05 ნოემბერი, 2013
ნუგზარ ერგემლიძეს შვილი ბოდიშს უხდის
მეც არ მომწონს ''თუთიყუში მარჩელო'' . არც ის მომწონს, რასაც დღეს წერს და მერე შოუებში მღერის. ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს ცოტა ხნის წინ ნუგზარ ერგემლიძის ოჯახი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. მიზეზი მომღერლისა და კომპოზიტორის ვაჟის, გიორგი ერგემლიძის ინტერნეტსტატუსი გახდა, სადაც ის საკუთარ მამას დედას აგინებდა და წერდა, რომ რცხვენოდა მისი შვილობის. გიორგის ამ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუ ვთხოვეთ. ცნობილი მამის ცნობილმა შვილმა შინ მიგვიპატიჟა და თავისი ოთახისკენ გაგვიძღვა. ბატონი ნუგზარი შინ არ გახლდათ. გიორგის ოთახი
სტუდიას უფრო ჰგავს, მუსიკალური ინსტრუმენტები, კომპიუტერი და კედელზე - კვერცხის ჩასაწყობი მუყაოებია განთავსებული.

- ეს ოთახი 13 წლის ასაკში ვაქციე სტუდიად. 10 წლიდან დავიწყე არანჟირების სწავლა. პირველი ინსტრუმენტი ბებიაჩემმა მიყიდა. მერე ვოკალის ჩაწერა მომინდა, ვიყიდე კომპიუტერი და მივხვდი, ამ ''ლატოკების'' გარეშე არაფერი გამოვიდოდა. დედა დამეხმარა. ეს ყველაფერი ერთად გავაკეთეთ. მე და დედა უფრო ვმეგობრობთ. მამასთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ის უფრო მძიმეა ჩემთან შედარებით. როგორ გითხრა, თავისი პრობლემები აქვს, არ სცალია ამ ყველაფრისთვის. 26 წლის ვარ... მამაჩემმა მინიმალური ყველაფერი გამიკეთა. ყველა მამა უკეთებს შვილს რაღაცას. რადგან მამაჩემი ცნობილია, ცოტა მეტს ვითხოვ ხოლმე, ისიც ჩემი საქმისთვის და არა ფუფუნებისთვის. მანქანის ყიდვა არასდროს მითხოვია მისთვის. არც მანქანა მყავს, არც სამსახური მაქვს. ფულსაც არ ვითხოვ მამაჩემისგან. ჩემი სტუდია მაქვს, ჩემთვის ელემენტარულ ფულს ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, მე მყოფნის. 14 წლის ვიყავი, პირველი შეკვეთა რომ მივიღე სტუდიაში, 20 დოლარი მომცეს და ძალიან მაგარი გრძნობა იყო. 14 წლიდან დამოუკიდებელი ვარ. მშობლებთან კი ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი საქმე მაქვს, მივდივარ იქ, სადაც მინდა. ბავშვობიდან დიდ ხალხთან ვურთიერთობდი. 17 წლის ვიყავი, მერაბ სეფაშვილთან ერთად რომ ვმუშაობდი ''სანო სტუდიაში'' . მუსიკალურ წრეში ჩემით გავითქვი სახელი. ყველამ იცოდა ჩემი ნიჭის შესახებ, მაქებდნენ. ბევრ რამეს ვსწავლობდი...
- ეს ხომ მამას დამსახურებაა?
- მამასიც ნაწილობრივ, მაგრამ, - ''ა, შენ ნუგზარის ბიჭი ხარ, გეთქვა მერე'' , - აი, ამ დოზით. ყოველთვის ვმალავდი, მისი შვილი რომ ვიყავი. ჩემით მინდოდა წარმატებისთვის მიმეღწია. ვიცოდი, რომ არ ვიყავი ცარიელი. არასდროს მიმარიაჟია მამაჩემის სახელით.
- რჩევებსაც არ ეკითხებოდი მამას?
- ზოგჯერ. როცა ვამოწმებდი, ჩემი დაწერილი მელოდია სხვისას არ დამსგავსებოდა. ვასმენინებდი და ვეკითხებოდი, ხომ არაფერს აგონებდა.
- მამას რეპერტუარი მოგწონს?
- ძველი რეპერტუარი მომწონს. ჩავწერე კიდეც მისი ''თეთრი გოგო'' . კიდევ ვაპირებ განვაახლო მისი სიმღერები. 90-იანებში რაც დაუწერია, ისინი არ მომწონს. სამწუხაროდ, როცა მამაჩემზე ლაპარაკობენ, ყველას პირზე აკერია ''თუთიყუში მარჩელო'' . ამ დროს მამაჩემმა დაწერა: ''თუკი გესიზმრები'' , ''მე ჯადოქარი რომ ვყოფილიყავ'' , ''ლიანები'' , ''თეთრი გოგო'' , ''მარტოობა'' . ბევრი მაგარი სიმღერა აქვს დაწერილი, რაც ისტორიას დარჩება. მაგრამ ხალხს უნდა სეირი. მეც არ მომწონს ''თუთიყუში მარჩელო'' . არც ის მომწონს, რასაც დღეს წერს და მერე შოუებში მღერის. ბევრ რამეში არ ვეთანხმებით ერთმანეთს. მამაჩემის კრიტიკას ხშირად არ ვითვალისწინებ. მამაჩემის ''პროდაქშენი'' ცოტა ისეთია... რომ უნდა დათვრეს კაცი და მერე რომ უნდა მოეწონოს. ალბათ დღეს ეს უფრო მუშაობს. მაგრამ მე კომერციულად არ ვუდგები ამ საქმეს. მიყვარს მუსიკა და მთავარია, მე მომწონდეს ის, რასაც ვაკეთებ.
- რეპერტუარს გიწუნებს მამა?
- მიწუნებს არა, ბოლომდე არ იზიარებს. არასდროს არ მაქებს. რა მაგარიაო, არ უთქვამს. ჰგონია, რომ ეს გამაფუჭებს. არადა, ჩემთვის პოპულარობა თავში ავარდნის საფუძველი არ არის. არ მოქმედებს ჩემზე არც ქება და არც გინება.
- გინება რადგან ახსენე, აქვე გკითხავ, რა მოხდა ისეთი, საკუთარ მამას საჯაროდ ''ფეისბუქით'' რომ აგინე?
- გაცილებით მძაფრი სტატუსები მქონია ადრე. ყველამ იცის ჩემი და მამას კონფლიქტების შესახებ. ამაზე 8 წლის წინ დაიწერა კიდეც. ყოველთვის ვამბობდი, ნუგზარის ბიჭს ნუ მეძახით-მეთქი. დედაც მიგინებია მათთვის, ვინც ნუგზარის ბიჭს მეძახდა.
- რატომ ბრაზდები, ნუგზარის ბიჭს რომ გეძახიან?
- იმიტომ, რომ მე ინდივიდი ვარ და არაფერ შუაშია ეს მამაჩემთან, გარდა იმისა, რომ ის მამაა ჩემი. მამაჩემს ირონიულად როცა იხსენიებენ, ეგეც მაბრაზებს. მამაჩემზე რომ ღადაობთ, თქვენი მამები მანახვეთ-მეთქი, მითქვამს, დამიწერია, მაგრამ ამაზე, სამწუხაროდ, ყურადღება არავის გაუმახვილებია. ხალხზე ძალიან ამიცრუვდა გული, მძიმე მდგომარეობაშია საზოგადოება. როცა კარგს აკეთებ, არავინ გიწონებს, არავინ გაქებს და როცა საკუთარ მამას აგინებ, მაშინვე ყურებს ცქვეტენ. რა გამოდის, საკუთარ მამას უნდა აგინო, რომ ყურადღება მოგაქციონ?! 27 ლარად რომ მაგარ კლიპებს ვიღებ, ამაზე არავინ არაფერს წერს. შარშან გაკეთებულ ვიდეოს რვა ათასი ნახვა რომ აქვს, ამაზე რატომ არაფერს მეკითხებით?
- რომელ სიმღერაზე ლაპარაკობ?
- ''სუპერგენიოსი'', არის ასეთი ინგლისურენოვანი სიმღერა, ასეთი სიმღერა და კლიპი ქართველს არ გაუკეთებია, ყოველ შემთხვევაში, 27 ლარად. ყველაფერი თავად შევქმენი. მელოდია, ტექსტი, კლიპის სცენარი, არანჟირება, გადაღება, მონტაჟი, ასეთ რამეებს რომ ვერ ხედავენ, ვბრაზდები, აგრესია მიჩნდება.
- ჟურნალისტებზე გაბრაზებულმა აგინე მამას?
- არა, არა. ნასვამი ვიყავი, მე და მამამ ვიჩხუბეთ. მუსიკასთან დაკავშირებით ვიკამათეთ. მამაჩემი ჩემს კარიერას რაღაცნაირად უყურებს, არასერიოზულად. ეს მწყინს. ჩემთვის მუსიკა ყველაფერია, ჩემი ცხოვრებაა. 26 წლის ვარ. ამის გამო არც სამსახური მაქვს, არც ცოლი მყავს, იმის გამო, რომ მიყვარს ეს საქმე.
- ცოლი ხომ გყავდა?
- მყავდა და აღარ მყავს. ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო, არ ვარ მე ის ადამიანი, ვინც ქართველ გოგოს სჭირდება. არ მაქვს იმდენი შემოსავალი, რომ ოჯახი ვარჩინო. ეს არის დეპრესიის მიზეზი. ამ ოთახში ვზივარ 17 წლიდან, გარეთ ვერ გავდივარ, ვერაფერს ვაკეთებ.
- რას ნიშნავს, გარეთ ვერ გადიხარ?
- ვერ გავდივარ, არ მაქვს იმის ფული, რომ სადმე წავიდე, გოგო დავპატიჟო. მთელი ჩემი ცხოვრება მუსიკისთვის ვწირავ თავს, თან მამაჩემი რომ ვერ მეხმარება... არ ვაწვები, არ აქვს. სამსახური დაკარგა, იმ საღამოს ვთხოვე 2000-დოლარიანი კამერა ''ქენონის'' გამოტანა განვადებით, იმისთვის, რომ ჩემი კლიპები თვითონ გადავიღო. უკვე ბევრჯერ ვითხოვე და აღარ მაძლევენ. ამას მოჰყვა კამათი. მე და მამას წყნარად საუბარი არ გამოგვდის... ვნანობ, ბოდიში მოვუხადე. დღეს შევრიგდით. ცოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო, ხომ იცით...
- ე.ი. მამა-შვილის ჩხუბი ჟურნალისტებს მართალი ეგონათო?
- ზუსტად (იცინის). მანამდეც დამიწერია გაცხარებულ გულზე მსგავსი სტატუსები, ყურადღება ალბათ იმიტომ მომაქციეს, არჩევნების დღე რომ იყო. პოლიტიკას დაუკავშირეს რატომღაც ჩვენი კამათი. ჩემზე ვინმე რომ იტყვის, ''ოცნების'' მომხრეაო... სასაცილოა. მე მიყვარს საქართველო და არა მთავრობები.
- როდის ინანე შენი საქციელი?
- მეორე ღამეს, როცა უკვე მამასაც დაურეკეს ჟურნალისტებმა. შემეშინდა, წნევა აწუხებს. ცუდად მოვიქეცი, ვაღიარებ. მაგრამ მე და მამას მაინც გვესმის ერთმანეთის, ხელოვანები ვართ ორივე, როცა რაღაც მეშლება, ამის აღიარების არ მრცხვენია. არც ბოდიშის მოხდა მიჭირს. იმ დღეს კლიპის გადაღება მქონდა. ელემენტი დამიჯდა, დამტენი არ მქონდა, ჩამეშალა გადაღება. ნერვები მომეშალა, ცოტა დავლიე და...
- მამამ გაპატია?
- კი. მე და მამა ერთმანეთს ყველაფერს ვაპატიებთ, რაც უნდა მოხდეს. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ.
- მრცხვენია, რომ მისი შვილი ვარო, - იმ პოსტში წერდი...
- ყველას რცხვენია ერთხელ მაინც, რომ ვიღაცის შვილია. უბრალოდ, ასე საჯაროდ არ წერენ. მე ეს ჩემი მეგობრებისთვის დავწერე. ზოგჯერ მგონია, რომ მკვდარი ვარ. იმდენად არავინ აქცევდა ჩემს პოსტებს ყურადღებას, ვერც წარმოვიდგენდი ამ აჟიოტაჟს. სიმღერებს, კლიპებს ვდებ და იგნორია. ახლა აღმოვაჩინე, რომ ცოცხალი ვარ. ერთ დღეს ჩემმა მეგობარმა, გიორგი ივანიშვილმა მითხრა, შენს ახალ კლიპს ''მაი ვიდეოზე'' უფასოდ დაგიდებ პირველ გვერდზეო. გამიხარდა. დადო. იმ დღეს გვანცა ბაგრატიონის ცნობილი ვიდეო დაიდო, საცვლებით რომ პოზირებს საწოლზე. ჩემს ვიდეოს 2 დღის განმავლობაში ათასი ნახვა ჰქონდა, გვანცა ბაგრატიონის საჯდომის ვიდეოს - ორასი ათასი. მაშინ მივხვდი, რომ დამთავრდა ყველაფერი. ამ ყველაფრის ფონზე დეპრესია დამეწყო. დღესაც ანტიდეპრესანტებს ვსვამ. რადიოებში მეუბნებიან, რომ ჩემი სიმღერები მათ ფორმატში არ ჯდება. ვერ გავიგე, რა ფორმატი უნდათ, არ მესმის! ტაში-ჰარალე უნდათ?! ე.ი. უნდა მოვკვდე ჰო?! არ შემიძლია ამ ტაში ჰარალეს მღერა. ისეთ დროს მომიწია ცხოვრებამ, როცა ისედაც გაჭირვებაში ვართ, ბევრი სტრესი მაქვს და კიდევ კრიტიკა მამისგან... უკვე მეტისმეტია.
- ეს კრიტიკაც ხომ შენთვის არის?
- მის დროს რომ მუსიკა იყო, უნდა, ისეთი ვაკეთო, თუმცა ბევრი რამ ჩემი მუსიკიდანაც მოსწონს, ტყუილს ვერ ვიტყვი.
ამ დროს ოთახში შემოსული გიორგის დედა, ქალბატონი ანი ჩაგვერთო საუბარში.
ანი:
- მარტო მოსწონს კი არა, ამბობს, უნიჭიერესი შვილი მყავს, ასეთი ნიჭიერი მე არ ვყოფილვარო. ამას რატომ არ ამბობ? იყავი ობიექტური. გული მწყდება, მინდა, რომ გიორგიმ გაიგოს, უწესიერესი მამა ჰყავს.
გიორგი:

- ეს ვიცი, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მკაცრია მამა, კონსერვატორი. შეიძლება, მეც რომ გავიზრდები, მას დავემსგავსო. იმავდროულად დემოკრატია მამა. ჩვენს ოჯახში ისეთი დემოკრატიაა, ნეტავ, საქართველოში იყოს ასეთი დემოკრატია.
- ქალბატონო ანი, მისი გმირი როგორ მოგწონთ სერიალში? ქალაქში ამბობენ, ნუგზარი თავის თავს ასახიერებსო.
- ღმერთმა დაიფაროს. მისი ''ობრაზი'' არის ქეიფი და დროსტარება, უყვარს მეგობრები, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა. სწორად გამიგეთ, არ ვწუწუნებ. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ამათ ორივეს ვამშვიდებ. ნუგზარი მართლა ძალიან განიცდის. პარლამენტში ვალებით შევიდა, ვალებით გამოვიდა. ბანკის ვალი გვახრჩობს. დედაჩემიც და დედამისიც ლოგინად არიან ჩავარდნილები...

ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 49 /
დათო
მაგარი მამა გყავს ძმაო, სიმღერები ლუზერული აქვს მაგრამ კაი ტიპი ჩანს. კაროჩე მამების დედა ვატირე მსოფლიო მაშტაბით რა. აუ რა ტეხავს თუ ოდესმე შვილი მეყოლება ისიც თუ მაგინეს მოკლედ მკიდი რა.
19:17 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ტასო
ნუგზარი უნიჩიერესი ადამიანია და არ გაქვს უფლება მის შემოქმედებას რაიმე სთქვა ყველაზე მეტი საკუთარ თავს მოსთხოვე
15:45 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
უტვინო მამის უტვინო შვილი...
10:53 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
chaika
მე ძალიან მომწონს ეს ბიჭი. ეტყობა, რომ ემოციურია და ამის ფონზე ზოგჯერ რაღაცებს დაუფიქრებლად აკეთებეს. ვთვლი , რომ დიდი პოტენციალი აქვს როგორც მუსიკოსს.. დანარჩენებმა თავიანთ ცხოვრებას მიხედონ
10:48 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ბონდო
კაია თუ შერიგდნენ არ დავწყნარდიიიი
10:24 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ყველაზე მეტი მომტხოვნი იკავი საკუტარი ტავის მიმარტ.
03:29 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ეეჰ
ადრე ოჯახურ უთანხმოებას მეზობლები ტუ იგებდნენ, ახლა ამ ფეისბუკმა მსოფლიო მოიცვა,რა ოხრობაა ყავას რამდენ ჭიქას მიირტმმევენ,რა დაესიზმრათ ყველაფერს წერენ.
03:23 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
XXX
ეს ხალხი სულ გადაირია ტუალეტში რო შედიან იმასაც კი ფეისბუქზე წერენ რა გჭირთ ხალხო ეს ინტერნეტი რო არ იყოს რა გეშველებოდათ დაწერენ რამეს და მერე იზახიან ხალხი ლაპარაკობსო აბა რას იზავენ
18:52 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლამზო
ყველაფერი კარგად იქნება, ჩემო კარგო. სანატრელი და საამაყო შვილი ყოლია ერგემლიძეს. ხშირად მშობლები ვცოდავთ და ვერ ვხვდებით რომ შენიშვნა და კრიტიკა აუცილებელია ,მაგრამ გამხნევება და შექებაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
15:05 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
კარგია ხოო სხვის ოჯახზე საუბარი, არავინ არ იცის შიგნით რა ხდება, ზოგჯერ და ხშირადაც მე მშობელს ვადანაშაულებ,(ამ დროს მეც მშობელი ვარ 2 შვილის),მერე რა რომ ბატონი ნუგზარი ყველასათვის ცნობადი ადამიანია,განა ცნობადებს არ ეშლებათ? მას უნდა ესმოდეს და შეეძლოს, რომ შვილებთან მიმართებაში სულ ცოტა უკანდასახევი ნახევარი ნაბიჯი მაინც უნდა გქონდეს შემონახული.თურმე ასეა საჭირო.მშობელმა უნდა შეძლოს სიტუაციის დაბალანსება.ამით მე ჭკუას არავის ვასწავლი ,მაგრამ ჩემს შემთხვევაში ჭრის. 17 წლის ვაჟი მყავს და უსიამოვნება არასდროს გვქონია.ხშირად არ ვეთანხმები, მაგრამ თავისებურად ყველაფერს დაბალანსება უნდა.ეს ჩემი აზრია და თავს არავის ვახვევ.რასიზავ მშობლის ტვირთი ძალიან მძიმეა.
14:57 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS