სომეხი მილიარდერისა და გავლენიანი დეველოპერის, კომპანია "ტაშირის" მფლობელის სამველ კარაპეტიანის 23 წლის ვაჟმა ცოლად 25 წლის ქართველი გოგონა, სალომე კინწურაშვილი შეირთო.
სალომე მოსკოვში ერთ-ერთ ყველაზე მოდურ გოგონად ითვლება. ბიზნესლედი, გლამურული წვეულებების სასურველი სტუმარი, ქალი, რომელიც მოსკოვს მოდას კარნახობს - ასე იცნობენ ახალგაზრდა ლამაზმანს რუსეთის დედაქალაქში. რამდენიმე წლის წინ
წყვილმა ქორწილი მოსკოვში, რესტორან "საფისაში" გადაიხადა, რომელიც სპეციალურად ქორწილისთვის ფილმ "მალეფისენტას" სცენარის მიხედვით მორთეს. რესტორნის მენეჯერის თქმით, ასეთი პროექტი სულ მცირე 50 მილიონი რუბლი ღირს. პატარძალს ქორწილში ელი სააბის კაბა ეცვა, რომელიც 15 მილიონი რუბლი ღირს, ყელს კი 13 მილიონ რუბლად შეფასებული "ტიფანის" ბრილიანტის ყელსაბამი უმშვენებდა. ქორწილში სხვა ცნობილ მომღერლებთან ერთად, მიწვეული იყო Maroon