15 დეკემბერი, 2016
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი ყველა ოჯახში - ამისთვის მთელი საქართველო გაერთიანდა
19 დეკემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L-ი" უწმინდესის და უნეტარესის 4 ტომეულს გამოსცემს, სახელწოდებით "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი".

ინფორმაციას, წიგნის გამოსვლასთან დაკავშირებით, მკითხველის გასაოცარი გამოხმაურება მოჰყვა. დღემდე არ წყდება ზარები და წერილები რედაქციაში. გაჩნდა უამრავი კითხვა- წიგნის შინაარსსა და მის შემქმნელებზე. აინტერესებთ, როგორი იყო პატრიარქის დამოკიდებულება მისი წიგნის მიმართ. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის ფაქტი, რომ 4-ტომეულში გადმოცემული წერილები, დოკუმენტები, საარქივო ჩანაწერები მოგვითხრობს საქართველოს შეულამაზებელ, რეალურ ისტორიას, რომლის მთავარი გმირიც სწორედ კათოლიკოს პატრიარქია.

სწორედ მკითხველის ასეთი
დიდი ინტერესესისა და გამოხმაურებების გამო გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ინიციატივით და ყველა იმ კომპანიის ერთობლივი ძალისხმევით, რომლებიც წიგნის ფასწარმოქმაში მონაწილეობს- წიგნის გამავრცელებლები, სტამბა და ა.შ. მიაღწიეს იმას, რომ წიგნის ფასი შემცირდა. ერთი ტომის ფასი 23,50 ლარის ნაცვლად იქნება 18,50 ლარი, ხოლო გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება 20 ლარად.

"ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"ეს არის წიგნი, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს, და რომელიც მკითხველს ძალიან ბევრჯერ მიაბრუნებს მის ფურცლებთან.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS