მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი
კოკო როინიშვილი სოციალურ ქსელში ბინის გაყიდვის თაობაზე ავრცელებს განცხადებას. მოგეხსენებათ, კოკო, გია როინიშვილის და თამრიკო ჭოხონელიძის შვილია, რომლიც მამის გზას გაჰყვა და მსახიობობა აირჩია...
როგორც ცნობილია, იგი მამასთან, მეუღლესთან - ანი იმნაძესა და შვილთან - უმცროს მარიამ როინიშვილთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობს.
სახლი საბურთალოზე, შვიდსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე მდებარეობს, აქვს დახურული ეზო და პარკინგის ადგილი, რაც დღეს ასე პრობლემურია.
4-ოთახიან ბინაში ორი ახლად გარემონტებული სუფთა წერტილია, საერთო ჯამში საცხოვრებელ ფართში ძველი რემონტია,
თუმცა ერთიანობაში სუფად გამოიყურება. ბინის დამატებითი ღირსება მაღალი - 3,2 მ ჭერია, რაც მსურველთათვის ანტრესოლის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა თურმე.
იხილეთ ფოტოგალერეა