- თათია, შენს წარმატებაზე მოგვიყევი...
- ცოტა ხნის წინ, მილანის სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. ახლახან დავბრუნდი საქართველოში. იქ დაახლოებით 2 თვე ვიყავი და მილანის Fashion Week-შიც მივიღე მონაწილეობა. იქ ნიუ-იორკის - Trump Models Management-ის წარმომადგენელს შევხვდი, რომელიც ჩემით დაინტერესდა. ამ ეტაპზე, ჩემი სააგენტო ამერიკის ვიზის საკითხზე მუშაობს.
- რა ხდებო
მილანის მოდის კვირეული განსაკუთრებული მოვლენაა და მთელს მსოფლიოში, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ყურადღება მისკენაა მომართული. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც აანალიზებ, რომ შენ ამ ყველაფრის მონაწილე ხარ, ცოტათი მაინც...
- ნერვიულობდი?
-არ მინერვიულია. ამის დრო არ მქონდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომესწრო ამდენი რამ.
- გასულ წელს ჟურნალ "ბომონდის" გარეკანზე იყავი... რას გაიხსენებ?
- გადაღება მწერალთა სახლში იყო. ფოტო SASHA PRISHVIN-ს ეკუთვნის. გიგა აგლაძე ღვინის კამპანიისთვის ვიდეო რგოლს იღებდა, საშა - ფოტოებს.
- ჩაცმის როგორი სტილი მოგწონს?
- ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება სადად მეცვას. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორი ხარ სინამდვილეში. უპირატესობას შავ ფერს ვანიჭებ, როგორც მოდელების უმრავლესობა, ქასთინგებზე და backstage--ზე. იხილეთ ვიდეო + ფოტოგალერია