24 ოქტომბერი, 2013
რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა
საზოგადოება უნდა შედგეს და ხალხი უნდა იყოს ქვეყანაში მთავარი მოთამაშე და არა მთავრობა... ჯერ პროცესში ვართ 13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, პოეტი დავით მაღრაძე, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ნიკუშა შენგელაია და ქალბატონი ნინა სვანიძე ''საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის''  ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო მათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურმა დავით ბაგრატიონმა გადასცა. 

აღნიშნული ორდენი 1184-1213 წლებში თამარ მეფემ დააარსა, მაგრამ ის, როგორც მთავარი ორდენი, 1939 წელს დავით ბაგრატიონის ბაბუამ, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა აღადგინა. მისი გარდაცვალების
შემდეგ უფროსმა მემკვიდრემ, გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა, სიფრთხილე გამოეჩინა და ორდენები ოჯახურ წრეში დარჩენილიყო. 2001 წლიდან კი ორდენის გადაცემა განახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტვირთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაეკისრა.

Rating

13 ივლისს დაჯილდოებულებს ორდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ. ბატონ დავით მაღრაძესა და ნიკუშა შენგელაიას საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია რაიმე ქალბატონი ნინა სვანიძის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. დავუკავშირდით კიდეც მას და დავინტერესდით მისი პერსონით და იმით, თუ რა წვლილისთვის მიიღო ესოდენ საპატიო ჯილდო, თუმცა მისგან კომენტარი და დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ...
ეს ამბავი ტელევიზიებით ნაკლებად გაშუქდა. არც ესპანეთიდან დაბრუნებულ ნიკუშა შენგელაიას უსაუბრია ამაზე ბევრი. რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ეკა ჭიჭინაძის (ნიკუშა შენგელაიას მეუღლე - ავტ.) ''ფეისბუქის'' გვერდზე ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა აღმოვაჩინეთ. სურათები იმდენად საინტერესო მოგვეჩვენა, რომ ბატონ ნიკუშა შენგელაიას დავურეკეთ და ესპანეთში გატარებული ერთი კვირის შესახებ შეკითხვებით მივმართეთ.
Rating

- ბატონო ნიკუშა, ქართულ მედიაში ნაკლებად გაშუქდა ამ ზაფხულს მომხდარი საინტერესო ფაქტი. ესპანეთში, ორ ქართველთან ერთად დავით ბაგრატიონმა დაგაჯილდოვათ.
- ხალხსაც უკმარისობის გრძნობა აქვს, მაგრამ მე არ ვარ ის კაცი, დავდგე და ვილაპარაკო. ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც რაიმე მიღწევა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წინაშე. მიღებული აქვთ პოლიტიკოსებს, ეკლესიის მეთაურებს, პატრიარქებს. ძალიან დიდი ორდენია. მე დამაჯილდოვეს თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დასაცავად მუდმივი ბრძოლისთვის.
- ჯილდო ყოველწლიურია?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი, რაღაც უნდა მოხდეს, ვიღაც უნდა გახდეს ამ ჯილ დოს მიღების ღირსი. დაგვაჯილდოვეს, მე, დათო მაღრაძე და ქალბატონი ნინა სვანიძე.
- თქვენი და ბატონი დათოს დამსახურება გასაგებია, თუმცა ქალბატონ ნინას ფართო საზოგადოება არ იცნობს.
- როგორც გავიგეთ, ისიც აქტიურად იბრძოდა ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ.
- ვინ წყვეტს, ვის უნდა გადაეცეს ჯილდო, მხოლოდ დავით ბაგრატიონი თუ სპეციალური საბჭო?
- არა, სპეციალური საბჭო არსებობს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, დიდებულად... დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროპული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ავსტრია-უნგრეთის პრინცი, ესპანეთის მეფის ოჯახის წევრები.
- დავით ბაგრატიონს მანამდეც იცნობდით?
- არა, დავითი და უგო ბაგრატიონები ესპანეთში ყოფნისას გავიცანი. ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დავითი ძალიან განიცდის საქართველოში არსებულ მდგომარეობას. უნდა, რომ თავის ქვეყანას დაეხმაროს. თითქმის ყველა ქვეყნის არისტოკრატიას მუდმივად აწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ. მამამ, ხორხე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ სიკვდილის წინ სთხოვა, რომ რითაც შეეძლო, დახმარებოდა თავის ქვეყანას.
- დავითის მეუღლე თუ ესწრებოდა ამ ცერემონიალს?
- არა, ანა არ მინახავს.
Rating
- დავითის უმცროს ძმას, უგოს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. შეუძლია ქართულად საუბარი?
- არა, დავითმა კარგად იცის ქართული, უგო უფრო წვალობს (იცინის). ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობდა. ესპანეთში ერთი კვირა გავატარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდით საქართველოს ტკივილზე. დავითი დამპირდა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა.
- ცხოვრებაში პირველად მიიღეთ სამეფო ჯილდო?
- ხელოვნებაში აქამდე ბევრჯერ მიმიღია ჯილდო, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში პირველი შემთხვევა იყო. არ გვაფასებენ ჩვენთან ქვეყანაში და იქ დაგვაფასეს (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ჩემთვის დაფასება ჯილდო არ არის, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ხალხი ქუჩაში მეფერება, გრძნობენ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ და მათ გვერდით ვდგავარ. აი, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის.
- კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რაც თქვენს ბრძოლას მოჰყვა?
- მოძალადე ხელისუფლება უნდა გაგვეშვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში თავიანთი შრომითა და ნიჭით იყვნენ დაფასებულები. ჩვენი შვილები რომ იყვნენ თავისუფლები, ბედნიერები... საზოგადოება უნდა შედგეს და ხალხი უნდა იყოს ქვეყანაში მთავარი მოთამაშე და არა მთავრობა... ჯერ პროცესში ვართ.
- რა მოლოდინი გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ვის უჭერთ მხარს?
- არჩევნებს ველოდები და ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
ნინ
ჰაჰაჰააა.... რა მეფე.... მე მარტო ერთი მეფე ვიცი თანამედროვე საქათველოს ისტორიიდან... მარტო გვარით არიან ქართველები თორე მაგათი სამშობლო ისააა სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ... მაგათ რომმ ცხოვრებასში კავიკასიონის ქედები არ მოენატრებათ ეჩვი ეპარება ვინმეს? ანდა კაი ლავაში და რთველი შემოდგომაზე.... ეეეე... ქართველობა და ტრადიციები გვარში არ ყრია....
15:17 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რეალისტიკი
ბაგრატიონები არა ის არ გინდათ რა დროს ბაგრატიონებია ხალხო ხომ არ გადებილდით ეს ხალხი წლობით გადახვეწილია რა სისულელეა ანდა მონარქი რისი მონარქი არტველი ხალხი ისეთი ამაყია ,რომ დაბალ ფენას დაჩაგრავს მეფე არა ტოროლა შესვიტ ბოდვებს,მე მაგეთ საქართველოში არ ვიცხოვრებ,არ ჩემს შტამომავალს ვაცხოვრებ,ასი წელი აზრზე არ ხართ რას ეპოტიკებით
14:12 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გური - გური
ხარება, რატომ არ გესმით, რომ საქართველოს ხსნა და გადარჩენა სწორედ მის ისტორიასა და ტრადიციებშია. ბაგრატიონთა სამეფო გვარი ყოველთვის ყველაზე მაღლა იდგება საქართველოში. დროა ეს გაითავისოთ.
12:50 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!
მართალია ხარება, ყველაფერ "სიკეთესთან" ერთად, სამეფო კარი და არისტოკრატობანას თამაში გვაკლია.
10:12 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ქართველი
მაიმუნობაა....
22:07 / 24-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ხარება ჯიბუტი
რაღა დროს სამეფო კარებია და არისტოკრატობანას თამაშია ხალხო, გონს მოდით, ცოტა თავი გაანჯღრიეთ ან გაანძრიეთ. ადამიანთა თანასწორობაზე თუ გსმენიათ რამე, რატომ უნდა იყოს რომელიმე ადამიანი პრივილეგირებულ პოზიციაში მხოლოდ მისი გვარის გამო, კიდე ეგ უნდა ჩვენ კუდაბზიკა ქართველებს?? ეს იმის ბრალია, რომ განმანათლებლობას საქართველოში არ ჩამოუღწევია. :)) ისე წარმოვიდგინე ნადიმებს, რომ მოაწყობს მეფე რა სანახაობა იქნება, მეფის კარზე ატუზული თავადების რიგი. აუ კიდე ჯამბაზები არ იქნებიან? მაგრამ მაგათ რა გამოლევს ამ ქვეყანაში :)) :))) ეჰჰ საცოდაო წილხვედრო ამათ ხელში.
20:06 / 24-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS