24 თებერვალი, 2017
ანტიკვარული და ძვირფასი ნივთები ლელა კაკულიას ბინაში
წინასწარმეტყველ ლელა კაკულიას სახლში გადაცემა "დაუპატიჟებელი სტუმრის" წამყვანი თიკო სადუნიშვილი ეწვია. როგორც გაირკვა, ქალბატონ ლელას ძალიან უყვარს ანტიკვარული ნივთები - ავეჯი, ჭურჭელი, რომელთა დიდი ნაწილი წინაპრების დანატოვარია.

მის სახლში ბევრია ასევე მხატვრების ნაჩუქარი ტილოები.

ქალბატონ ლელას აქვს პირადი მორბენალი ბილიკიც, რომელზეც ხშირად ვარჯიშობს და როიალი, რომელზეც თავადაც უკრავს.

ასევე შესანიშნავად უკრავს როიალზე მისი ქალიშვილი, რომელიც ინგლისში სწავლობს და როგორც ქალბატონი ლელა ამბობს, მისი სახით საქართველოს სერიოზული პოლიტიკოსი ეზრდება.

კაბინეტში კი ბევრ სამახსოვრო ფოტოსა და ნივთთან
ერთად ინახება წინასწარმეტყველის ნახატები - თავისუფალ დროს ის ხატავს კიდეც, ძირითადად, კოსმიურ სამყაროს, რომელსაც "სხვა ხედვით" ხედავს. იხილეთ სრულად + ფოტოგალერეა

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS