08 დეკემბერი, 2016
თათია ახალაია - წარმატებული ქართველი მოდელი მილანის fashion week-ზე
თათია ახალაია წარმატებული ქართველი მოდელია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, მონაწილეობა მიიღო მილანის მოდის კვირეულზე. კარიერულ წარმატებებზე უფრო დეტალურად თავად მოგვიყვება.

- თათია, შენს წარმატებაზე მოგვიყევი...
- ცოტა ხნის წინ, მილანის სააგენტოსთან გავაფორმე კონტრაქტი. ახლახან დავბრუნდი საქართველოში. იქ დაახლოებით 2 თვე ვიყავი და მილანის Fashion Week-შიც მივიღე მონაწილეობა. იქ ნიუ-იორკის - Trump Models Management-ის წარმომადგენელს შევხვდი, რომელიც ჩემით დაინტერესდა. ამ ეტაპზე, ჩემი სააგენტო ამერიკის ვიზის საკითხზე მუშაობს.

- რა ხდებო
და მოდის კვირეულზე?
მილანის მოდის კვირეული განსაკუთრებული მოვლენაა და მთელს მსოფლიოში, მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლების ყურადღება მისკენაა მომართული. ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც აანალიზებ, რომ შენ ამ ყველაფრის მონაწილე ხარ, ცოტათი მაინც...

- ნერვიულობდი?
-არ მინერვიულია. ამის დრო არ მქონდა. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ მომესწრო ამდენი რამ.

- გასულ წელს ჟურნალ "ბომონდის" გარეკანზე იყავი... რას გაიხსენებ?
- გადაღება მწერალთა სახლში იყო. ფოტო SASHA PRISHVIN-ს ეკუთვნის. გიგა აგლაძე ღვინის კამპანიისთვის ვიდეო რგოლს იღებდა, საშა - ფოტოებს.

- ჩაცმის როგორი სტილი მოგწონს?
- ყოველთვის ვცდილობ, რაც შეიძლება სადად მეცვას. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ, თუ როგორი ხარ სინამდვილეში. უპირატესობას შავ ფერს ვანიჭებ, როგორც მოდელების უმრავლესობა, ქასთინგებზე და backstage--ზე. იხილეთ ვიდეო + ფოტოგალერია


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS