16 იანვარი, 2017
"ვიღაცას ისიც კი დაუწერია ძეგლი ზედმეტად სექსუალურიაო, რა სისულელეა" - ხმაური ნატო ვაჩნაძის ძეგლის ირგვლივ და შვილების პირველი კომენტარი
"კრიტიკოსებს დედაჩემი ჩემზე კარგად ახსოვთ"?

"ახლოსაც არ დგას გენიალურ ნატო ვაჩნაძესთან, არც სამოსით, არც სახის ნაკვთებით, არც ხასიათით, აღარაფერს ვამბობ ვულგარულად ნამუშევარ "მკერდზე" და ბალერინასავით გრძელ კისერზე"

თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ, ლეგენდარული ქართველი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა. ქანდაკება საზეიმოდ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თავის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა
დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ნატო ვაჩნაძის შთამომავლები, ელდარ და ნიკუშა შენგელაიები და ქართული კინოსა და თეატრის გამოჩენილი რეჟისორები და მსახიობები ესწრებოდნენ... ყველა დროის ულამაზეს ქართველ მსახიობ ქალად აღიარებული ნატო ვაჩნაძის ძეგლის ავტორი მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა.

ნატო ვაჩნაძის 2.2. მეტრის მონუმენტს სოციალურ ქსელში არნახული აჟიოტაჟი და კრიტიკის ნიაღვარი მოჰყვა...

"ახლოსაც არ დგას გენიალურ ნატო ვაჩნაძესთან, არც სამოსით, არც სახის ნაკვთებით, არც ხასიათით, აღარაფერს ვამბობ ვულგარულად ნამუშევარ "მკერდზე" და ბალერინასავით გრძელ კისერზე, რაც მას არ ჰქონია. თუმცა, ვფიქრობ ამაზე პირველ რიგში იქ მყოფ მის ვაჟს უნდა გაეპროტესტებინა ეს "შედევრი", - დაწერა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა სოციალურ ქსელში. მას არც რიგითი მომხმარებლები ჩამორჩნენ:

"მე თუ მკითხავთ ეს პატივისცემა კი არა, დაცინვაა. უფრო სწორედ რომ ვთქვა, უნდათ პატივი მიაგონ ჩვენს დიდებულ წასულ ადამიანებს, ვინც შექმნა მართლაც ეპოქა ამ ქვეყანაში და გამოსდით ასეთი სასაცილო მონუმენტები. (მერამდენეა უკვე) არადა, ნატა ვაჩნაძე საქართველოში იმ დროისთვის ერთ-ერთ ულამაზეს ქალბატონად იყო მიჩნეული. ფოტოები ნახე, ჩანაწერები ნახე. მერე, კონკურსს თუ აცხადებ და ამდენ ესკიზში ამას არჩევ, ესე იგი საერთოდ ხელოვნების ამ დარგში კარგად ვერ ერკვევი! ან ეს მოშიშვლებული მკერდი რას ნიშნავს"?

მოკლედ, როგორც ხშირად ხდება საქართველოში, ვისაც არ დაეზარა ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი, ზოგიერთმა შესაძლოა ისეთმა, ვისაც ჯერ არც უნახავს მონუმენტი.

დავინტერესდით რას ფიქრობენ ნატო ვაჩნაძის შევილები, ცნობილი რეჟისორები ელდარ და გიორგი შენგელაიები?

გიორგი შენგელაია:
- სამწუხაროდ, შეუძლოდ ვარ, შეიძლება ოპერაცია დამჭირდეს და ძეგლის გახსნას ვერ დავესწარი. ყველაფერი ჩემმა ძმამ ითავა, მოქანდაკეც მან შეარჩია... აზრს ჯერ ვერ გამოვთქვამ, რადგან არ მინახავს. წინასწარ ფოტოები კი მაჩვენეს, მაგრამ რადგან ელდარი უფროსი ძმაა, მას ჰქონდა ყველაფერი მინდობილი. ძეგლს, როდესაც ვნახავ. მაშინ შევაფასებ.

ელდარ შენგელაია: იხილეთ სრულად

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ეს ვინ არის
ვიღაცას ისიც კი დაუწერია ძეგლი ზედმეტად სექსუალურიაო, რა სისულელეა"/ ვიღაცამ რომ არ დაწეროს ტავად ტვალები გაქირავებული გაქვს?
16:59 / 04-02-2017
გამოხმაურება / 0 /
TOPS