20 თებერვალი, 2018
"არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ" - რატომ დატოვა ირაკლი კვირიკაძემ საქართველო
ირაკლი კვირიკაძეს „ბერლინალეზე“ ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.

ახალგაზრდა მსახიობს ჯილდო, რეზო გიგინეიშვილის ფილმ “მძევლებში” გეგა კობახიძის როლის შესრულებისთვის გადაეცა.
ირაკლი მსახიობ კახა ქორიძის შვილიშვილი და ნინო ქორიძის ვაჟია. ნინო ქორიძეს ირაკლი პირველი ქორწინებიდან ჰყავს.
ირაკლი კვირიკაძე მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში „მძევლების“ ეკრანზე გამოჩენისთანავე მოხვდა. მას შესახებ არა ერთმა პრესტიჟულმა გამოცემამ დაწერა.

„ირაკლი კვირიკაძე – ქართული კინოს იმედი და „მძევლების“ მთავარი საგანძური“. ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია 2017 წელს რუსულმა „GQ“-მ.


Rating
ირაკლი ლოს-ანჯელესში ცხოვრობს.

„აღარ შემეძლო საქართელოში
ცხოვრება, სადაც საშინელი საბჭოთა მენტალიტეტი ნარჩუნდება, რომელიც მე ძალიან არ მომწონს. არ შემიძლია ასეთ ატმოსფეროში ყოფნა, ვერ ვსუნთქავ.

იცით, მე ძალიან მიყვარს და ვაფასებ თავისუფლებას. ზუსტად ისევე, როგორც გეგა. თავიდან მას რაღაც ახლის ნახვა სურდა, საკუთარი თავის მოძებნა, სხვანაირი ცხოვრების დაწყება. გამოდის, რომ ჩვენ მართლაც ბევრი გვაქვს საერთო“, - აცხადებდა მსახიობი ინტერვიუში.

Rating

გასულ ზაფხულს ირაკლი დაქორწინდა, მისი რჩეული უმშვენიერესი მოდელი ელენე მახარაშვილია.

საქართველოდან ოკეანის მიღმა გამგზავრება და "მძევლები" მსახიობისთვის წარმატებული გამოდგა. 

იხილეთ ვიდეო:




ბეჭდვა