სახელი და გვარი: ლიკა ქორქია.
ჰოროსკოპი: ლომი
საყვარელი ფერები: შავი, თეთრი და წითელი.
კერძები, რომლებიც არ მიყვარს: სოუზი, ჩაქაფული.
რომ არ დავბადებულიყავი ამ ეპოქაში: დავიბადებოდი მომავალში, იმიტომ რომ საკუთარი თავი წარსულში არ წარმომიდგენია, მე უფრო მომავლის ადამიანი ვარ.
საკუთარ თავში შევცვლიდი: ძალიან ბევრ რამეს.
მიყვარს: ადამიანები, სიწყნარე, ჩემი საყვარელი ხალხი, წიგნები, ჩემი ქვეყანა.
მჯერა:
ვნანობ: ბევრ რამეს,სულელი უნდა იყო რომ სანანბელი არ გქონდეს, თუმცა ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს და ხანდახან ვფიქრობ, რომ რაღაცის გამო ღირდა ის, რასაც ვნანობ.
პირველი ხელფასი: ჩემმა მშობლებმა აიღეს, იმიტომ რომ მე პატარა ვიყავი. ტელევიზიაში დავიწყე მუშაობა 14 წლის ასაკში და 500 ლარი გადამიხადეს. მახსოვს, ჩემი საყვარელი ასაწყობი სათამაშოები ვიყიდე.
ადრე მეგონა, რომ: ყველაფერი ძალიან მარტივად იყო. ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებდი. როცა, ქუჩაში პირველად გავედი დამოუკიდებლად და შემხვდა პირველი ადამიანი, რომელიც მოწყალებას ითხოვდა მივხვდი, რომ ყველაფერი ისე მარტივად არ იყო, როგორც მე მეგონა.
პრეზიდენტი, რომ ვიყო: შევცვლიდი ძალიან ბევრ რაღაცას ჩემს ქვეყანაში. ვფიქრობ, საქართველოში უამრავი დიდი პრობლემაა, ასევე, მგონია, რომ რთულია იყო საქართველოს პრეზიდენტი. თბილისის მერი, რომ ვიყო, აუცილებლად გავაკეთებდი კარგ გზებს. ვფიქრობ, ძალიან სამარცხვინოა, რომ დედაქალაქში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გადაადგილების საშუალება არ არის.
მერიემ კაკაურიძე