყანაში ცხოვრობს და ცალ-ცალკე ბედნიერებას როგორ უსურვებთ,დაუსწრებელი განყოფილების ქორწინებაა თუ დარდუბალაააა
14:38 / 12-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS