მაგრამ საიდუმლო არ გამქრალა, ის პირადული და მტკივნეულია და თუ გამჟღავნდა, ყველაფერს წალეკავს და გაანადგურებს!
და მაინც: დაირღვევა იდილია, გამჟღავნდება ყველაფრის გამანადგურებელი საიდუმლო თუ, ბოლოს და ბოლოს, განთავისუფლდება ის ამ მძიმე ტვირთისგან?...
არსებობს წიგნები, რომელთა კითხვას დაიწყებ და თავს ვეღარ დააღწევ,მანამ სანამ ბოლო გვერდს არ გადაფუცლავ და სულმოუთქმელად ჩაიკითხავ. ეს იმიტომ, რომ სიუჟეტის კითხვისას გვიპყრობს ხანმოლოდინის გრძნობა, ხანაც გაურკვევლობისა დადაძაბულობისა... ყველა ეს ემოცია ერთმანეთს ცვლის, როდესაც ჯესიკა ნოლის "ყველაზე იღბლიან გოგონას" ვკითხულობთ. სწორედ ამიტომ გამოიცა პალიტრა L-ის მიერ ეს ფსიქოლოგიური თრილერი სერია "ტოპ თრილერის" ფარგლებში.
ჯესიკა ნოლი დღეს ცნოლი ჟურნალის ,,კოსმპოლიტენი"" მთავარი რედაქტორია. იგი ფილადელფიის შტატში დაიბადა და ამჟამად მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში ცხოვრობს. ნოლის ფსიქოლოგიური თრილერი "ყველაზე იღბლიანი გოგონა" მსოფლიოს მასშტაბით 30 ენაზე ითარგმნა და 450,000 ეგზემპლარად გაიყიდა. 2016 წელს კი ,,ყველაზე იღბლიანი გოგონა"" 2016 წლის ედგარის პრემიის ნომინანტი გახდასაუკეთესო პირველი რომანისთვის.
აღსანიშნავია, რომ ამწიგნში, მისი ავტორის რეალური ისტორიაა ასახული. ის ისტორია, რაც ჯერიკა ნოლს სკოლაში სწავლის პერიოდშიგადახდა. ალბათ სწორედ ეს ნიუანსი წარმოადგენს ამ რომანის წარმატების საიდუმლოს და ამიტომაც არის მთავარი გმირის გრძნობები და ემოციები ესოდენ რეალურადასახული წიგნში. ჯესიკა ნოლის ანარეკლია ანი ფანელი( მთავარი გმირი). ისიც 28 წლის არის წიგნის წერის ასაკში და ანიც. ორივე გარეუბანში დაიბადა და ცნობილი ჟურნალის რედაქტორია.
წიგნის ავტორიც აღიარებს, რომ რომანის მთავარი გმირის ისტორია, რეალურად მას გადახდა და ის არაა გამოგონილი. ამის შესახებ საჯაროდაც წერს.
მალე რომანის ეკრანიზაციასაც ვიხილავთ. უკვე დაწყებულია ფილმის გადაღებები, სადაც ნოლის როლს ჰოლივუდის ამერიკელიმსახიობი რიზ უიზერსპუნი შეასრულებს. ცნობილია, რომ პრემიერა 2017 წლის გაზაფხულისთვისაა დაგეგმილი.
თინათინ შავლაძე