15 ივლისი, 2019
რა ღირს მეგან მარკლის ლუქი, რომლითაც გუშინ ის "მეფე ლომის" პრემიერაზე მივიდა
ლონდონში გუშინ "მეფე ლომის" მსოფლიო პრემიერა გაიმართა. პრემიერას უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი სტუმრობდა, მათ შორის ბიონსე და ჯეიზი, თუმცა, კინოჩვენების მთავარი სტუმრები მეგან მარკლი და პრინცი ჰარი იყვნენ.

Rating

მეგან მარკლის პრემიერაზე შავი ფერის სამოსი ეცვა. ბუნებრივია, უცხოურმა პრესამ გადაწყვიტა დაეთვალა, რა თანხა დაუჯდა ჰერცოგინიას ეს ჩაცმულობა და ფასები საკმაოდ შთამბეჭდავია.

Rating

Jason Wu-ს კაბა $2450, Aquazzura-ს ფეხსაცმელი $1015, Nikos Koulis-ის 18-კარატიანი ბრილიანტის საყურეები $12204 და Gucci-ს კლატჩი $2390 ღირს.

თქვენ შეიძლება ვერ გახდეთ მეგან მარკლი, მაგრამ შეგიძლიათ,
მისი ლუქი ზედმიწევნით გაიმეოროთ.
ბეჭდვა