22 თებერვალი, 2019
რა თანხა დაჯდა მეგან მარკლის მიერ ნიუ-იორკში მოწყობილი ზღაპრული წვეულება
მეგან მარკლი ხშირად არღვევს სამეფო პროტოკოლს და ეს არც ამჯერად შეცვლილა. სასექსის ჰერცოგინიამ წვეულება გამართა, სადაც მეგობრები და ცნობილი სახეები მიიწვია.

მეგან მარკლის მიერ ორგანიზებულ baby shower-ის  წვეულებაზე, მას მომავალი პატარასთვის ძვირფასი საჩუქრები მიართვეს.

ახალი ანგლოფილური ცხოვრების წესების მიუხედავად, მეგან მარკლი არ ღალატობს ამერიკულ ტრადიციებს. ამით იგი კვლავ ხაზს უსვამს საკუთარ წარმომავლობას.

Rating

მეგან მარკლიმ ნიუ-იორკში 5 დღე დაჰყო. Baby shower-ის წვეულება The Mark Hotel-ის პენტჰაუსში ჩატარდა, სადაც ნომრის ღირებულება ღამეში 75 000 დოლარია, რაც იმას
ნიშნავს, რომ ჰერცოგინიამ 150 000 დოლარი გადაიხადა.

Rating

ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა არფისტი ერინ ჰილი (625 $). ნომერი გაფორმებული იყო ულამაზესი ყვავილებით. „ლედი ფლორის“ (Lady Fleur NYC) ვარდები დაახლოებით 400 დოლარი, ხოლო მანდარინის ხე 140 დოლარი დაჯდა.

Rating

ამ დღეების განმავლობაში იგი The Mark Hotel-ის ერთადგილიან ნომერში ცხოვრობდა, რაშიც 9.982 დოლარი გადაიხადა, ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული სამეფო დაცვა, რისთვისაც 14.213 დოლარი გადაიხადეს ბიუჯეტიდან.

Rating

"Dailymail"-ის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ეს ვიზიტი დაახლოებით 430 000 დოლარი დაჯდა.

Rating





ბეჭდვა