24 ოქტომბერი, 2013
რატომ დააჯილდოვა ნიკუშა შენგელაია დავით ბაგრატიონ-მუხრანელმა
საზოგადოება უნდა შედგეს და ხალხი უნდა იყოს ქვეყანაში მთავარი მოთამაშე და არა მთავრობა... ჯერ პროცესში ვართ 13 ივლისს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში, პოეტი დავით მაღრაძე, მხატვარი და საზოგადო მოღვაწე ნიკუშა შენგელაია და ქალბატონი ნინა სვანიძე ''საქართველოს არწივისა და უფლისა ჩვენი იესო ქრისტეს კვართის''  ორდენებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო მათ ბაგრატიონთა სამეფო სახლის მეთაურმა დავით ბაგრატიონმა გადასცა. 

აღნიშნული ორდენი 1184-1213 წლებში თამარ მეფემ დააარსა, მაგრამ ის, როგორც მთავარი ორდენი, 1939 წელს დავით ბაგრატიონის ბაბუამ, ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელმა აღადგინა. მისი გარდაცვალების
შემდეგ უფროსმა მემკვიდრემ, გიორგი ბაგრატიონმა გადაწყვიტა, სიფრთხილე გამოეჩინა და ორდენები ოჯახურ წრეში დარჩენილიყო. 2001 წლიდან კი ორდენის გადაცემა განახლდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს ტვირთი დავით ბაგრატიონ-მუხრანელს დაეკისრა.

Rating

13 ივლისს დაჯილდოებულებს ორდენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ. ბატონ დავით მაღრაძესა და ნიკუშა შენგელაიას საზოგადოება კარგად იცნობს, ჩვენ გვინდოდა გაგვერკვია რაიმე ქალბატონი ნინა სვანიძის შესახებ, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. დავუკავშირდით კიდეც მას და დავინტერესდით მისი პერსონით და იმით, თუ რა წვლილისთვის მიიღო ესოდენ საპატიო ჯილდო, თუმცა მისგან კომენტარი და დამატებითი ინფორმაცია ვერ მივიღეთ...
ეს ამბავი ტელევიზიებით ნაკლებად გაშუქდა. არც ესპანეთიდან დაბრუნებულ ნიკუშა შენგელაიას უსაუბრია ამაზე ბევრი. რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით, ეკა ჭიჭინაძის (ნიკუშა შენგელაიას მეუღლე - ავტ.) ''ფეისბუქის'' გვერდზე ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალა აღმოვაჩინეთ. სურათები იმდენად საინტერესო მოგვეჩვენა, რომ ბატონ ნიკუშა შენგელაიას დავურეკეთ და ესპანეთში გატარებული ერთი კვირის შესახებ შეკითხვებით მივმართეთ.
Rating

- ბატონო ნიკუშა, ქართულ მედიაში ნაკლებად გაშუქდა ამ ზაფხულს მომხდარი საინტერესო ფაქტი. ესპანეთში, ორ ქართველთან ერთად დავით ბაგრატიონმა დაგაჯილდოვათ.
- ხალხსაც უკმარისობის გრძნობა აქვს, მაგრამ მე არ ვარ ის კაცი, დავდგე და ვილაპარაკო. ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცემათ, ვისაც რაიმე მიღწევა აქვს, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს წინაშე. მიღებული აქვთ პოლიტიკოსებს, ეკლესიის მეთაურებს, პატრიარქებს. ძალიან დიდი ორდენია. მე დამაჯილდოვეს თავისუფლებისა და ადამიანების უფლებების დასაცავად მუდმივი ბრძოლისთვის.
- ჯილდო ყოველწლიურია?
- ზუსტად არ ვიცი, მგონი, რაღაც უნდა მოხდეს, ვიღაც უნდა გახდეს ამ ჯილ დოს მიღების ღირსი. დაგვაჯილდოვეს, მე, დათო მაღრაძე და ქალბატონი ნინა სვანიძე.
- თქვენი და ბატონი დათოს დამსახურება გასაგებია, თუმცა ქალბატონ ნინას ფართო საზოგადოება არ იცნობს.
- როგორც გავიგეთ, ისიც აქტიურად იბრძოდა ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ.
- ვინ წყვეტს, ვის უნდა გადაეცეს ჯილდო, მხოლოდ დავით ბაგრატიონი თუ სპეციალური საბჭო?
- არა, სპეციალური საბჭო არსებობს. ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა, დიდებულად... დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროპული სამეფო ოჯახის წარმომადგენელი, ავსტრია-უნგრეთის პრინცი, ესპანეთის მეფის ოჯახის წევრები.
- დავით ბაგრატიონს მანამდეც იცნობდით?
- არა, დავითი და უგო ბაგრატიონები ესპანეთში ყოფნისას გავიცანი. ორივემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. დავითი ძალიან განიცდის საქართველოში არსებულ მდგომარეობას. უნდა, რომ თავის ქვეყანას დაეხმაროს. თითქმის ყველა ქვეყნის არისტოკრატიას მუდმივად აწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ. მამამ, ხორხე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ სიკვდილის წინ სთხოვა, რომ რითაც შეეძლო, დახმარებოდა თავის ქვეყანას.
- დავითის მეუღლე თუ ესწრებოდა ამ ცერემონიალს?
- არა, ანა არ მინახავს.
Rating
- დავითის უმცროს ძმას, უგოს საზოგადოება ნაკლებად იცნობს. შეუძლია ქართულად საუბარი?
- არა, დავითმა კარგად იცის ქართული, უგო უფრო წვალობს (იცინის). ძირითადად ინგლისურად ლაპარაკობდა. ესპანეთში ერთი კვირა გავატარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდით საქართველოს ტკივილზე. დავითი დამპირდა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა.
- ცხოვრებაში პირველად მიიღეთ სამეფო ჯილდო?
- ხელოვნებაში აქამდე ბევრჯერ მიმიღია ჯილდო, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში პირველი შემთხვევა იყო. არ გვაფასებენ ჩვენთან ქვეყანაში და იქ დაგვაფასეს (იცინის). რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ჩემთვის დაფასება ჯილდო არ არის, რადგან ყველაზე დიდი ჯილდო ისაა, რომ ხალხი ქუჩაში მეფერება, გრძნობენ, რომ სიმართლეს ვლაპარაკობ და მათ გვერდით ვდგავარ. აი, ეს არის ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის.
- კმაყოფილი ხართ იმ შედეგით, რაც თქვენს ბრძოლას მოჰყვა?
- მოძალადე ხელისუფლება უნდა გაგვეშვა, მაგრამ ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანია, რომ ადამიანები ჩვენს ქვეყანაში თავიანთი შრომითა და ნიჭით იყვნენ დაფასებულები. ჩვენი შვილები რომ იყვნენ თავისუფლები, ბედნიერები... საზოგადოება უნდა შედგეს და ხალხი უნდა იყოს ქვეყანაში მთავარი მოთამაშე და არა მთავრობა... ჯერ პროცესში ვართ.
- რა მოლოდინი გაქვთ საპრეზიდენტო არჩევნებისგან, ვის უჭერთ მხარს?
- არჩევნებს ველოდები და ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს.

ნინო გიგიშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 16 /
მეტეორ გვესროლეთ ყველას გმერთო
ვაი ამათ პათრონს გასულები არიან დამასჰში
22:10 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეტეორ გვესროლეთ ყველას გმერთო
მეტეორ გვესროლეთ ყველას გმერთო
22:07 / 09-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლადო
აუ რა დროს მეფეა რა მოწიეს ამისთანა რას ბოდიალობენ! შეიზლება ბაგრატიონები მართლაც იყვნენ მნიშვნელოვანი გვარი და თავის დროზე მართლაც საქართველოსთვის გაუკეთებიათ ბევრი სიკეთე მაგრამ ეს შთამომავლები რატომ გვახვევენ თავიანთ ტიტულს და რატომ ცდილობენ ჩვენს ჯიბეში ხელის ჩაყოპას განა რამდენი ხელი ჩავა ამ ჯიბეში?კომუნელურები,საშემოსავლო,ბანკები,ჯარიმები,ოჯახი და ეხლა კიდევ ბაგრატიონები :) მოკლედ ჩემს ბიუჯეტს ნუ შეეხებით და ისე იტინგიცეთ რამდენიც გინდათ გინდა პრინცები იყავით და გინდა მსოფლიოს ბრზანებლები :)
14:35 / 16-12-2013
გამოხმაურება / 0 /
მეფე გვაკლია კიდევ
ვის დაკარგვია ეს ვაჟბატონი, მეფე არა ტოროლა. საქართველოში ცხოვრებასაც კიარ კადრულობს, ესპანულ ფუფუნებას ვერ ელევა. მეფედ თუ დავისვით თავზე, მერე გვიკადრებს ალბათ :) კიდევ ერთი მუქთახორა არ გვჭირდება, ნუ უკეთებთ რეკლამას ასე ძალდატანებით და ნუ გვატენით. არ გვინდა ხალხს მეფეები და იმპერატორები, ჯანდაბამდე გზა ქონიათ. პრეზიდენტი, პრემისერმინისტრი და პარლამენტი საკმარისია. ეს ოფიციალური და მემკვიდრეობითი მუქთახორა არ გვინდა. ხომარ გაგიჟდით? საქმე გამოგელიათ?
14:58 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ამათ მოსწონთ ტიტული , თორემ ძაან აღელვებთ ახლა საქართველოს ავან-ჩავანი. მე პირადად ესპანეთში ვცხდოვრობ და ვიცი , რომ ამ ჩვენი პატარა 'უფლისწულის' ბაბუის წინაპარი კაი ხნის გადმოხვეწილა აქ და ვისთან რამდენი შვილი ჰყავთ და ასე შემდეგ ეს მგონი მათაც არ იციან კარგად. ხალხნოოო, ესღა გვაკლია ახლააააააააა, მუქთაXორები სარჩენად, ქართული არ იციან წესიერად და იმიტომ შეუღლდნენ, რომ ტახტისთვის 'პრინცი' გაეჩინათ, მერე კიდევ ეს ვაჯბატონი არ იკლებდა შორენებს და მისნაირ ლამაზებს და ეს დაგვაყრის ჩვენ ხეირს?! მოგვაშორეთ მუქთახორააააააააააააააა
01:36 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანჟელიკი
საქართველოს სარჩენი ამ უსაქმურების ხროვა რომ არ აძღონ და აპარპაშონ?! ვაი, ჩვენს დღეს, მეფე და მისი ოჯახი გვაკლია, ჩვენი ძვირფასი პარლამენტარების კორუფცია არ გვყოფნის
01:32 / 26-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ვალოდია ჯინჭარაძე
შენგელაია და მაღრაძე კარგი გასაგებია ვიცით, მაგრამ ეს ნინა სვანიძე ვინ არის რას წარმოადგენს.მე პირადად პირველად მესმის. თავის კუხნაში თუ იბრძოდა მაშინ... ეგ აშკარად რადიატორთან იჯდა მარცხნივ, მაგრამ მომკალი და არ მახსოვს.
21:28 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სეროჟა
აგე ჩემი ძმა გარიკა,ეგაც ბაგრატიონია,წლებია ეგ არი რა.რატო მეფედ არავინ ნიშნამს ცავატანემ ჰა?
15:55 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მეფევ? ცუდ სიზმრებს ხომ არა ნახულობთ? ან ძილში, ფეხებს ხო არ იქნევთ?
საპრეზიდენტო ციებ ცხელება დაიწყო...და გამოძვრნენ მეფეები და დედოფლები ბაგრატიონები თუ ბაგრატუნიანები,მიეცათ იმედი.იფიქრეს ცდა ბედის მონახევრეაო....სკიპტრა,სკიპტრა არსად დაგეკარგოთ,ან კიდე გვირგვინი.გვირგვინი დაგადევი გულზე....
15:51 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ჯერ ეს ზღინკიანი ბაგრატიონები ვინ არიან მეფეებად რომ ასაღებენ თავს, თვითმარქვიები!!! და მერე ეს "დაჯილდოებულები", ხალხი შიმშIლით კვდება და ესენი კიდევ უაზრობებში ხარჯავენ ფულს!!!
15:47 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS