03 ნოემბერი, 2013
რას სთხოვს ბერა ივანიშვილის ორეული რეპერს
მე და ბერა ერთ წელსა და თვეში ვართ დაბადებული. მე 16 დეკემბერს დავიბადე, ბერა - 23-ში
ჩვენმა დღევანდელმა რესპონდენტმა „ნიჭიერში“ გამოსვლით მთელი საქართველო შოკში ჩააგდო. შეიძლება ითქვას, ფილარმონიის სცენაზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, რადგან მანამდეც მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული არაერთი ადამიანი გვინახავს. 18 წლის ნუკრი შავლიძის მსგავსებამ ბერა ივანიშვილთან კი დარბაზი და მაყურებელი გაოგნებული დატოვა. სცენაზე შემოსვლისას ჟიურისა და დარბაზში მსხდომთ ეგონათ, რომ ბერა ივანიშვილმა იხუმრა და „ნიჭიერში“ გამოსვლა გადაწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კონკურსანტის სახელი და
გვარი გაიგეს, ბევრი მათგანი იმედგაცრუებული დარჩა. ბევრსაც გაუხარდა კიდევ ერთი „ბერას“ გამოჩენა საქართველოში. ნუკრი ბათუმში ცხოვრობს და სწავლობს. თბილისში ნათესავები არ ჰყავს და ამიტომ დედაქალაქში იშვიათად ჩამოდის.

- ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. სკოლის დამთავრების შემდეგ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სკოლაში ჩავაბარე. ჩვენი ოჯახი ექვსი წევრისგან შედგება. მყავს ჩემზე უმცროსი და-ძმა, მშობლები და ბებია. 5 წლიდან ვმღერი, მშობლებს სხვადასხვა სტუდიაში დავყავდი. პირველად სტუდია „ონავრებში“ მიმიყვანეს. მერაბ სეფაშვილის ერთ-ერთი სიმღერა ჩავწერე და ისე მოეწონათ, რომ ადგილობრივი ტელევიზიით გავიდა. მშობლები ყველანაირად ხელს მიწყობენ, სიმღერის ნიჭი გაქვს და ბოლომდე გაჰყევიო, თუმცა „ნიჭიერი“ პირველი პროექტი აღმოჩნდა, რომელმაც დიდ სცენაზე გამოსვლის საშუალება მომცა.
- ბერა ივანიშვილს როდის მიგამსგავსეს?
- როდესაც ბერა გამოჩნდა. მეც ძალიან მომეწონა მისი იმიჯი და თმა ისე შევიჭერი, რომ უფრო მეტად დავემსგავსე. ხან სალონში ვიჭრი თმას, ხან სახლში, ჩემი მამიდაშვილი მეხმარება. თან ბევრი დამთხვევაა. მე და ბერა ერთ წელსა და თვეში ვართ დაბადებული. მე 16 დეკემბერს დავიბადე, ბერა - 23-ში.
- მისი გაცნობა არასოდეს გიცდია?
- დიახ, თუმცა უშედეგოდ. ისეთ ამბავს მოგიყვებით, ძალიან გაგიკვირდებათ. ჩემი ახლობელი მუშაობდა საჩხერეში. მისი მეშვეობით შანსი მქონდა, ბერას შევხვედროდი. მე და მშობლები საჩხერეში ჩავედით, თან ახლობელი გვახლდა. მივედით მათ სახლში და ბერას ბაბუას შევხვდი. ბერა ვეგონე, მეუბნებოდა, როგორ გაზრდილხარო. როგორც აღმოჩნდა, იმ დროს
ბერა ამერიკაში იყო. სიმართლე რომ გაირკვა, ყველა გაგიჟდა. ბაბუამ ჩამიხუტა, მეფერა, მერე მითხრა, ბებიასთან მი-გიყვანდი და გაგაცნობდი, მაგრამ ცუდად არისო. არ ვიცი, ეს ამბავი გაიგო თუ არა ბერამ, ამ ამბის შემდეგ მის კონცერტებზე მივდიოდი და ვცდილობდი გამეცნო, მაგრამ ახლოს მისვლის საშუალება არ მომცეს.
- ეს მსგავსება გოგონების გულის მოსაგებად თუ გამოგიყენებია?
- ბათუმში გამიცნეს და იციან, რომ უბრალოდ ვგავარ, მაგრამ თბილისში, ქუთაისში ვერავინ ხვდება, რომ ბერა არ ვარ და სურათების გადაღებას მთხოვენ. ვეუბნები, რომ ნუკრი ვარ და არა ბერა, მაგრამ მაინც მთხოვენ გაცნობას და სუ-რათის გადაღებას. სხვა არავინ მინახავს, რომ ჩემსავით ჰგავდეს ბერას.
- კარგი, ახლა „ნიჭიერზე“ ვისაუბროთ. აქამდე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობა არ გიცდია?
- ადრე „საქართველოს ვარსკვლავშიც“ ვცადე ბედი, მაგრამ ალბათ არ მოეწონათ, რადგან არ დამირეკეს. როდესაც გავიგე, რომ ბათუმში „ნიჭიერის“ კასტინგი იმართებოდა, ახლობელთან ერთად წავედი მონაწილეობის მისაღებად და მიხარია, რომ გამიმართლა.
- ბაში-აჩუკის სიმღერა რატომ შეასრულე?
- ბათუმში შესარჩევ ტურზე სამი სიმღერა შევასრულე, „ბითლზის“ - „ლეთ ით ბი“ , ბაში-აჩუკის სიმღერა და „რამდენი მალოდინე“ .
- საკმაოდ უცნაური არჩევანია...
- ჩემში ხალხური სიმღერები უფრო ზის... პირველი ტურის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ შემდეგ ტურში გადავედი. ბაში-აჩუკის სიმღერის ფონოგრამა გავუგზავნე, თუმცა ვემზადებოდი, რომ „ალილუია“ მემღერა. თბილისში რომ ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ჩემი გაგზავნილი სიმღერა უნდა შემესრულებინა და არა „ალილუია“ . თუმცა ისე გამოვიდა, რომ ჟიურიზე უფრო მეტი ეფექტი მოვახდინე.
- სიმღერის ნიჭით ვის ჰგავხარ?
- არავის, ჩვენს ოჯახში მხოლოდ მე ვმღერი. ფილარმონიაში მისული ყველას ბერა ვეგონე. ვანიკო თარხნიშვილი გაგი-ჟდა, რომ ვუთხარი, ნუკრი ვარ შავლიძე-მეთქი, არ დაიჯერა, მატყუებო.
- რატომ გინდა ბერას პირადად გაცნობა, იმ მიზეზს თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან გგავს.
- მინდა, რომ თუ თანახმა იქნება, მასთან დუეტი ჩავწერო. მართალია, ხალხური სიმღერა მიყვარს, მაგრამ რეპიც კარგად გამომდის. ახლა მეორე ტურისთვის ვემზადები. ძალიან მინდა, „ალილუია“ ბოლომდე ვიმღერო, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, არ ვიცი.
- ნუკრი, რას საქმიანობენ შენი მშობლები და როგორ უყურებენ შენს მსგავსებას პრემიერ-მინისტრის ვა-ჟთან?
- ძალიან უხარიათ. ბიძინა ივანიშვილი რომ მოვიდა ქვეყნის სათავეში, ხალხის საკეთილდღეოდ ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მამას თავისი ბიზნესი აქვს, დედა - დიასახლისია.
- შეყვარებული თუ ხარ?
- ახლა არა... ადრე მომწონდა ერთი გოგონა, მაგრამ ეს ცალმხრივი სიყვარული იყო. როგორც აღმოჩნდა, იმ გოგონას სხვა უყვარდა. ერთად ვსწავლობთ და მეგობრებად დავრჩით.
- სოციალურ ქსელში, ალბათ, უამრავი ადამიანი გთხოვს გაცნობას.
- დიახ, დამეგობრებას მთხოვენ. ზოგი მწერს, თბილისში რომ ჩავალ, შევხვდე. ყველა წარმატებას მისურვებს და მეუბნებიან, რომ მხარს დამიჭერენ. მინდა, მუსიკალური განათლება თბილისში მივიღო, მაგრამ არ მგონია, საცხოვრებლად გადმოვიდე. თბილისში ნათესავები არ მყავს, ჩემი ახლობლების ნათესავებთან ჩამოვდივარ ხოლმე. თან გზებიც არ ვიცი.
- დასასრულ, რას ეტყოდი ჩვენი ჟურნალის ფურცლებიდან ბერა ივანიშვილს?
- ბერა, ძალიან მინდა, თუ თანახმა იქნები, შენთან დუეტი ჩავწერო. ბერას გარდა მისი მშობლების გაცნობაც მინდა. მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს ჩემ დანახვაზე.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 13 /
ლუკა კალანდარიშვილი
ძაან მაგარი ადამიანია ბერაც და ნუკრიც. მე მინდა რომ ნუკრიმ და ბერამ ერთობრივი დუეტი ჩაწერონ! ნუკრის მხარს დავუჭერ მე!
10:31 / 03-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
,, მაინტერესებს, რა რეაქცია ექნება ბიძინა ივანიშვილს ჩემ დანახვაზე" - შენ, შენი ეცადე და რა იცი, იქნებ მამა-შვილობაც შემოგთავაზოს?!
14:05 / 01-12-2013
გამოხმაურება / 0 /
ნატა
რაგინდათ გულით ილაპარაკა ბიჭმა,გმერთმა გაუმარჯოს.ყველამ მის ცხოვრებას მიხედოს.
17:14 / 24-11-2013
გამოხმაურება / 0 /
დალი
მართლაც მაგარი იქნება ბერასთან დუეტის ჩაწერა
10:47 / 07-11-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
ბატონი ფედია ივანიშვილის სიმამრი,სიდედრიც და მამაც 10 წლის გარდაცვლილები არიან
23:16 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
maia
მაკა შენ იცი ზუსტად რასაც წერ?
10:27 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
maia
მე პირადად ცარმატებებს ვუსურვებ,დალიან სასიამოვნო პიროვნებაა.
10:25 / 06-11-2013
გამოხმაურება / 0 /
,,,,,,,,
აუ რა აწვიათ ბათუმლებს არ ატეხეს ქაჯებმა გნიასი მიდით იხმაურეთ წაიკითხავენ ივანიშვილები ამ წერილს რა მარაზმია სუფთა
22:16 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა ვ. ბათუმი
ტყუილი რა შუაშია.გულით ილაპარაკა რაც იკო, თქვენ თუ გაინტერესებთ მოუსმინეთ, თუარადა თქვენს თავს და საქმეს მიხედეთ,ცარმატებებიიიი............
22:00 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
საჩხერელი
ბერას ბაბუები გარდაცვლილი ჰყავს დაახლოებით 6-7 წელია თუ მეტი არა!!!!!!!!! მაშინ ბერას კი არა ბიძინას ვერ ცნობდნენ სახეზე და რატომ იტყუები?????????????????????
15:27 / 05-11-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS